ბლოგი

ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები

ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები

ფეისბუქზე გაზიარება

ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები

 

1. სპორტული ნივთები

ისეთი ცოცხალი ადამიანი, როგორიცაა ვერძი ვერ ზის ერთ ადგილზე- მას სჭირდება დახარჯოს სადმე თავისი დაუღალავი ენერგია, მას ძალიან უყვარს ადრენალინი და სპორტის აქტიური სახეობები. ამიტომ ნებისმიერი სახის სპორტული ნივთები- ყველაზე წარმატებული საჩუქარია მისთვის

შეგიძლიათ- აჩუქეთ წლიური აბონემენტი ელიტურ ფიტნეს-კლუბში, არ შეგიძლიათ- აჩუქეთ ხარისხიანი სპორტული აღჭურვილობა: კარგი ფეხბურთის ბურთი, კრივის ხელთათმანები, საფირმო ტურისტული ზურგჩანთა ან წყლის ბოთლი საფრქვეველით, რათა ყოველთვის შეეძლოს გაგრილდეს აქტიური დატვირთვის შემდეგ. ყველა ეს ნივთი აუცილებლად გამოადგება სპორტულ და მობილურ ვერძს.

 

2. ტექნიკა ვერძისთვის

ტექნიკურ სიახლეებში ვერძს აინტერესებს, პირველ რიგში, მოდური „უჩვეულობები“ და სტილური დიზაინი. ამიტომ თამამად მიმართეთ ტექნიკის მაღაზიას, აიღეთ თაროდან ყველაზე კაშკაშა, მზერის მიმზიდველი ნივთი შთამბეჭდავი ზომებით, ჩადეთ უზარმაზარ ყუთში უდიდესი ბაფთით- და ვუალა, საუკეთესო საჩუქარი ვერძისთვის მზადაა!

ამას გარდა, ვერძი შთაგონებით მიიღებს ნებისმიერ სახლის ტექნიკას, რომელიც გაათავისუფლებს მას სახლის საქმეებისგან და დაზოგავს დროს რამე სასიამოვნოსთვის. ენთუზიაზმით მიირება ახალი მტვერსასრუტი ან ელექტროსაგველი, ფუნქციონალური სამზარეულო კომბაინი, „ჭკვიანი“ ღუმელი ან ორთქლის სახარში. ეს სასწაული-ტექნიკა გახდის ვერძის ყოფაცხოვრებას უფრო კომფორტულს, და მას კმაყოფილს და ახალი ქმედებებისთვის მომზადებულს!

 

3. ყვავილები ვერძისთვის

ვერძის ცხელი გულის დამორჩილება ადვილია ვარდის, ტიტების, ჰერბერის ან ლილიების დიდებული თაიგულით. ვიმედოვნებთ, რომ არ დაგვიწყებიათ, რომ თაიგული აუცილებლად უნდა იყოს დიდი. და საყვარელო თაიგული მინდვრის გვირილისა და კესანეებისგან ვერძს ვერ გააკვირვებს- უფრო მეტად, ის გადაწყვეტს, რომ თქვენ გერჩივნათ დაგეზოგათ ყვავილებზე და მოკრიფეთ შეუმჩნეველი მცენარეები პირდაპირ გზაზთან.

 

4. იუველირის ნაკეთობები ვერძისთვის

დახვეწილი გემოვნებით, როგორც მიხვდით უკვე, ვერძი არ გამოირჩევა, ამიტომ კლასიკური სამკაულითაც ვერ გააოცებთ. მას უყვარს არაჩვეულებრივი და თვალშისაცემი დიზაინი, საავტორო ნამუშევარი. აჩუქეთ მას ბეჭედი ან კოლიე „ არა ისეთი, როგორც ყველას“- და ვერძის მადლიერება მუდმივი იქნება!

 

5. საყოფაცხოვრებო საგნები საჩუქრად

ამ საჩუქრების განყოფილება მდებარეობს ვერძისთვის შესაბამისი საჩუქრების სიის ყველაზე ბოლოს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის ჩუქება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ პირველ კატეგორიაში საერთოდ ვერ მოიძებნა არაფერი შესაბამისი. ოღონდ არ იფიქროთ „გააბედნიეროთ“ ვერძი ბანალური ქვაბით ან ღუმლის ხელთათმანების ნაკრებით- რეაქცია შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და საერთოდ არასაზეიმო.

სცადეთ მიუდგეთ საჩუქრის არჩევას ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის უფრო კრეატიულად და უარი თქვით მოსაბეზრებელ ნივთებზე. მაგალითად, აჩუქეთ ვერძს წყლის მატრასი და ურჩიეთ მას ყოველ ღამე გაცუროს ოცნებების ქვეყანაში. ან მიუტანეთ დიზაინერული მაგიდა საწოლში საუზმისთვის, რათა დილა ყოველთვის მშვიდობიანი იყოს!

