კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

მომავალი წელი კარგის მომასწავებელია. მაგრამ თქვენ უნდა იშრომოთ ბევრი სასურველი შედეგების მიღწევისთვის ...

 

2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება. დროა გაარკვიოთ, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფინანსური კეთილდღეობა და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის.

 

ვერძი

2022 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, ახალ წელს ვერძი წამოიწყებს ახალ ბიზნესს, რომელიც მას გამდიდრებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები იოლად გამოიმუშავებენ ფულს, რაც მხოლოდ გაზრდის მათ თავდაჯერებულობას. ვერძს აღარ მოუწევს გამუდმებით ფიქრი შემოსავლის დონეზე, რაც მას ბევრად უფრო მშვიდს გახდის, ვიდრე ადრე.

 

კურო

2022 წელს კურო ყურადღებას გაამახვილებს ფინანსურ მხარეზე, რაც სულაც არ არის ცუდი. მოქმედების დროა – იღბალი ახლა თქვენს მხარეზეა, რაც გამოიხატება შემოსავლის გაზრდის განსაკუთრებული შესაძლებლობების გაჩენაში. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც იწვევს ადამიანის მოტივაციას, ზრდის წარმატების შანსებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ვარსკვლავები ურჩევენ, დახვეწონ თავიანთი პროფესიული უნარები და იყვნენ გულახდილები ახლობლებთან ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრისას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარება სთხოვონ.

 

ტყუპები

2022 წელს ტყუპებმა შესაძლოა მიიღონ დიდი მემკვიდრეობა, რაც სავარაუდოდ, მოაგვარებს მათ ფინანსურ პრობლემებს. ახალ წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხოლოდ კარგი განწყობა და ამაღლებული საბრძოლო სულისკვეთება ექნებათ. ტყუპები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ქონებისა და ფინანსების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ყველაფრის მოულოდნელად დაკარგვის რისკი. წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტყუპებმა განსაზღვრონ რა სურთ ცხოვრებისგან, შეადგინონ სამომავლო გეგმები და გაარკვიონ, როგორ მიაღწიონ ფინანსურ სტაბილურობას.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის 2022 წელი სავსე იქნება მაცდური პროფესიული წინადადებებით. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დროს კირჩხიბებმა იპოვონ თავიანთი პირველი სამუშაო, შეცვალონ მიმდინარე ან დაწინაურდნენ. ფულის გამომუშავება წელს ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი. ძველი ჰობი შეიძლება გადაიქცეს მომგებიან ბიზნესად. გაზრდილი ძალისხმევა შეიძლება გახდეს უფრო მეტი, თუ აირჩევთ სწორ ადამიანს, ვისთანაც იმუშავებთ. ხოლო იმ კირჩხიბებს, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ, წინ საკმაოდ დატვირთული და რთული წელი ელით.

 

ლომი

2022 წელი კიდევ უფრო მეტ კარს გაგიღებთ, ვიდრე წინა. დროა ისარგებლოთ ამით. იმისათვის, რომ ყველაფერი გამოუვიდეს, ლომმა უნდა ისწავლოს ვცლილებებზე სწრაფად მორგება. ივლისიდან ლომებისთვის სიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდება, რაც გამოწვეული იქნება ცხოვრებისეული სირთულეებით და სამსახურში კოლეგების მიერ დატრიალებული ინტრიგებით. მაგრამ ძალის დემონსტრირებით, ლომი შეძლებს დაიბრუნოს ყველაფერი, რაც დაკარგა. შემოდგომაზე ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები მიიღებენ თავიანთი ძალისხმევის ნაყოფს, რომელიც ძირითადად ფინანსური იქნება.

 

ქალწული

2022 წელი ქალწულისთვის ფინანსური მიღწევებით სავსე წელი იქნება. ქალწულებმა საქმეები კეთილსინდისიერად უნდა აკეთონ და მაშინ ხელმძღვანელობას არ ექნება მათი გათავისუფლების მიზეზი. ახალ წელს, ადრე დაზოგილი ფული ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდ სიამოვნებას მოუტანს. ძველი გეგმები თითქმის უკლებლივ შესრულდება. შესაძლებელი იქნება სახლისთვის ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი ნივთის ყიდვა.

