ბლოგი

ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას

ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას

ფეისბუქზე გაზიარება

მნიშვნელოვანია აღვიქვათ სექსუალური სიახლოვე ისე, როგორიც ის არის- არაიდეალური, მაგრამ ადამიანური. მაშინ აღარასდროს გაგიცრუვდებათ იმედი...

 

სექსუალური გატაცება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ის მცირდება, თუ დაიღალეთ, სტრესულ, დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებით ან განიცდით ნებისმიერ სხვა ნეგატიურ ემოციას. ხოლო იზრდება ლიბიდო, როგორც წესი, როდესაც თავდაჯერებულად, ბედნიერად, სექსუალურად, საყვარლად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს.

 

იმისთვის, რომ განეწყოთ პარტნიორთან სიახლოვისთვის, შეგიძლიათ სხვადასხვა რამ გამოიყენოთ. მაგალითად, მუსიკა, სანთლები, ეროტიული ვიდეო ან პრელუდია. მაგრამ ზოგჯერ არაფერი შველის. საქმე ისაა, რომ არსებობს ერთი საკმაოდ გავრცელებული რამ, რაც ძლიერ ამცირებს ადამიანის ლიბიდოს.

 

სულიერი გურუს, ოშოს სიტყვების მიხედვით, უნდა მოვეშვათ სიახლოვეზე ფანტაზიას, თუ არადა ჩვენ შეიძლება გავანადგუროთ ჩვენი სექსუალური ცხოვრება. ის ამბობდა, რომ ოცნებები და ფანტაზიები ყოველთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე რეალობა, რადგან მათში არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ან საზღვარი. ნამდვილი სექსუალური სიახლოვე არ ჰგავს წარმოსახვით სქესობრივ აქტს, რასაც შედეგად იმედგაცრუება მოაქვს.

 

ფანტაზიები სიახლოვეზე არსებითად ამაღლებს ჩვენი მოლოდინებს პარტნიორისა და თვითონ სქესობრივი აქტისგან. შედეგად ეს მოლოდინები არ მართლდება, და ეს კლავს ნებისმიერ სურვილს.

 

თუ მუდმივად თხზავთ რაღაც არარეალურს თქვენს ფანტაზიებში, მაშინ ვერ ცერთი ადამიანი ან სიტუაცია ვერ გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.

 

ოშო ასევე ამტკიცებდა, რომ პრობლემა მდგომარეობს პორნოგრაფიულ პროდუქციაში, რადგან ის აყალიბებს ჩვენს ფანტაზიებს გოგონებზე უზარმაზარი მკერდით, წვრილი წელით და გლუვი კანით ტანზე თმის გარეშე. ეს გოგონები მზად არიან ყველაფრისთვის, რათა დააკმაყოფილონ მამაკაცი. თუმცა სიახლოვის ასეთი იდეა უფრო შორსაა რეალური სამყაროდან და ნამდვილი ქალებიდან. და როდესაც საქმე მიდის ნამდვილ სქესობრივ აქტამდე, ფანტაზიები იმსხვრება „ნაცრისფერ რეალობაზე“.

 

ოშო აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია აღვიქვათ სექსუალური სიახლოვე ისე, როგორიც ის არის- არაიდეალური, მაგრამ ადამიანური. თუ ხართ სიყვარულით დაკავებული რამე ფანტასტიკური მოლოდინების გარეშე, მაშინ აღარასდროს გაგიცრუვდებათ იმედი.

 

რეალური ინტიმური სიახლოვე წმინდაა და მშვენიერი. ენერგია, რომელსაც ორი ადამიანი ერთმანეთში ცვლის, ატარებს ჯადოსნურ ხასიათს და აუცილებელია სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

 

რა თქმა უნდა, სექსუალური ფანტაზიების და პარტნიორთან ერთად საწოლში ცელქობის რეალიზაციაში არაფერია ცუდი. მთავარია არ დაგავიწყდეთ რეალობა, მხოლოდ ასე თქვენ ორივე მიიღებთ თქვენი სიახლოვისგან მაქსიმუმ სიამოვნებას.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
რა არის სინასტრია
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ალკოჰოლის ჰოროსკოპი
“იღბლიანი გზა” მარტის მეორე ნახევარში ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას