ბლოგი

ყველაზე ალერსიანი და ნაზი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე ალერსიანი და ნაზი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ისინი არ გამოხატავენ გრძნობებს ჭარბად, თუმცა, ისეთი ჩახუტება იციან, რომ შეიძლება სხეული დაგიდნეთ. მათი სინაზე გამოიხატება საქმით. ისინი ძალიან მზრუნველი არიან.

ვინ არიან ის მამაკაცები, რომლებისთვისაც ალერსი არის არა სისუსტე, არამედ ძალა?

ერთად გავიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შეუძლიათ ქალის გულის და სულის ერთნაირად გათბობა.

 

♋ კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს გული მწიფე ატამივით აქვთ. მათ ბადალი არ მოეძებნებათ სულიერებასა და ოჯახური სითბოს გამოხატვაში. მამაკაც-კირჩხიბებთან საჭირო არ არის კატა-თაგვობანას თამაში, რადგან ისინი პირდაპირ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და თუ გული მიუძღვნეს ქალს - ეს სერიოზული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ყოველთვის შეამჩნევენ დეტალებს ქალის გარეგნობაში და კომპლიმენტს არ დაიშურებენ, ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში და ავად გახდომის შემთხვევაშიც სათუთად მოუვლიან და ასე გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე.

♉ კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები, შვეიცარიული საათივით სანდოები არიან. მათი პრინციპია - ნელა სიარულით შორს წახვალ. მამაკაცი-კურო არის ის, ვისაც ენაწყლიანობა არ ახასიათებს, მაგრამ მისი ყოველი მოქმედება მიუთითებს მიჯაჭვულობაზე. ის ძალიან მზრუნველია და ყველაფერს გააკეთებს, როცა გვერდით ყოფნაა საჭირო. მისი სინაზე - სტაბილურობაა. მის გვერდით ქალი თავს დაცულად გრძნობს, როგორც ქვის კედლის უკან და თან ეს კედელი თბილი და ალერსიანია.

♓ თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები უზომოდ ნაზები და შინაგანად პოეტურები არიან. გამორჩეულად რომანტიკოსები ძალიან კარგად გრძნობენ სხვის ემოციებს და გულახდილი სიყვარული იციან. მათ უყვართ ზრუნვა, გვერდით ყოფნა და მხარდაჭერის გამოხატვა, როცა ეს საჭიროა. მათი სინაზე, საყვარელი ადამიანისთვის სარელაქსაციო სპა-პროცედურასავითაა დამღლელი დღის შემდეგ. მამაკაც-თევზებს არ ეშინიათ და არ ერიდებათ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი. მათი სინაზე იმდენად ძლიერია, რომ საყვარელი ადამიანის გულს ბოლომდე იპყრობს.

♎ სასწორი

სასწორები გრძნობებშიც ისეთივე დახვეწილი არიან, როგორც სხვა საკითხებში. მათ უყვართ მთელი გრძნობით და ლამაზა. მამაკაცი-სასწორები არიან გალანტურები და ყურადღებიანი. ისინი იმახსოვრებენ რა მოსწონს და უყვარს საყვარელ ქალს, უკეთებენ მას სიურპრიზებს და არ იშურებენ კომპლიმენტებს. პერიოდულად ლექსებსაც უკითხავენ. მათი სინაზე გამოიხატება ატმოსფეროში, რომელსაც ურთიერთობისთვის ქმნიან. მათთან ერთად ქალს ყოველთვის უნდება წვმაში ცეკვა და რომანტიკული მუსიკის ფონზე ღვინით გაბრუება…

 

შენიშნვა: ზოდიაქოს ნიშანი - განაჩენი არ არის. ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე მორიელსაც კი შეუძლია უზომოდ ნაზი იყოს, როცა მართლა უყვარს. მთავარია არა ზოდიაქოს ნიშანი, არამედ ის, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს რეალობასთან მორგება, მოსმენა და შეგრძნება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ წარმოდგენილ ჩამონათვალში მოხვედრილ მამაკაცებთან ურთიერთობაში ყველაზე ხშირია მგრძნობიარე სიყვარული - მშვიდი, თბილი და ნამდვილი…

 

გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
ორი წუთის წესი
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთ სახლში?
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები