ბლოგი

ურანი ჰოროსკოპში

ურანი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

ურანი მართავს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს

 

ურანი- ეს არის დამოუკიდებლობის და საწყისების პლანეტა, რომელიც მოუწოდებს შეხედოთ ჩვეულ საგნებს ახალი კუთხით, რაც აფართოებს ცნობიერს და მსოფლმხედველობას. ურანის ენერგია გვიბიძგებს მომავლისკენ- წინ, ახალი მიღწევებისკენ, აღმოჩენებისკენ და ახალი ჰორიზონტებისკენ. საკუთარი გზის ნახვისკენ სწრაფვა, იქნება ეს ცალკეული ადამიანის თუ მთელი კაცობრიობის გზა, დამახასიათებელია მათთვის, ვის ჰოროსკოპშიც ძლიერია ურანის გავლენა. ურანის დევიზია : „მე მივდივარ წინ!“.

თქვენ არასდროს არ შეგეშლებათ ადამიანი, ვის ჰოროსკოპშიც აქტიურად გამოვლენილია ეს პლანეტა: მისი აზრები მიმართულია მომავლისკენ, ხოლო ოცნებები შორსაა ვარდისფერი ოცნებებისგან და თავისი კონკრეტიკით უფრო გვაგონებს ზუსტ გეგმას. ურანი ჰოროსკოპში ხდის ადამიანს დინამიურს და მობილურს, რომელსაც შეუძლია ცვალებად გარემოებებზე რეაგირება (როდესაც მოვა დრო, ის არ გამოტოვებს თავის შანსს!), რომელიც დაინტერესებულია მეცნიერებით, ახალი ტექნოლოგიებით, გამოგონებებით და ინოვაციებით.

მართალია, ზოგჯერ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელსაც ჩუქნის პლანეტა ურანი, შეიძლება მოტრიალდეს თავისი უკანა მხრით, და წარმოშოს ანარქია და უკანონობა. ტრადიციების დარღვევა, აჯანყება, დადგენილებების წინააღმდეგ ჯანყი- ეს ყველაფერი ასევე დამახასიათებელია ურანისთვის, და არის მისი განუყოფელი ნაწილი, ენერგია, რომლის დამშვიდება და შემოქმედებით ნაკადში მიმართვა აუცილებელია.

ორიგინალურობა, შთაგონება, აღმოჩენები, მეცნიერება, ჯადოსნობა, ფსიქოლოგია, ბუნების კანონები და თვითონ ასტროლოგია- აი მხოლო ყველაზე ზოგადი სია იმის, რაზეც არის პასუხისმგებელი პლანეტა ურანი.

 

ურანის გავლენა მერწყულის ჰოროსკოპზე

 

სატურნთან ერთად, ურანი არის მერწყულის მმართველი პლანეტა, და ეს უცნაური წყვილი ხდის მერწყულს უკიდურესობების და კონტრასტების ადამიანად.  სატურნი, ორგანიზებულობის და წესრიგის პლანეტა და ურანი, რომელიც მიისწრაფვის ყველა ყვეა ვალდებულების ბორკილების მოხსნისკენ,- მერწყულის ჰოროსკოპზე ერთიანად გავლენის მოხდენით, ისინი წარმოადგენენ გასაოცარ ნაზავს.

ურანი გავლენა მის ჰოროსკოპზე ხდის მეწრყულს ექსცენტრიულს და კაშკაშას, თავისუფლებისმოყვარეს, მეცნიერებისკენ, ოკულტიზმისა და შემოქმედებისკენ მიდრეკილს, ყველაფერი ახლისთვის ღიას, იქნება ეს ახალი ადამიანები თუ ახალი იდეები. ასევე ურანი ანიჭევს მერყულის აზრებს გლობალურობას და სიფართოვეს- მისთვის ადვილია მთელი კაცობრიობის და თუნდაც მთელი სამყაროს კატეგორიებით ოპერირება, მსჯელობს რა ისტორიაზე, პოლიტიკასა და მეცნიერებაზე. უფრო რთულია მიაღწიოთ მერყულისგან წესრიგის დამყარებას თავის სამუშაო მაგიდაზე ან პურის საყიდლად წასვლას.

 

ურანის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედში

 

დამოუკიდებლობა, გამბედაობა, დინამიურობა, ორიგინალურობა, აზროვნების პროგრესულობა, გამჭრიახი გონება, სიმკვირცხლე, ცვალებად გარემოებებზე სწრაფი რეაქცია, თავისი შანსების გამოყენების უნარი, უსაზღვრო შინაგანი თავისუფლება.

ზოდიაქოს ნიშანში, რომელშიც ურანი არის პლანეტა- მმართველი (მერწყული), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ნათლად. სხვა ნიშNების ადამიანების ჰოროსკოპებში ურანი და ასხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

 

ურანი სუსტი მხარეები

 

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ეს ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმს გარემოებებში. დამოუკიდებელი ურანისთვის ეს შეიძლება იყოს ბობოქარი სული, უდისციპლინობა, იმპულსიობა, არათანმიმდევრობა, წესების და ავტორიტეტების უარყოფა.

 

ურანის მოქცევის პერიოდი

 

ურანს სჭირდება 84 წელი, რომ გაიაროს ყველა ზოდიაქოს ნიშანი. ეს პლანეტა იყო აღმოჩენილი მხოლოდ 1781 წელს, ამიტომაც მისი ასტროლოგიური გავლენა ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
2021 წლის საუკეთესო თვე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
ისინი საშიში არიან მრისხანების დროს: ამ ზოდიაქოს ნიშნებს განადგურება შეუძლიათ ღალატის გამო
რა უნდა გადავყაროთ და გავიტანოთ სახლიდან სანამ 2023 წელი დადგება?
6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
ყველაზე უემოციო ნიშნები