კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რა ვაჩუქოთ ქალწულს

რა ვაჩუქოთ ქალწულს

ფეისბუქზე გაზიარება

ქალწული- დიდი რაციონალისტია, ყველაზე ზუსტი, პრაქტიკული და აკურატული ზოდიაქოს ნიშანია. და საჩუქრებმა ქალწულისთვის უნდა გაითვალისწინონ მისი ხასიათი. პირველ რიგში, არჩევისას უნდა გააკეთოთ აქცენტი პრაქტიკულობაზე.

 

რამდენიმე მინიშნება, როგორ ავურჩიოთ საუკეთესო საჩუქარი ქალწულს.

რა თქმა უნდა, ქალწული სულაც არ არის ლამაზი ნივთები და დეკორატიული სამკაულების წინააღმდეგი. მაგრამ მაინც ჯობია, რომ საჩუქარს ჰქონდეს რაღაც სასარგებლო დანიშნულება. მაგალითად, ქალწულისთვის უკეთესია სტილური კედლის საათი ან თეთრეულის ნაკრები 3-D ნახატით, ვიდრე უსარგებლო ქანდაკება, რომლის ფუნქციაა მხოლოდ თაროზე მტვერის შეგროვება.

 

მეორე რიგში, საჩუქარი უნდა იყოს ხარისხიანი და ლამაზი. თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ, რამდენი ნივთი აღიზიანებს ქალწულს- დიდ პერფექციონისტს, რომელიც ყველგან ეძებს სრულყოფილებას! ოდნავ დაკუჭული შარვალი, კბილის პასტის შხეფი აბაზნის სარკეზე, ჭუჭყი ტროტუარზე- ყველა წვრილმანი, რომელსაც სხვა ზოდიაქოს ნიშნები უბრალოდ ვერ ამჩნევენ, ქალწულისთვის გაღიზიანების და იმედგაცრულების მუდმივი წყაროა.

 

იყავით დარწმუნებული, რომ ასეთივე მანიაკალური პედანტურობით იქნება შემჩნეული საჩუქრის პატარა ხარვეზი და ნაკლი. და თუ ისინი მოეჩვენება საკმაოდ არსებითად- მაგალითად, თქვენ არ შეამოწმეთ სათანადოდ ნივთის ხარისხი ან არ იზრუნეთ აკურატულ და სტილურ შეფუთვაზე, მაშინ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი წვეთი გაღიზიანების ფიალაში.

 

რა თქმა უნდა, კარგი აღზრდა არ მისცემს ქალწულს უფლებას, ღიად გამოხატოს უკმაყოფილება, თუმცა ვერ მიიღებს სიხარულს ასეთი საჩუქრისგან. ასე რომ არ შემატოთ არასრულყოფილება ამ სამყაროში და იყავით ყურადღებით დეტალების მიმართ!

 

რჩევა № 1: არანაირი სიუპრიზი!

როდესაც ამბობენ, რომ ყველა ადამიანს უყვარს სიურპრიზი, მათ ავიწყდებათ ქალწულის პრაგმატულობა. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სიურპრიზი- რაღაც გაუგებარი და გაუთვალისწინებელია, და ამიტომაც ქაოსის შემომტანი ცხოვრებაში. ქალწული კი ცდილობს მთელი ძალით მოაწესრიგოს ირგვლივ სივრცე, მიისწრაფვის სიმშვიდესა და ზომიერებისკენ. გრძნობთ, რომ ჰარმონია ირღვევა? ქალწულს უნდა საჩუქარი, და არა თავგადასავლები და ემოციები!

 

რჩევა № 2: ქალწულის გულის მოსაგებად- უბრალოდ ჰკითხეთ!

ქალწული- ერთ-ერთი ყველაზე „მოხერხებული“ ზოდიაქოს ნიშანია საჩუქრის არჩევის კუთხით. თქვენ თუ არ იცით, რა აჩუქოთ, ქალწულს შეიძლება პირდაპირ ჰკითხოთ და არ ინერვიულოთ, რომ შეეხებით, აწყენინებთ ადამიანს ან გააფუჭებთ სიურპრიზს. პირიქით, ქალწულები მიისალმებიან გააზრებულ საჩუქრებს და სიამოვნებით მოგიყვებიან თავისი სურვილების შესახებ. და აქ უკვე უბრალოდ შეუძლებელია წარუმატებელი საჩუქრის გაკეთება!

 

რჩევა № 3: ქალწულისთვის უნივერსალური საჩუქარი- ფული და სასაჩუქრე ბარათები

არ არის ქალწულისთვის საჩუქრის შესახებ პირდაპირ კითხვის შესაძლებლობა? მაშინ უბრალოდ მოიქეცით: იღებთ არაჩვეულებრივ კონვერთ- ღია ბარათს და დებთ ჩვეულებრივ ფულს. ან იმავე თანხით ყიდულობთ სერტიფიკატს ტქნიკის, ჭურჭლის, სილამაზის და ჯანმრთელობის ნივთების მაღაზიაში. და მაშინვე ქალწული თავის სტიქიაში მოხვდება და აირჩევს თავისთვის იდეალურ საჩუქარს- ამ საქმეში ის უდავო ექსპერტია!

 

რჩევა № 4: ქალწულისთვის პრაქტიკულობა ფუფუნებაზე მნიშვნელოვანია

ფრთხილი ქალწული უნდობლობით ეკიდება ფუფუნების საგნებს, განსაკუთრებით თუ მათ არ აქვთ პრაქტიკული დატვირთვა. ამიტომ ჭურჭლის ან სამშენებლო მასალის კარგ ნაკრებს ქალწული უფრო დააფასებს, რომ ეფექტურ ოქროს ბეჭედს, რომლზეც უხვად არის ბრილიანტები. თუ ასე ძალიან გინდათ აჩუქოთ სამკაული, შეურჩიეთ რამე უბრალო და უნივერსალრი- როგორც იტყვიან, ლხინისთვისაც და ხალხისთვისაც. ეს შეიძლება იყოს საყურეების და სამაჯურის უბრალო კომპლექტი, ხარისხიანი ბიჟუტერიის ნაკრები ან ვერცხლის ბეჭედი მინიმალური დეკორით კლასიკურ სტილში.

 

რჩევა № 5: გაარკვიეთ გატაცებები და ჰობი

ხშირად ქალწული გატაცებით არის დაკავებული რამე საქმით- ეს შეიძლება იყოს მისი ძირითადი სამუშაო ან ჰობი, რომელსაც პრაქტიკულად მთელ მის თავისუფალ დროს უთმობს. გაარკვიეთ, ცხოვრების რომელ სფეროს ეკუთვნის ქალწულის გატაცება, და აჩუქეთ რამე საჭირო მისი საქმისთვის- მაგალითად, ქარგვაზე თემატური წიგნი ან ქსოვის მანქანა, მანქანის მოვლის საშუალებები ან ბაღის ინვენტარი.

 

სხვათაშორის, პრაქტიკულად ყველა ქალწული- პროფესიონალური მებაღეა, და ღომც არ ჰქონდეს სააგარაკო ნაკვეთი ან აგარაკი, ის გატაცებით გააშენებს თავის პატარა „ბაღს“ ფანჯრის რაფაზე. სახლის ლამაზი ყვავილი, რომელიც ჯერ არ არის ქალწულის კოლექციაში, იქნება ამ შემთხვევაში იდეალური საჩუქარი. მოჭრილ ყვავილებს ქალწული სიცივით ეკიდება- მათი სილამაზე არ არის უსასრულო...

 

რჩევა № 6: ესთეტიური ფასეულობის და პრაქტიკულობის ბალანსი

იმაზე ლაპარაკისას, რომ დამიწებულ ქალწულს უყვარს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული და სასარგებლო ნივთები, არ უნდა დაგვავიწყდეს საკითხის ესთეტიური მხარის შესახებაც. გაითვალისწინეთ, რომ ქალწული ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს, ამიტომაც აფასებს როგორც საჩუქრის ფუნქციონალურობას, ისე მის გარეგნობას და შეფუტასაც. ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, ესთეტიური და აკურატული, მაშინ ჭირვეული და პრეტენზიული ქალწული დარჩება კმაყოფილი.

 

რჩევა № 7: ქალწულთან ჩართეთ ლოგიკა!

ახირებულობა და სპონტანტანურობა- ეს ქალწულზე არაა. საჩუქრები, რომელბიც გაკეთებული გრძნობების წაქეზებით, უცაბედად და უმიზეზოდ, აბნევს და აშინებს მას. თავად ქალწულები ხომ ცხოვრების ყველა ასპექტში ხელმძღვანელობენ გონებით და ლოგიკით, და იმავეს ელოდებიან თავისი მეგობრებისგან და ახლობლებისგან. ამიტომაც საჩუქრისთვის უნდა იყოს საფუძვლიანი საბაბი- 8 მარტს ან ახალ წელს სასიამოვნო საჩუქრის მიღება, მათი აზრით, საკმაოდ ლოგიკურია და სწორი. და უკეთესი, თუ ეს იქნება გააზრებული საჩუქარი, რომელიც შეესაბამება ქალწულის ცხოვრების წესს და გატაცებას.

 

რჩევა № 8: საჩუქრის „ყოველრიურ“ სტილზე გამახვილება

თავმდაბალი ქალწულისთვის არ ღირს საჩუქრად გადაპრანჭული  და ჩინებული ნივთები არჩევა, რომელთა გამოყენებას შეძლებს მხოლოდ ხალხში გამოსვლილსას ან სადღესასწაულო ღონისძიებებზე, რადგან ასეთი საჩუქრების დანიშნულებაა- დაიმტვეროს შკაფში. შესანიშნავი საჩუქარი ქალწულისთვის- ეს ის ნივთებია, რომელიც მოუხდება ყოველ დღე, რომლებიც გამოიყენება აქ და ახლა. მაგალითად, ტანისთვის სასიამოვნო საღამური, რბილი პლედი, მიქსერი, გამოცხობის ფორმების ნაკრები ან ტყავის პორტმონე.

 

ქალწულთან ურთიერთობისას იყავით ყურადღებით, და აუცილებლად ნახავთ იდეას საჩუქრისთვის. შესაძლოა, მისი საყვარელი ხელთათმანები ოდნავ გაიცვითა და დროა განახლდეს? ან მან იჩივლა იმაზე, რომ ვერაფრით ვერ შეარჩია პლედი დივანზე ხალიჩას ფერზე? ან დამთავრდა საყვარელი ავტოს გასაპრიალებელი პასტა? გამოიყენეთ ეს და გაეშურეთ მარაზიისკენ- რათა იყიდოთ იდეალური საჩუქარი ქალწულისთვის!

 

ქალწულის საჩუქრების ასტროლოგია

ქალწულის ბედნიერი ფერი: რუხი, ბეჟი, მუქი ლურჯი, მწვანე, თეთრი.

ქალწული ბედნიერი ლითონი: პლატინა

ქალწულის ქვა-თილისმა: ნეფრიტი, ასევე ყველა არაგამჭვირვალე ნახევრადძვირფასი ქვა- მალაქიტი, აგატი, ჟადეიტი, იასპი და სხვ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
რა ვაჩუქოთ მორიელს
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?