 

ყველაზე  წარუმატებელი საჩუქრები ვერძისთვის

 

მავნე რჩევები - „ როგორ შევიყვანოთ ენთუზიასტი  სასოწარკვეთილებაში“

წარუმატებელი საჩუქრით შეიძლება ვერძის იმედგაცრუება თუ არა, მნიშვნელოვნად დაცემა მის თვალში. როგორ, თქვენ არ იზრუნეთ წინასწარ და არ უყიდეთ მას ის საჩუქარი, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობდა? ან თუნდაც არ ეცადეთ, შეგერჩიათ რამე ორიგინალური? სავარაუდოდ, ის თქვენში სასტიკად შეცდა..

იმისთვის რომ არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა- დაიჭირეთ რამდენიმე იდეა „მავნე“ რჩევების რიგიდან. და მიყვებით თუ არა, ეს თქვენზეა.

 

ტოპ-3 ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები ვერძისთვის

 

1. „ ჩვეულებრივი“ საჩუქარი

რასაც ვერძი საერთოდ ვერ იტანს, არის ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელი ნივთები. ნუ გააღვიძებთ ამ საყვარელ ხუჭუჭა ქმნილებაში ლომს- ეცადეთ უყიდოთ რამე უკეთესი, ვიდრე უახლოესი მაღაზიიდან სუვენირი ან აქციით შეძენილი ჭიქების ნაკრები.

 

2. „საყვარელი“ საჩუქარი

აქ ჩავრთოთ ნებისმიერი წვრილმანი, ბიჟუტერია, საყვარელი ცხოველები- რბილი სათამაშოები. ამ ყველაფერზე ვერძის თვალით ყურებისას, მოგინდება „ფუ“-ს თქმა. თუნდაც თუ საჩუქარი განკუთვნილია ნაზი ასაკის გოგო-ვერძისთვის, თავი აარიდეთ მსგავს საჩუქრებს. გახსოვდეთ, ვერძი მოვიდა ამ სამყაროში, რათა დაიმორჩილოს, დაიპყროს და აიღოს საუკეთესო. და უაზრობა დაუტოვეთ არაღირსეულებს!

 

3. იაფი საჩუქარი ვერძისთვის

კი, როგორი სატანჯველად მტკივნეული არ უნდა იყოს იმის გააზრება, რომ ვერძთან მეგობრობა- საკმაოდ ხარჯიანი საქმეა, რადგან საჩუქრებზე დაზოგვა მისთვის თქვენ არ გამოგივათ. ვერძი შორიდან ხედავს იაფს, თუნდაც არც შეხედოს სასაჩუქრე პაკეტს, და მისი გაუარესებული განწყობით მაშინვე მიხვდებით, რამდენიც არასწორი ხართ.

ამიტომ არ დაზოგოთ პოზიტიურ ემოციებზე- აჩუქეთ ვერძს მხოლოდ ყველაზე არაორდინალური, ეფექტური და მოდური საჩუქრები, როგორი ძვირიც არ უნდა ღირდეს. ვერძი ამას იმსახურებს!

 

როგორ ვაჩუქოთ საჩუქარი ვერძს

აზარტულ, აქტიურ და ოდნავ დაუოკებელ ვერძს მოსწონს, თუ საჩუქრის ჩუქება დაემსგავსება გასატაცებელ შოუს ან თამაშს, უხვად გაჯერებული იუმორით და გათამაშებებით. მოუწყვეთ რამე შარადის ან სახალისო კვესტის მსგავსი, უბიძგეთ გამოიცნოს სასაჩუქრე ყუთის შიგთავსი, დაე იფიქროს ბევრი, იცეკვოს, შეეჯიბროს სხვა სტუმრებს და ცოტა დაიღალოს. აი ახლა შეიძლება მიაწოდოთ საჩუქარი!

ვერძი თავის ემოციბს ვერ მალავს, მაშინვე აჩვენებს მთელ სამყაროს თავის დამოკიდებულებას საჩუქრის მიმართ. თუ მოეწონა, მაშნ ვერძი იხტუნავებს ცამდე, არ მოეწონება- ასევე გულწრფელად გამოხატავს იმედგაცრუებას. არ გეწყინოთ მისი- არსებითად, ის დიდი ბავშვია, უბრალო, ბუნებრივი და ღია ყველა თავის გამოვლინებაში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
ფორტუნას რჩეული: ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და ძლიერი ნიშანი
12 ნიშანი იმისა, რომ სიყვარულისგან ზედმეტს ელით
როგორი იქნება ახალი წელი კუროსთვის?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც გულს უტეხენ
დაშორების იდეალური მეთოდები
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
2023 წლის პირველი ნახევარი უხვად დაასაჩუქრებს ზოდიაქოს მხოლოდ სამ ნიშანს!