ბლოგი

რა აღიზიანებს სასწორს?

რა აღიზიანებს სასწორს?

ფეისბუქზე გაზიარება

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები წყნარი, მშვიდი და კეთილგონივრული ადამიანები არიან.  ისინი აგრესიას იშვიათად ავლენენ , არ კამათობენ, ამიტომაც მათი ცხოვრება, ზოგჯერ, ჩვეულებრივზე უფრო მარტივი ჩანს.  რამ შეიძლება გააღიზიანოს ეს მშვიდი ნიშანი?

 

- მისთვის ყველაზე არასასიამოვნო, რაც შეიძლება მოხდეს- სკანდალია. სასწორის ნიშნის წარმომადგენლები  გულწრფელად არ მიესალმებიან ჩხუბს, კამათს და გარჩევებს. სასწორი არ არის მიჩვეული ნერვების დახარჯვას იმაზე, რაც საერთოდ აზრსმოკლებულია, ამიტომაც, როდესაც ადამიანები სკანდალისათვის მის პროვოცირებას ცდილობენ, ის ბოლომდე შეიკავებს თავს, რათა ნეგატივს თავი აარიდოს.

 

- სასწორს იძულება არ უყვარს. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ  ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის უჭირთ. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მათ ყველაფრის აწონ-დაწონა, ვარიანტების შერჩევა, უკანდახევის ან სათადარიგო გზის ნახვა სჭირდებათ. ამის შემდეგ კი, ისევ უნდა დაფიქრდნენ და, შესაძლებლობისდაგვარად, მოძებნონ გზა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტს თავი აარიდონ. მაგრამ, როდესაც ადამიანები ან გარემოებები მათზე ზემოქმედებენ და გადაწყვეტილების მიღებას აიძულებენ, ეს მათ აგიჟებს.

 

- ეს ნიშანი საკმაოდ მოწესრიგებულია. სასწორს უყვარს კომფორტი და გემრიელი საკვები. ამით კუროებს ან კირჩხიბს ჰგავს, ოღონდ, თავისი განსხვავებული დეტალებით. მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც სახლი დალაგებული არ არის, სასწორი (განსაკუთრებით, მამაკაცები) გამოიქცევა იქიდან. მისთვის მიუღებელია, რომ სახლში, სადაც ქალია, უწესრიგობაა.

 

ცხოვრება, რომელიც ყოველდღე მეორდება.  ალბათ, ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთ ადგილზე ყოფნისას დაჭკნებიან, თუ კი ის არ იცვლება. ყოველი დღე უნდა იყოს ახალი, არაპროგნოზირებადი. ამიტომაც, ისინი ხშირად ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც თავისუფალ გრაფიკთან არის დაკავშირებული.

 

- კიდევ ერთი თვისება, რომელიც სასწორს სძულს, არის სიძუნწე. განსაკუთრებით, ეს ქალ-სასწორში იგრძნობა. კაცები თვითონ გამოიმუშავებენ ფულს და თავის თავს უზრუნველყოფენ, თუმცა მათ მიერ არჩეული ქალიც შეიძლება თავისი სიძუნწით არ აწყობდეს მათ . ხოლო ქალი-სასწორი ყოველთვის კარგად გრძნობს ძუნწებს და ვერ იტანს მათ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
20 ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში
რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს