ბლოგი

ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...

ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...

ფეისბუქზე გაზიარება

 ინტროვერტ კირჩხიბებს მარტოობა თან სიამოვნებთ თან ტანჯავთ, თუმცა არის მომენტები, როდესაც ერთიანად ამოსუნთქვა სჭირდებათ და ყველაფრისგან გათავისუფლება , ამიტომაც უყვართ ბუნება, ან ის მშვიდი ადგილი, სადაც გაიზარდნენ და კომფორტულად გრძნობენ თავს.

 

ინტუიცია რომ შესაშური აქვთ ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუ ხალხი ლოგიკური აზროვნების უნარით აღწევს წარმატებას, მათ შინაგანი ხმა აქვთ, რომელიც შეგრძნებების დონეზე კარნახობს, რა როგორ უნდა გააკეთონ, მაგრამ სწორედ ეს შინაგანი ხმა იტყუებს ხშირად არასწორ ურთიერთობაში, აიძულებს შეუყვარდეთ ის, ვინც ამის ღირსი არ არის.
ბევრ კირჩხიბს ემართება, რომ როდესაც შეყვარებულია, ჰგონია უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და უნდა შეაკვდეს იმ ერთადერთს.
ეს ალბათ შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომელიც აიძულებთ აღებული ვალდებულება ნებისმიერ ფასად შეასრულონ, იმისდა მიუხედავად როგორ ექცევა მათ პარტნიორი.

 

საკმაოდ კარგი მეხსირება აქვთ, შეიძლება ითქვას ბოროტი მეხსიერება. არსებობს სტერეოტიპი, რომ ყველაზე შურისმაძიებლები მორიელები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის, პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე მწარე შურისძიება იციან კირჩხიბებმა, რადგანაც დაზიანებული ემოციები ხშირად გონებას ახშობს და აიძულებს კირჩხიბს აკეთოს ის, რასაც არავინ არასდროს არ მოელოდა მისგან, ხშირია ინტრიგები და მწარე შურისძიებებიც.

 

ყოველთვის აქვთ გეგმა ბ, რომელიც გადანახულია შავი დღისთვის, თუ არ გამოვა დღეს, გამოვა ხვალ , ნაბიჯ-ნაბიჯ, გვერდულად და კრაბულად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ლომის ქვები
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ნეპტუნი ჰოროსკოპში
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