ბლოგი

რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება

რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება

ფეისბუქზე გაზიარება

თამამები აპრილში იბადებიან, თავმდაბლები- ივლისში.

 

ქალის ხასიათი და ბედი  მხოლოდ მისი აღზრდით და გამოცდილებით არ განისაზღვრება. ქალზე ბევრის თქმა შეუძლია იმ თვეს, როდესაც მისი ცხოვრება დაიწყო.

 

იანვარი

 

იანვარში ყველაზე გამძლე და ჯიუტი ქალები მოევლინებიან ამ სამყაროს. ისინი არასდროს ჩივიან და ზედმეტად გახსნილები არ არიან. ეს ქალები ყველა თავის პრობლემას დამოუკიდებლად და ღირსეულად გადაწყვეტენ.

 

იანვარში დაბადებული ქალები ცდილობენ, არ დახარჯონ დრო იმ საქმეებზე, რომლებიც სახლის დალაგებასა და მორთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი საჭმელს მომზადება შეუძლიათ.

 

თებერვალი

 

თებერვალში დაბადებული ქალები დაჟინებული, ჯიუტი და მგრძნობიარე არიან , ასევე შურისძიებაც შეუძლიათ. მათ საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. დროებითი ფსიქოლოგიური პრობლემების მიუხედავად, ისინი თვითკონტროლის მაღალი დონით არიან ცნობილი.

 

მათ სირთულეები არ აშინებთ, ისინი ყოველთვის ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებებს და მთლიანობაში ბევრი ფიქრი არ უყვართ.

 

თებერვლის ქალები კარგად მანიპულირებენ ადამიანებით, ამიტომაც ხშირად შესანიშნავ კარიერას ქმნიან. მათ ძალიან უყვართ ბავშვები.

 

მარტი

 

მარტში დაბადებული ქალები მგრძნობელობით და მოწყვლადობით გამოირჩევიან. მათ სიჯიუტე უყვართ, და ეს, საბოლოო ჯამში, მათ ძალიან ვნებთ. ისინი ხშირად დაბალ თვითშეფასებას განიცდიან და თავს უბედურად გრძნობენ. თავისი თავმდაბლობის გამო ამ ქალებს ნამდვილად უჭირთ წარმატების მიღწევა.

 

ბუნებამ მათ განსაკუთრებული სიფაქიზე და ხიბლი უბოძა, სწორედ ამ მიზეზით ისინი მამაკაცებისთვის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

 

აპრილი

 

აპრილი თამამი, ჯიუტი და მიზანდასახული ქალებით არის ცნობილი. ამ თვისებებს ასევე ემატება მათი რაციონალურობა და პრაგმატულობა. მათ ყოველთვის ესმით, რაც სჭირდებათ, ამ მიზეზით არა სწრაფად, მაგრამ ნამდვილად აღწევენ სასურველს.

 

ეს ქალები ყველანაირად ცდილობენ არამდგრადობის თავიდან აცილებას. მათთვის გრძნობები ყოველთვის მეორე ადგილზე დგას გონების შემდეგ.

 

მაისი

 

მაისის ქალები დამოუკიდებლობით, მომთხოვნელობით, უკომპრომისობით და გამბედაობით გამოირჩევიან. ძალიან დიდი ხანი სჭირდებათ პატიებისთვის, რაც ხშირად ხდება პარტნიორებთან განშორების მიზეზი, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ამის გამო ისინი გარდაუვალად ნანობენ.

 

ესენი ჯიუტი ქალი-ლიდერები არიან, ამ მიზეზით მათთვის უფრო მარტივია  სამსახურში უფროსის თანამდებობაზე  ყოფნა, ვიდრე მეუღლის ნახვა. მათი პრიორიტეტია ყველაფერი მატერიალური.

 

ივნისი

 

ივნისის ქალები ისეთი თვისებით არიან ცნობილი, როგორიცაა სიფრთხილე. ისინი ხშირად გრძნობენ თავს მოწყვლადებად და თავის თავში დაურწმუნებლად, მაგრამ მათი კეთილი გული არასდროს აძლევს მათ ბოროტებაზე ბოროტებით პასუხის გაცემის საშუალებას.

 

ისინი კამათს ვერ იტანენ და წარმოუდგენელი ინტუიციით გამოირჩევიან, რომლის წყალობითაც კონფლიქტებს თავიდან იცილებენ. ასეთი ქალების ქმედებები მათი განწყობით არის განპირობებული.

 

ივლისი

 

ეს არის თავშეკავებული და მორცხვი ქალბატონების თვე. ისინი ხშირად ნერვიულობენ და თვითანალიზს ბევრ დროს უთმობენ . მათი ცხოვრება მათ განწყობაზეა დამოკიდებული.

 

ასეთი ქალები თავმდაბლობით და რომანტიზმით გამოირჩევიან, მათ ღრმა გრძნობების განცდა შეუძლიათ, რომლებსაც ზედმიწევნით მალავენ. მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახლი და ოჯახი.

 

აგვისტო

 

აგვისტოში იბადებიან გოგონები, რომლებიც სიამაყით და დამოუკიდებლობით არიან ცნობილი. სიკეთის და კეთილშობილების მიუხედავად, მათ ძალაუფლების წყურვილი ტანჯავთ. მათ უყვართ, როდესაც გარშემომყოფების ყურადრება მხოლოდ მათკენ არის მიმართული.

 

ეს ქალები წარმოუდგენელი ქარიზმით გამოირჩევიან და, მამაკცების მხრიდან აშკარა ინტერესის მიუხედავად, ოჯახურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნება და წესრიგი, ამიტომაც ისინი ტყუილის მსხვერპლი ხშირად ხდებიან.

 

სექტემბერი

 

სექტემბრის ქალბატონები ემოციური და ტემპერამენტიანი არიან. ისინი გონივრულობით და ანგარიშიანობით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ეგოისტური და ოდნავ ძუნწი არიან, ამიტომაც  მათ ფულთან დაშორება და ვალების გადახდა უჭირთ.

 

მათ უყვართ კომპანიაში ყოფნა, მაგრამ მუდმივად ეძებენ საკუთარ სარგებელს. მათთვის დამახასიათებელია ეჭვიანობა, ისინი ფრთხილი არიან და საჭმლის მომზადება კარგად ეხერხებათ.

 

ოქტომბერი

 

ოქტომბერში კომუნიკაბელური, პასუხისმგებელი და ჭკვიანი ქალები იბადებიან. ისინი ზომიერად პრაქტიკული და, ამავდროულად, გულუხვი არიან. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით მიიღებენ. მათ კარგი მესხიერება აქვთ. ეს ქალები პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი ღალატს ვერ პატიობენ, თუმცა ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას დაატანენ, რომ შეინარჩუნონ ოჯახი, რომელშიც წამყვანი პოზიცია უჭირავთ. ისინი მშვენიერი დიასახლისები არიან.

 

ნოემბერი

 

ნოემბრის ქალები ანგარიშიანობით და ეგოიზმით არიან ცნობილი. ისინი ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებსაც კარგი ინტუიცია აქვთ. მათი ქმრები იძულებული არიან, შეეგუონ იმას, რომ მათი აზრი ხშირად იგნორირებულია. ისინი მომჭირნე არიან.

 

ასევე ვნებიან და ცეცხლოვან ტემპერამენტს ფლობენ. მათი სიყვარული სიძლიერით და სიღრმით გამოირჩევა.

 

დეკემბერი

 

დეკემბერში ემოციური ქალები იბადებიან ფეთქებადი ხასიათით. დაჟინება და უშიშრობა, დამოუკიდებლობა და პირდაპირობა- ასე შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის აღწევენ წარმატებას და ყველა დაბრკოლებას გადალახავენ.

 

ეს ქალბატონები ძალიან კომუნიკაბელური, რომანტიზმით სავსე, იდეალისტური არიან და კარგ მეგობრებად ითვლებიან. ისინი ტემპერამენტიანი არიან და ფინანსების დაზოგვა არ შეუძლიათ, ამ მიზეზით ოჯახურ ცხოვრებაში ხშირად უჩნდებათ სირთულეები.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?
ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?