 

სასწორი

სასწორებს ხელფასის მატება ელოდებათ, რაც მათ ძალიან გაახარებს. ამ ადამიანებმა იციან, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაუფასდებოდათ და ელოდნენ კიდეც ამ მომენტს. გარდა ამისა, წლის ბოლომდე, სასწორები მიიღებენ მნიშვნელოვან ბონუსებს. სასწორებზე ზოგადი პროგნოზები პოზიტიურია, რამაც მათზე დადებითი ზემოქმედება უნდა მოახდიონოს. ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ენერგიას მიმართავს ზოდიაქოს ეს წარმომადგენელი, ყველაფერი სასურველი შედეგებით დასრულდება.

 

მორიელი

წინ ახალი წელია - ბედნიერების, ჯანმრთელობისა და ფულის წელი! მორიელს დიდი ფინანსური წარმატება ექნება 2022 წელს. იღბალი გახდება თქვენი სახელის სინონიმი და ბედნიერებას ვერაფერი შეუშლის ხელს. ამ ნიშნით დაბადებულები ფულს ყველგან მიიღებენ. მათი ყველა პროექტი წარმატებული იქნება, ამიტომ მომავალ წელს მათთვის უცხო იქნება „ფინანსური სირთულეების“ გაგება.

 

მშვილდოსანი

2022 წელს მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულები სამუშაოზე, განათლებასა და ფულზე გაამახვილებენ ყურადღებას. მშვილდოსანი, რომელიც ამ წელს საკუთარ თავს მოერევა და გაუმკლავდება ფინანსურ სირთულეებს, შეძლებს დაიწყოს გაცილებით მეტი შემოსავლის შოვნა, კარგი მემკვიდრეობის მიღება ან ახალი და წარმოუდგენლად წარმატებული ბიზნესის წამოწყება.

 

თხის რქა

2022 წელს ზოდიაქოს მეათე ნიშანი მთელ ყურადღებას განვითარებაზე გაამახვილებს, გონივრული ქმედებების განხორციელებას, რაც საშუალებას მისცემს მას ობიექტურად და ფრთხილად იმუშაოს. თხის რქებს შესაძლოა ჰქონდეთ შესაძლებლობა გააცნობიერონ საკუთარი თავი პოლიტიკურ სფეროში და მოიპოვონ საზოგადოების პატივისცემა. ეს ადამიანები 2022 წელს ნამდვილად არ განიცდიან ფინანსურ სირთულეებს.

 

მერწყული

მერწყულს 2022 წელს ბევრი ცვლილების შეტანის სურვილი ექნება ცხოვრეაში. ეს ადამიანები განავითარებენ ინოვაციურ პოლიტიკურ პროექტებს და ფულს ისე ოსტატურად გამოიყენებენ, რომ საზოგადოებაში აღიარების მოპოვებასაც შეძლებენ. მერწყულებს მთელი წლის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა მეტი გამოიმუშაონ იმით, რაც უყვართ, მიიღონ გაზრდილი ხელფასი ან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა.

 

თევზები

2022 წელს თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ ფინანსურ წარმატებას მიაღწიონ ვაჭრობაში ან მომგებიანი კონტრაქტები გააფორმონ. თევზები შეძლებენ იპოვონ კარგი სამუშაო და შემოსავლის დონე მაქსიმუმამდე მიიყვანონ. თუ ასე არ მოხდა, ვარსკვლავები ცთევზებს ურჩევენ, გაუთვალისწინებელი გარემოებების ან გარკვეული საჭიროებების გაჩენის შემთხვევაში გარკვეული თანხა გათვალისწინებული ჰქონდეთ რეზერვად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
რა ვაჩუქოთ მორიელს
გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა
დუმილის ოქროს წესი