ბლოგი

ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ

ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ

ფეისბუქზე გაზიარება

ვიცი, რომ არ გავხდებოდი ის ადამიანი, რომელიც ვარ, ეს ყველაფერი რომ არ იყოს. გთხოვ, დამეხმარე ამის დამახსოვრებაში. დამეხმარე დავინახო, რომ წინ ყოველთვის თბილი და ნათელი დღეები მელოდება, როგორი ცუდი და ცივიც არ უნდა მეჩვენებოდეს დღეს.

 

ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება- უსასრულო ბრძოლაა, რომელშიც რიგირიგობით არის ნეგატიური მოვლენები. ყოველდღე ვცდილობ მთის მწვერვალზე უდიდესი ქვა ავწიო, მაგრამ ყოველ ღამე ის ქვემოთ დაეშვება. ვაგრძელებ ამის გაკეთებას, ერთი და იგივე ქმედებების და რუტინის გამეორებით, ვცდილობ რა მთელი ძალებით უბრალოდ გადავიტანო მორიგი დღე, რომლითაც შემიძლია ვისიამოვნო და ვიამაყო.

 

სიმართლე რომ ვთქვა, ცხოვრებაში მსგავსი მომენტები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ეს მინდა.

 

მაგრამ რა გავაკეთო? ეს ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც შეუძლია ცხოვრებას? კიდევ ერთი წარუმატებლობა მორიგი წარუმატებლობის შემდეგ? დანაკარგი დანაკარგის შემდეგ? ყოველდღე ჩემთვის მხოლოდ მიზეზების მორიგი სიაა, რომელთა გამოც უღონობას ვგრძნობ. და ხელეფის ჩამოშვება და დანებება მინდა.

 

ოდესმე მორჩება ეს ტანჯვა? ზოგჯერ მგონია, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ ის მოსაბეზრებელი იქნება? მე ყოველ დაბრკოლებას გადავლახავ, რომელის ცხოვრებას მოაქვს. ჩემი გზით სიარულს ვაგრძელებ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, რადგან ვიცი, რომ ერთხელ ყველაფერი ანაზღაურდება. მაგრამ მორიგი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ვმონაწილეობ, მგონია, რომ კიდევ ერთი მელოდება.

 

ამიტომაც ძალიან გთხოვ. არა, გემუდარები, უფალო. არ მინდა მარტივი ცხოვრება, რადგან ვიცი, რომ ტკივილის და სირთულეების გარეშე სიხარულს და ბედნიერებას ვერ გავიგებდი. არ გთხოვ ჩემი გზიდან დაბრკოლებების მოშორებას. არა. ყველაფერი, რაც მინდა, რომ გვერდით იყო. უბრალოდ მომეცი ძალა, წინ წავიდე.

 

მე მინდა წინ სიარული. ეს სიმართლეა. მე ძალიან მიყვარს ცხოვრება. უბრალოდ ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც განსაცდელის პერიოდში გამონათებას ვერ ვხედავ. როდესაც არ მაქვს გაგრძელების სურვილი. ყოველი დილა საწოლიდან ვდგები, რომ დროულად მივიდე სამსახურში. ცხოვრება ჩაკეტილ წრეს ჰგავს, რომელშიც არჩევანს არ აქვს ადგილი.

 

ასე რომ, გთხოვ, უფალო. გთხოვ, მომეცი ძალა და გამბედაობა რთული პერიოდის გადასალახად და ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე ყველაფერი ასეთივე რთული იქნება. მაგრამ მხარდაჭერა მჭირდება, რომ ამას გავუძლო. თუ შევძლებ ამის გაკეთებას, მივხვდები, რომ ვერანაირი სირთულე ხელს ვერ შემიშლის.

 

გულის სიღრმეში ვიცი, რომ ეს ამად ღირს. ვიცი, რომ არ გავხდებოდი ის ადამიანი, როგორიც ახლა ვარ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო. გთხოვ, დამეხმარე ამის დამახსოვრებაში. დამეხმარე დავინახო, რომ წინ თბილი და ნათელი დღეები მელოდება, როგორი ცუდი და ცივი არ უნდა მეჩვენებოდეს დღეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფერს ივიწყებენ
რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით