ბლოგი

ნეპტუნი ჰოროსკოპში

ნეპტუნი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

ნეპტუნი მართავს თევზების ზოდიაქოს ნიშანს

ნეპტუნის სიმბოლოა სამკაპი, და თავად განასახიერებს პოსეიდონს, ძველბერძნულ ზღვების ღმერთს. იმის მსგავსად, თუ როგორი ცვალებადი და მატყუარაა ზღვის სახე და როგორი არაპროგნოზირებადია და საიდუმლო ოკეანეს სიღრმეები, ნეპტუნი აგებს პასუხს ყველაფერ ცვალებადზე, ილუზიურსა და შეუსწავლელზე სამყაროში, ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ნეპტუნის დევიზია : „მე მჯერა!“.

ადამიანის ჰოროსკოპში ნეპტუნის ყოფნის შენიშვნა არ არის მარტივი ერთი შეხედვით, ეს პლანეტა ხომ პასუხისმგებელია ილუზიებზე, და რა შეიძლება იყოს უფრო მოუხელთებელი და ეფიმერული? თუმცა, არის მტავარი მინიშნება: ნეპტუნი ანიჭებს ადამიანს განვითარებულ ინტუიციას, ფანტაზიას, აბსტრაქტულ აზროვნებას, ოცნების უნარს. ნეპტუნის გავლენის ქვეშ ადამიანები ჩაყვინთავენ, როგორც ზღვის სიღრმეებში, თავის შინაგან სამყაროში, თანაც ეს სამყარო შეიძლება იოს მათთვის უფრო კაშკაშა და საინტერესო, ვიდრე რეალობა. ასეთი ვირტუალური სამყარო მათთვის შეიძლება იყოს შემოქმედება, ფილოსოფიური მსჯელობების და იდეების სამყარო, ინტერნეტ-სივრცე ან უბრალოდ მათი ფანტაზიების და ოცნებების ზღაპრული სამყარო.

როგორც ილუზიების დიდებული მბრძანებელი, ნეპტუნი ჰოროსკოპში პასუხისმგებელია მუსიკაზე, ლიტერატურაზე, თეატრზე, კინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, ინტერნეტზე, ტელევიზიაზე. მოდაზეც კი, იდეოლოგიაზე და ბრენდების შექმნაზე- ესეც ხომ ვირტუალური სამყაროა. ასეთი ბედი აქვს ამ პლანეტას: შექმნას ილუზიები, რომლებიც ხიბლავს ადამიანებს თავისი გარეგანი მბრწყინავი გარეკანით ან მოსყიდის მდიდარი შინაგანი შემადგენლით.

ნეპტუნის გავლენა თევზების ჰოროსკოპზე

პლანეტა ნეპტუნი აღმოაჩინეს შედარებით ცოტა ხნის წინ, 1846 წელს, და ის მაშინვე „მიაწერეს“ თევზების პლანეტა-თანამმართველად. აქამდე თევზებით ასტროლოგიურ ტრადიციაში მართავდა ფილოსოფოსი-იუპიტერი, ნეპტუნი კი გახდა მისი დამხმარე და ერთგული მეწყვილე. და მართლაც, ვინ შელებს თევზების ბედზე, მათ კეთილდღეობასა და აყვავებაზე  ზღვების ღმერთზე უკეთ ზრუნვას?

თევზების ჰოროსკოპში პლანეტა ნეპტუნი გამოვლინდება მთელ თავის საიდუმლო ხიბლში, ანიჭებს რა ამ ნიშნის ადამიანებს გასაოცარი ინტუიციით, განვითარებული ფანტაზიით, მშვენიერის დაფასების უნარით და ფილოსოფიური სიღრმით.

ნეპტუნის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედში:

მგრძნობიარობა, შთაგონება, ინტუიცია, მდიდარი შინაგანი სამყარო, ზედმეტად განვითარებული წარმოსახვა, მძლავრი შემოქმედებითი საწყისი, საგნების შეცვლის და თვითგანვითარების უნარი, კომუნიკაბელურობა, უნივერსალურობა და მრავალმხრივობა.

ზოდიაქოს ნიშანში, რომელშიც ნეპტუნი არის მმართველი პლანეტა (თევზები), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ნათლად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში ნეპტუნის და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

ნეპტუნის სუსტი მხარეები

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებაში. მეოცნებე ნეპტუნისთვის ეს შეიძლება იყოს თვითშთაგონებისკენ, ზოგჯერ თვითმოტყუებისკენ  სწრაფვა, მღელვარება, არასაკმარისი პრაქტიკულობა.

ნეპტუნის მოქცევის პერიოდი

პლანეტა ნეპტუნი იმდენად ნელა გადის ზოდიაქოს ნიშნებზე, რომ თითოეულ ნიშანში ატარებს დაახლოებით 14 წელს. ზოდიაქალური წრეზე მის აუჩქარებელ სვლას სულ სჭირდება 165 წელი! მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისია, რომ ვთქვათ: ნეპტუნის ასტროლოგიური გავლენა შორსაა ამწუთიერისგან და თუნდაც ყოველწლიურისგან; ის ახდენს გავლენას კაცობრიობის გლობალურ მოვლენებზე, მიმართავს მთელი თაობების ისტორიას.

პლანეტა აღმოაჩინეს შედარებით ცოტა ხნის წინ, 1846 წელს, ამიტომაც მისი ასტროლოგიური გავლენა არ არის ბოლომდე შესწავლილი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
ქალწულის ქვები
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
ყველაზე არასანდო ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე უემოციო ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები - როგორ იყენებს თითოეული Google-ს?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი