ბლოგი

„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?

„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?

ფეისბუქზე გაზიარება

ბიოენერგეტიკოსებს სჯერათ, რომ ადამიანის მზერა ძალიან საშიშ იარაღს წარმოადგენს. მისი შედარება შეიძლება მძლავრ დარტყმასთან, რომელსაც შეუძლია არამარტო დააზიანოს ჩვენი უხილავი, დამცავი „გარსი“, არამედ შეაღწიოს მის შიგნით და გადააპროგრამიროს ჩვენი პიროვნება...

 

ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის რას ნიშნავს ასეთი უნარების ქონა, თან ამ დროს ხედავდეს ამის მაგალითებს, თუ რამდენად ძლიერი ზემოქმედება გააჩნიათ ამ უნარების მქონე ადამიანებს. მაგალითად, თუ ვინმეს ზურგიდან დაჟინებით უმზერთ და ეს ადამიანი შემოტრიალდება თქვენსკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, შესაბამისად, საჭიროა ფრთხილად იყოთ, რადგან გაუცნობიერებლად შეიძლება დაარღვიოთ გარშემომყოფთა შინაგანი ჰარმონია - განსაკუთრებით მათი, ვისაც სუსტი თავდაცვის მექანიზმი აქვს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვისაუბროთ სწორედ ზემოთხსენებულ გათვალვაზე.

 

ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა უგრძვნია, რომ ვიღაც ზურგიდან უყურებს და როცა შემოტრიალებულა, შეჯახებია ძალიან არაკეთილგანწყობილ მზერას.

 

როგორ დავიცვათ თავი ავი თვალისგან?

 

არსებობს რამოდენიმე საშუალება, რომელიც ოდითგანვე ცნობილია ავი თვალის და ენერგიისგან თავის დასაცავად. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად:

 

ამულეტი - ქვები, კრისტალები და ძვირფასი მეტალები, რომლებსაც გააჩნია გამოსხივებადი თვისებები და გვეხმარებიან თავი ავარიდოთ ცუდ ვიბრაციას და ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელ ადამიანებს. ამულეტები იქმნება სპეციალურად დაცვისთვის. მათ ამზადებენ ქვებისგან, კრისტალებისგან და მეტალის შენადნობებისგან. მათ აქვთ აღმდგენი ენერგია.

 

ლოცვა - ლოცვას შეუძლია გაწმინდოს თქვენი გონება, სული და მოგცეთ ნეგატიურ ძალებთან ბრძოლის ძალა. ლოცვის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე და იფიქრეთ მხოლოდ პოზიტივზე.

 

წითელი ძაფი - ყოველთვის იქონიეთ მაჯაზე ან ჩანთაში სქელი წითელი ძაფისგან დამზადებული სამაჯური. ამბობენ, რომ წითელი ფერი განიზიდავს ნეგატივს და ავ თვალს.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ნატალური რუკა
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნები
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
2026 წლის ჰოროსკოპი - პირველადი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
რა ვაჩუქოთ თხის რქას
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ლომის ქვები