ბლოგი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით

ფეისბუქზე გაზიარება

 ყოველთვის კარგი და ყველასთვის სასიამოვნოა, როცა ყოველდღიურ ცხოვრებას არღვევს რაიმე მოულოდნელი და სასიხარულო მოვლენა. ნებისმიერ ასეთ წვრილმანს შეუძლია ადამიანს ხასიათი გამოუკეთოს და საზრუნავი ცოტა ხნით მაინც დაავიწყოს. 

გამართლება - ეს ისეთი რამ არის, რომელიც ადამიანებს ირაციონალურად გვეჩვენება, მაგრამ მისი ახსნაც კი შეუძლიათ ასტროლოგებს. მოულოდნელობები გამოწვეულია პლანტეტების მოძრაობით, მათი კონფიგურაციებით და თითოეული ჩვენგანის ჰოროსკოპთან ურთიერთქმედებით. რა თქმა უნდა, სრული სიზუსტით რაიმეს წინასწარ მტკიცება რთულია, მაგრამ ვარსკვლავებსა და ასტროლოგებს თუ ვენდობით, თებერვალში ყველაზე მეტ სასიამოვნო მოვლენასა და სიურპრიზს, ქვემოთ მოცემული ზოდიაქოს ნიშნები უნდა ელოდნენ.

 

♓ თევზები (19.02 - 20.03)

 

თებერვლის დასასრულს, თევზების ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დაბადების დღე აქვს. შესაბამისად, სიურპრიზები, კერძოდ კი საჩუქრები, მათთვის გარანტირებულია. ცხოვრებისგან მოვლენილ მოულოდნელ საჩუქრად ასევე შეიძლება იქცეს თევზების კეთილდღეობის გაუმჯობესება, რაგდან ამ პერიოდში პლანეტა ვენერა შედის ვერძის ნიშანსა და მის მეორე სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზებს შემოსავლები გაეზრდებათ და შეძლებენ ნებისმიერი ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას, მათ შორის იმპულსური შენაძენის და ეს ყველაფერი გამართლებული ინქება.



♒ მერწყული (22.01 - 18.02)

 

თებერვლის პირველი ნაწილი ის პერიოდია, როცა მერწყულების უმრავლესობა დაბადების დღეს აღნიშნავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის დანარჩენი წარმომადგენლები კი აგრძელებენ ტკბობას პლანეტა მზის მათ ნიშანში შესვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაუაქტიურდებათ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალი, ასევე გაუძლიერდებათ საკუთარი თავისა და საქმისადმი რწმენა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ეს თვე მერწყულების ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის.

 

♐ მშვილდოსანი (22.11 - 21.12)

 

თებერვალი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებისთვის, იქნება დრო, როცა ისინი შეძლებენ საქმისგან და ყოველდღიური მოვალეობებისგან თავის დაღწევას და სასიამოვნოდ დასვენებას მშვიდ აგარაკზე, მეგობრებთან ერთად აქტიური სპორტით დაკავდებიან ან საინტერესოდ იმოგზაურებენ. დასვენების ამგვარი გატარება, მშვილდოსნებს საშუალებას მისცემს ენერგია სრულად აღიდგინონ და ყოველდღიურ ცხოვრებას განახლებული ძალებით და უფრო მეტი შემართებით დაუბრუნდნენ.

 

♉ კურო (21.04 - 20.05)

 

სიურპრიზი — ეს სწორედ ის არის, რაც კუროს ძალიან უყვარს და ახარებს, და რასაც შეუძლია მთელი წლის მანძილზე ემოციით და ენერგიით აავსოს, რადგან ამ ნიშანში ბინა აქვს დადებული ურანს - პლანეტას, რომელიც ასოცირდება ყველაფერ მოულოდნელსა და ბობოქართან. თებერვალში კუროები უნდა ელოდნენ საინტერესო მოვლენებს კარიერის მხრვი და ასევე მეგობრებთან ურთიერთობაში. სამსახურში საქმე აღმავლობისკენ წავა, ხოლო მეგობრებთან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. რაც შეეხება სიყვარულს - ეს თვე სწორედ ის დროა, როცა კუროები ამ საკითხშიც შეძლებენ ე.წ. რესტარტს. 



 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები. თქვენ მათ შორის ხართ?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
ზოდიაქო და სიმღერა
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
პარტნიორი, რომელსაც იმსახურებ
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