ბლოგი

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა

ფეისბუქზე გაზიარება

თუ თქვენს საცხოვრებელში ნეგატიური ენერგია მეფობს, ის მთელ თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას....

 

ფენშუი — არის პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს თქვენს სახლში არსებული ენერგეტიკის წონასწორობას. ის ასევე მოიაზრებს ძველი ენერგიისგან გათავისუფლებას და სახლის ახალი ენერგიით შევსებას, რასაც საბოლოოდ მივყავართ ცხოვრებისეული ბალანსის მიღწევამდე. ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ნიშანს, რომლებიც დაგეხმარებიან განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდე.

 

1. ნაგავი და არეულობა - სტრესის მიზეზია

ფენშუის მთავარი წესია, რომ სახლში ნაგავი და არეულობა არ უნდა იყოს არასდროს. ენერგიას საშუალება უნდა ჰქონდეს სახლში თავისუფლად გადაადგილდეს. ნაგავი და არეულობა ხელს უშლის ამაში. დასუფთავება კი პირიქით, ეხმარება სწრაფად გავრცელებაში. განსაზღვრეთ, რომელი ადგილები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად სახლში და დღეში რამოდენიმე წუთი გამოყავით მათ მოსაწესრიგებლად, გაიტანეთ ნაგავი და გაათავისუფლეთ სახლი უსარგებლო ნივთებისგან.

 

2. მძიმე ჰაერი - ის ყოველთვის სუფთა უნდა იყოს

მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს, იწოვენ ტოქსინებს და ბინძურ საერს. უპირობოდ, სახლში ჰაერი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. თუ მძიმე ჰაერი გეჩვენებათ, აუცილებლად გაანიავეთ სივრცე. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი და არომატიზატორი.

 

3. გაფუჭებული და დამტვრეული ნივთები - სასოწარკვეთის მიზეზია

ძველი ყუთები, გატეხილი ჭურჭელი, გაცვეთილი ტანსაცმელი - რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი? მათგან მხოლოდ ნეგატიური ენერგეტიკა მოდის და ხელს უშლის ახალი, ხალასი ენერგიის გავრცელებას. მოაგროვეთ და გაიტანეთ სახლიდან ყველაფერი, რასაც არ იყენებთ, რაც გაფუჭდა, რაც გაცვდა. ეს გახდება სიმბოლური აქტი სახლში პოზიტიური ცვლილებებისთვის.

 

4. ორმაგი და დიდი საკეტები - ახალ შესაძლებლობას ბლოკავს

კარი, რომელიც ფენშუის მიხედვით იქნება შერჩეული, აუცილებლად იმუშავებს თქვენი ოჯახური წარმეტებისთვის. არ არის საჭირო ორმაგი მეტალის, მსხვილსაკეტებიანი კარის ქონა, რადგან კლიტე, ზოგადად ჩაკეტილობის, დაბლოკვის სიმბოლოა და ასეთი კარის ქონა, შესაბამისად ხელს უშლის თქვენთვის ახალი შესაძლებლობების მიღებას სამყაროსგან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება კართან ახლოს რამე ნათელი ნივთის, სურათის, სარკის ან აქსესუარის განთავსება, რომელიც თქვენს თვალს გაახარებს, ენერგიით აგავსებთ და პოზიტიურად განგაწყობთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს მორიელი
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ნატალური რუკა
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე