ბლოგი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი

ფეისბუქზე გაზიარება

თუ კი შენ 23 ივლისსა და 23 აგვისტოს შორის დაიბადე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ლომი. მათთვის ცხოვრებაში ყველაფერი „გულზე გადის“. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, ენერგია და ტემპერამენტი გარშემომყოფებზე სტიმულის მომცემად და პოზიტიურად მოქმედებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

 

აი, 10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი:

  1. ლომი ბუნებით ლიდერია. უყვარს საკუთარ თავზე ლიდერის როლის აღება და თან არაჩვეულებრივადაც გამოსდის. ამიტომ, თუ რამის ორგანიზება და იდეალურად შესრულება გჭირდება მიანდე ეს საქმე მას.
  2. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჩვევა ლომის არის ის, რომ არ ჩერდება მიღწეულზე. უნდა კიდევ უფრო მეტის გაკეთება ვიდრე აქამდე გაუკეთებია. თუ კი დაისახავს მიზანს არ მოეშვება მანამ, სანამ ბოლომდე არ მიაღწევს მას.
  3. თუ კი ცხოვრებაში ისეთ მეგობარს ეძებდი, რომლის იმედიც სულ გექნებოდა მაშინ მიაქციე ყურადღება ლომის. მასავით კეთილს და გულუხვს ვერავის იპოვი. სანაცვლოდ კი ძალიან ცოტა რამე ითხოვს - ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მისით აღფრთოვანებას.
  4. ლომი, როგორც ლიდერი მუდამ ღელავს და ზრუნავს თავის ოჯახზე. უნდა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რათა ყველა აღფრთოვანებული იყოს მისით. და ვაი იმას, ვინც ლომის ოჯახის წევრებს აწყენინებს.
  5. ის უკიდეგანოდ ოპტიმისტია. ნებისმიერ სიტუაციაში ნახულობს რაიმე კარგს. თან ეგოისტი კი არაა, ამ ოპტიმიზმით ავსებს გარშემო ყველას.
  6. ლომი გახსნილი და გულახდილია. ძალიან უყვარს თავისი მეგობრები თუ ოჯახის წევრები. მაგრამ სასტიკად ვერ იტანს ტყუილს, ეს მისთვის უპატიებელი შეცდომაა. ამიტომ თუ ტყუილში გამოგიჭირა მისი შემორიგება პრაქტიკულად შეუძლებელია.
  7. ლიდერი ტყუილად კი არაა, ეს მისი ენერგიულობისა და მომხიბვლელობის დამსახურებაა. არასოდეს იღლება და არასოდეს კარგავს ფორმას. მას ყოველთვის გამოარჩევ 1000 და მეტ ადამიანს შორის.
  8. იქედან გამომდინარე, რომ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, როდესაც მისით ტკბებიან და ქედს უხრის, არის ძალიან არტისტული. წამში შეუძლია გარდასახვა.
  9. სხვათა შორის ძალიან იღბლიანიცაა. მისი ბედის ვარსკვლავი ძალიანაც კარგად კაშკაშებს. რამდენადაც ხშირად უმართლებს ბევრ რამეში, იმდენად ხშირად უნაწილებს მისთვის საყვარელ ადამიანებს.
  10. ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია. მისი მიზანდასახულობა ეხმარება იმაში, რომ საკუთარი ძალებისა და გონების 100% გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს იდეალური შედეგის დასადებად.

მოკლედ, ერთი ლომი ყველას უნდა ჰყავდეს!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ
5 რჩევა მარტოხელებისთვის
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ მალე!
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?