ბლოგი

რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ფეისბუქზე გაზიარება

ახალი წელი ახლოვდება და დროა იფიქროთ სად შეხვდებით ამ დღესასწაულს მეგობრებთან, ოჯახთან ან თქვენთვის განსაკუთრებულ ადამანთან ერთად, ან თუნცად მარტო, საკუთარი თავის არმოჩენის და ახალი გეგმების დასახვის იდეით. მნიშვნელოვანია იფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ახალი წელი ახალი დასაწყისის სახით გვთავაზობს. 

 

ახალი წლის შესახვედრად საუკეთესო მიმართულების შერჩევა საკმაოდ გაგიმარტივდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს ხასიათს და გავლენას ახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე. 

 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა მიმართულებით შეიძინოთ avia biletebi და როგორ აღნიშნოთ საუკეთესო ახალი წლის ღამე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.


 

ვერძი 

 

ვერძები თავიანთი ბუნებით თამამი და თავდაჯერებულები არიან, თუმცა, ამავდროულად დრამატულებიც. როგორც ცეცხლის ნიშანი, ისინი მუდამ მოძრაობაში არან და კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ყურადღების ცენტრში არიან. ამ თვისებების გამო, ახალი წლის შესახვედრად მათთვის საუკეთესო ადგილი ხალხმრავალი და ცოცხალი ქალაქია.

 

ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებისათვის რომელი ქალაქი იქნება იმაზე მეტად მიმზიდველი, ვიდერე ვენა? 

 

 

ვენაში საუკეთესო ადგილი, თუ სად შეგიძლიათ შეხვდეთ ახალი წლის ღამეს, ვენის მერიის მიმდებარე ტერიტორიაა. 

 

მიირთვით გლინტვეინი და ტოფის ვაშლი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით და ისიამოვნეთ დახვეწილი წვეულებებით, რომლებითაც ეს ქალაქი საკმაოდ ცნობილია. 

 

ტყუპები

 

ტყუპები ცნობილები არიან თავიანთი ქაოტური და იუმორისტული ენერგიით, მხიარული სულითა და გაუთავებელი ცნობისმოყვარეობით. სწორედ ეს ნიშნებია ის, რაც ამსტერდამს საუკეთესო ადგილად აქცევს საახალწლო მიმართულებად. 

 

 

ჰოლანდიის დედაქალაქში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ქუჩები, სადაც დიდი მხიარულებაა და გამართულია წვეულებები. თუმცა, უფრო ორგანიზებული წვეულებისთვის შეგიძლიათ გაემართოთ თითქმის ნებისმიერი დიდი საჯარო სივრცისკენ, მათ შორის Rembrandtplein, Nieuwmarkt, Museumplein და Dam Square. თუმცა, ულამაზესი  ფეიერვერკების ნახვას საუკეთესოდ ქალაქის ხიდებიდან შეძლებთ.

 

ლომი 

 

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, ასხივენებ თავდაჯერებულობას და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათ საახალწლო მიმართულებად შეიძლება შვეიცარიის ულამაზესი და უდიდესი ქალაქი - ციურიცი საუკეთესო არჩევანი იქნება, რომელიც უნიკალური მაღაზიებიდან დაწყებული შესანიშნავი საკვებით და ღამის საინტერესო ცხოვრებით, რომლებიც საახალწლოდაა მორთული, ლომებისთვის იდეალური ენერგიის მიმნიჭებელი იქნება.

 

 

ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ან შეიძლება თქვენი ცხოვრების განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად, ახალი წლის ღამე ციურიხში თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება. 

 

საახალწლო ჯადოქრობის ან სილვესტერზაუბერის ( Silvesterzauber - ყველაზე დიდი საახალწლო წვეულება შვეიცარიაში, რომელიც იმართება ციურიხის ტბასთან) მოსანახულებლად ადგილობრივები და სხვა ქვეყნის თითქმის 200 000 ადამიანი ერთად ხვდება წლის ამ ყველაზე დიდ წვეულებას.

 

ქალწული 

 

ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, თავმდაბალი და პრაქტიკული ნიშანი ზოდიაქოს ბორბლის მუშა ფუტკარია. ამიტომ, ასტროლოგების აზრით, ეს ლისაბონს მათთვის სწორ მიმართულებად აქცევს. ქალაქის პატარა ლამაზი წვეულება ქალწულებს მოდუნებაში დაეხმარება, ისინი იმსახურებენ რამდენიმე დღეს დასვენებას!

 

 

საახალწლო ღამეს ლისაბონში მრავალი განსხვავებული სახელი აქვს - Le Reveillon, São Silvestre და Passagem de Ano. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ლისაბონი ნამდვილად მხიარული ადგილია ახალი წლის შესახვედრად.

 

ლისაბონში ახალი წლის აღნიშვნის რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება  თქვენი პრიორიტეტი. 

 

ზოგს მოსწონს ვახშამი, რომელიც ახალი წლის ზარის დარეკვამდე გრძელდება, ზოგს ურჩევნიათ იყვნენ მოქმედების ცენტრში და ამიტომ ისინი მიემართებიან Praça do Comércio ან Belém-ში, რათა ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით და ფეიერვერკით. სხვებს კი - დაესწრონ ახალი წლის ერთ-ერთ კერძო ღონისძიებას, რომელიც იმართება ლისაბონის მრავალ სხვადასხვა სასტუმროსა და კაზინოში. ასევე არის პაბები, მდინარის კრუიზები და უამრავი სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხდება ამ შესანიშნავ ქალაქში.


 

თუ გეგმავთ შეხვდეთ ახალ წელს ევროპის რომელიმე ლამაზ ქალაქში, უმჯობესია ეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დაგეგმოთ. 

 

რაც შეეხება ავიაბილეთების შეძენას, უმჯობესია გამოიყენეთ საძიებო სისტემა და არა რომელიმე კონკრეტული ავიაკომპანიის საიტი, რადგან ამ შემთხვევაში საშუალება გექნებათ ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა ავიაკომპანიისა და სააგენტოს შემოთავაზებას და აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით.

 

სწორედ ასეთია avia-biletebi.ge -ის საძიებო სისტემა, სადაც შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, თარიღების, აეროპორტების და ავიაკომპანიების მიხედვით, ასევე ისარგებლოთ ფასების კალენდარით, რაც საკმაოდ მარტივს გახდის შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეისი.


 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
მარტივი რჩევები 2023 წელს უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
ყველაზე შარიანი ნიშნები.
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
რა ვაჩუქოთ ქალწულს