ბლოგი

კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას

კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას

ფეისბუქზე გაზიარება

იმის მიუხედავად, დამტკიცებულია თუ არა ეს მეცნიერულად, ჯობია მოუსმინოთ იმას, თუ რის თქმას ცდილობს თქვენი კატა. გახსოვდეთ, კატები ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან!

 

კატები ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ თავისი გულგრილობით არიან ცნობილი, არა? მაგრამ ნუ თუ ნამდვილად არ აინტერესებთ, რა ემოციებს განიცდიან მათი პატრონები და როგორია მათი ჯანმრთელობა? ამ სტატიაში გაიგებთ, აქვთ თუ არა კატებს სუპერძალა, რომელიც ადამიანების ავადმყოფობის შეგრძნების საშუალებას აძლევს მათ.

 

კატები ავადმყოფობას გრძნობენ: სიმართლეა თუ მითი?

რატომ უნდა დაიჯეროს სკეპტიკოსმა, რომ კატები ავადმყოფობებს გრძნობენ? ნუ თუ ეს ცხოველები რამე ზეშესაძლებლობებს ფლობენ? და როგორ შეიძლება, რომ არსება, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის, ასეთ მნიშვნელოვან უნარს ფლობდეს?

 

ყოველთვის ვამბობთ, რომ კატები საოცარი ცხოველები არიან. მათ სულიერება აქვთ განვითარებული, და კიდევ, ისინი, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მითიურ სამყაროსთან არიან დაკავშირებული. ამას გარდა, მათ კარგად აქვთ განვითარებული ექსტრასენსორული აღქმა, რაც გვაიძულებს, რომ კატების მიერ ავადმყოფობის და სიკვდილის მოახლოვების შეგრძნების უნარი დავიჯეროთ.

 

იმისთვის, რომ კატების ეს უნარი რომელიმე ერთი ასპექტით დავამტკიცოთ, უნდა ვთქვათ, რომ ისინი აწმყოზე არიან კონცენტრირებული. შეგიმჩნევიათ, რომ კატები ყოველთვის მშვიდად და წყნარად არიან? საქმე ისაა, რომ ისინი მუდმივ მედიტაციურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

ყველამ ვიცით, რომ მედიტაცია და გაცნობიერება გონებას ამშვიდებს, და ნამდვილად მნიშვნელოვან საგნებზე კონცენტრირების საშუალებას გვაძლევს. ალბათ, სწორედ კატის გონების უგრძნობელობა სხვადასხვა სახის ყურადღების გადამტანი ფაქტორების მიმართ ანიჭებს მას ისეთი სერიოზული რამის გამოვლენის უნარს, როგორიცაა ადამიანის ავადმყოფობა.

 

ყნოსვა მათი სუპერძალაა

სულიერი და ექსტრასენსორული უნარების გარდა, კატებს კიდევ ერთი სუპერძალა აქვთ- ყნოსვა. ამიტომაც, ისინი ავადმყოფობებს და ემოციებს მარტივად განსაზღვრავენ  მანამ, სანამ თქვენ გაიგებთ რამეს. მაგრამ როგორ ხდება ეს?

 

ჩვენი სხეული მუდმივად იცვლება. ჩვენ ვსუნთქავთ, ჩვენს სისხლძარღვებში სისხლი ჩქეფს, ხოლო ორგანიზმში მუდმივად გამოიყოფა ჰორმონები. თუ ადამიანის სხეულის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებსაც კატები ყნოსვით გრძნობენ. ესაა საბაბი, რომ დაიჯეროთ, რომ კატები ადამიანების ავადმყოფობას გრძნობენ.

 

ყნოსვა, ისევე როგორც სენსორული აღქმა, კატისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია  ადამიანის ავადმყოფობის გასარკვევად. კატების პატრონები ახლავე იტყვიან, რომ მათი ცხოველები აიგნორებენ მათ, როდესაც ხმამაღლა ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში, მათ ყველაფერი ესმით და იციან.

 

თუ გაციებული ხართ ან გრიპი გაქვთ, კატამ იცის თქვენი ავადმყოფობის შესახებ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ, როდესაც ის თქვენ გარშემო დადის. შეიძლება ჩათვალოთ, რომ თქვენი კატა ასე სიყვარულს გამოხატავს, მაგრამ სინამდვილეში, მსგავსი ქცევა თქვენი სხეულის მაღალ ტემპერატურაზე მიანიშნებს, რითიც კატა სარგებლობს.

 

პატრონების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათი კატები ზუსტად განსაზღვრავენ, როდის გრძნობენ ისინი თავს ცუდად, თუმცა, სხვები ამტკიცებენ, რომ მათი ცხოველები დაეხმარნენ მათ კიბოს და სხვა სერიოზული ავადმყოფობების გამოვლენაში. ამ მომენტისთვის რამე კვლევები ან დამტკიცება არ არსებობს, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ ალბათ ბევრს სმენია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა კანადელმა კაცმა ფილტვების კიბო. ყველაფერი იმიტომ, რომ მისი კატა გაუჩერებლად კნაოდა, როდესაც მის მკერდზე იწვა ხოლმე.

 

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა ქალთან ტენესის შტატიდან, რომელმაც გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც კატა მის მკერდზე ხტუნაობდა. დიაგნოზი- ძუძუს კიბო. დროული დიაგნოსტიკის და კატის წყალობით, ქალი გადარჩა.

 

იმის მიუხედავად, დამტკიცებულია თუ არა ეს მეცნიერულად, ჯობია მოუსმინოთ იმას, თუ რის თქმას ცდილობს თქვენი კატა. გახსოვდეთ, კატები ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
ყველაფერი კარგად იქნება
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო
12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას