ბლოგი

რა ვაჩუქოთ თხის რქას

რა ვაჩუქოთ თხის რქას

ფეისბუქზე გაზიარება

თხის რქისთვის საჩუქრის არჩევა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და კონსერვატიული ზოდიაქოს ნიშანია, საკმაოდ რთულია! ის ჩაკეტილია და იშვიათად უხსნის თავის გულს სხვა ადამიანებს, ამიტომაც მიხვედრა, რა უნდა თხის რქას სინამდვილეში, თითქმის შეუძლებელია. თანაც მას ეყოფა მოთმინება და ტაქტი, მიიღოს კეთილი ღიმილით თუნდაც ყველაზე შეუსაბამო ნივთი. ასე რომ ახლა თქვენთან ერთად უნდა გამოვიცნოთ ურთულესი ამოცანა- რისი მიღება უნდა საჩუქრად აუღელვებელ თხის რქას?

 

რამდენიმე მინიშნება, როგორ ავურჩიოთ საუკეთესო საჩუქარი თხის რქას

 

პირველ რიგში, თხის რქისთვის საჩუქრის არჩევისას არ უნდა დაგავიწყდეთ საიდუმლო ფორმულა „ სილამაზე+ ფუნციურობა“. ანუ უბრალოდ ლამაზი, მაგრამ უსარგებლო საჩუქრები- ეს ფულია ქარზე. იგივე როგორც უბრალოდ პრაქტიკული საჩუქრები, რომლებსაც არ აქვს დამატებითი ფასეულობა , როგორიცაა გარე ესთეტიკა, ორიგინალური დიზაინი ან ახალი ფუნქციების ნაკრები- ასევე წარუმატებელი იდეაა.

მეორე რიგში, საჩუქარი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თხის რქის გატაცებას- ჩვეულებრივ ის მას ერთი აქვს და ხშირად არის მისი ცხოვრების საქმე.

და მესამე რიგში, არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი საჩუქარი არ უნდა  აჩენდეს თვალებში მტვერის შეყრის ან განგმირვის სურვილს ( თავშეკავებული თხის რქა არასდროს არ ახტება სიხარულისგან, თუნდაც მანქანის დანახვისას, რომელზეც გადაკვანძულია ბანტი), არამედ თავის გამოვლენისკენ სწრაფვის, სიყვარულის და ზრუნვს სურვილს. ამას საიმედო და დიდსულოვანი თხის რქა აფასებს ყველაზე მეტად.

 

რჩევა  № 1: ლოგიკა - ყველაფრის თავია!

 

სერიოზული და პედანტური თხის რქა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იღებს გადაწყვეტილებას გონებით, და არა ემოციებით. გთავაზობთ გააკეთოთ იგივე- გადაწიოთ გვერდზე მატყუარა ემოციები, „ჩართოთ“ გონება და კარგად იფიქროთ საჩუქარზე.

აირჩიეთ ის, რაც თხის რქას დასჭირდება აქ და ახლა. მაგალითად, სტატუსური ტყავის პორტფელი- ბიზნესმენისთვის, მიკრობის საწინააღმდეგო ჭურჭლის ნაკრები- გატაცებული კულინარისთვის, თანამედროვე ფილტრი წყლის გასუფთავებისთვის- აკვარიუმისტიკის მოყვარულისთვის, საყვარელი ჯგუფის ახალი კონცერტის დსიკი ან ყურსასმენი- მელომანს. მთავარია საჩუქრის არჩევისას- არ შეცდეთ და აირჩიოთ ნამდვილად ხარიხსიანი ნაკეთობა, რომელიც ემსახურება მომთხოვნ თხის რქას არა ერთი წელი.

 

რჩევა  № 2: საჩუქართან ხუმრობა გვერდზე!

 

თხის რქას ძალიან უყვარს თავისი ცხოვრების კონტროლქვეშ აღება და დაგეგმვა, ხოლო არაპროგნოზირებადობა და მოულოდნელი მოვლენები, ძალიან სასიამოვნოც, აშინებს და არღვევს მის ჩვეულ სამყაროს. თხის რქას სულის ყველა ფიბრით სძულს და თავს არიდებს ყველანაირ სიურპრიზს და გათამაშებას, რომლის შესახებაც წინასწარ არ იყო გაფრთხილებული.

ხასიათის განსაკუთრებულობის წყალობით და ბედნიერი დასასრულის გათვალისწინებითაც ნერვიული შერყევები არ ანიჭებს მას არანაირ სიამოვნებას. ასე რომ სიურპრიზები შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესად დაშვებულ ნორმაში. ამასთან თხის რქა ვერ იტანს დაცინვებს და ვერ აფასებს იუმორს, რომლის ობიექტიც თვითონაა.

არ გინდათ მისი ხასიათის გაფუჭება- უარი თქვით ხუმრობებზე და წინასწარ გააფრთხილეთ თხის რქა საღამოსთვის შეკვეთილი მაგიდის შესახებ რესტორანში ან იმ ქვეყანაში ბილეთის ყიდვის შესახებ, რომელშიც ყოველთვის ოცნებობდა წასვლას. არ არის სახუმარო საქმე!

 

რჩევა  № 3: შესაძლებლობები ფულად ეკვივალენტში

 

თხის რქა სიხარულით მიიღებს საჩუქრად კუპიურებს ლამაზ კონვერტში, საბანკო ბარათს ან გადახდილ სერტიფიკატს. თქვენ შეიძლება ვერ გამოიცნოთ საჩუქარი, მაგრამ თხის რქამ ზუსტად იცის, რა სჭირდება მას, და შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს საჩუქრად შესანიშნავი ნივთი. ან, უბრალოდ გადადოს ფული მიმდინარე საჭიროებებისთვის ან გადაიხადოს კრედიტები- გააჩნია, რა არის მისთვის უფრო აქტუალური.

თხის რქისთვის ფულადი საჩუქარი- ეს არის შესაძლებლობები, რომელთა განხორციელებასაც შეძლებს მისი დახმარებით. ასე რომ ამ შემთხვევაში ფული საჩუქრად არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ სასურველიც.

 

რჩევა  № 4:  ნუ ყოყმანობთ საჩუქართან

 

პირდაპირ ჰკითხეთ, თუ არ შეგიძლიათ თხის რქისთვის საჩუქრის არჩევა- ეს იქნება უფრო სწორი, ვიდრე რამის შემთხვევით ყიდვა. და ნუ ღელავთ- თხის რქას არ ეწყინება, არ გთხოვთ რამდენიმე საათს ფიქრისთვის, არამედ ნელა გაახმოვანებს კონკრეტული სურვილების სიას. იქ კიდევ ზრუნვა თქვენზეა- ნახოთ, იყიდოთ და ჩადოთ ლამაზ ყუთში.

 

რჩევა  № 5: საჩუქარი კარიერისა და სტატუსისთვის

 

სამუშაო და კარიერა თხის რქისთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა. ამიტომაც საჩუქარი, რომელსაც შეუძლია თხის რქის სტატუსის ხაზგასმა და მისი სამუშაო ადგილის გალამაზება, არა მხოლოდ გაახარებს მას, არამედ დაიკავებს მის მაგიდაზე თვალსაჩინო ადგილს.

ეს შეიძლება იყოს ძვირფასი საკანცელარიო ნაკრები, რესპექტაბელური ტყავის დღიური, კალამი სახელით ხის ჩასადებში, ელეგანტური სამაგიდო საათი. და თუ ეს ნივთები გამოიწვევს შურს გარშემომყოფ ადამიანებსა და კონკურენტებში, მაშინ სოციალური წარმატებისკენ დასახულ თხის რქას ორმაგად ესიამოვნება!

 

რჩევა  № 6: საჩუქარი როგორც გონების საკვები

 

პაზლი, ტავსატეხები და ლოგიკური თამაშები იტაცებს ნებისმიერი სქესის და ასაკის თხის რქას. ლოგიკური აზროვნება- ამ ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე ძლიერი მხარეა, ამიტომ ორიგინალური თავსატეხები ნატურალური მასალისგან ლამაზ შეფუთვაში შეესაბამება მის გემოვნებას.

თუმცა, ზუსტად ასევე გაახარებს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს სერიოზული გამოცემის გამოწერა, ენციკლოპედია მისთვის საინტერესო დარგში ან წიგნი, რომლის მიზანია ინტელექტუალური უნარების განვითარება ან IQ ამაღლება.

 

რჩევა  № 7: დადექით რიგში!

 

შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად დისციპლინირებული და აკურატული თხის რქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია წესრიგი, სისუფთავე და სწორად ორგანიზებული სივრცე. სხვადასხვა კონტეინერები, ზანდუკები, თაროები, ჩასადებები, ჩანთები და ორგანაიზერები, რომლებიც წესრიგის დამყარების საშუალებას იძლევიან სახლში ან სამუშაოზე, იქნება მისთვის შესანიშნავი საჩუქარი. როდესაც თითოეული ნივთი იმყოფება თავის ადგილას, თხის რქის სულში სუფევს ჰარმონია!

 

რჩევა  № 8: საჩუქარი + სადღესასწაულო ატმოსფერო

 

თხის რქისთვის საჩუქრის გაკეთებისას, აუცილებელია იზრუნოთ მის ეფექტურად გაფორმებაზე. ლამაზი შეფუთვა, ლენტები და ბანტები ქმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს და ძალიან უმაღლებს განწყობას მას.

ოღონდ ეცადეთ არ გადააჭარბოთ- ბუნებით კარგი გემოვნების მქონე თხის რქა ვერ იტანს გადაპრანჭვას. დახარჯეთ ოდნავ დრო ღირსეული შეფუთვის ყიდვაზე და გააფორმეთ საჩუქარი- თხის რქა აუცილებლად შენიშნავს თქვენს ძალისხმევას!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თავის პარტნიორს ზედმეტად ძლიერ მიეჯაჭვებიან
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული
დაშორების იდეალური მეთოდები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა უნდათ
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
რა აბრაზებს ქალწულებს?
ყველაფერი კარგად იქნება
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მთვარე ჰოროსკოპში
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი