ბლოგი

რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა

რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა

ფეისბუქზე გაზიარება

ასე ასეთ ქალებს ირჩევენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები.

 

თითოეულ მამაკაცს აქვს თავისი წარმოდგენები ქალის იდეალზე, რომელთაგან გამომდინარე, ის ირჩევს ცხოვრების პარტნიორს. მოდით გავიგოთ, რომელ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები...

 

ვერძი

 

ამ ნიშნის კაცები ვერ იტანენ თავდაუჯერებელ ქალებს. ვერძს სჭირდება ის, ვინც შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ ქალი უთანხმოებების წარმოშობისას ყოველ ჯერზე უკან დაიხევს, ვერძს ძალიან მალე მობეზრდება.

 

კურო

 

კუროს უყვარს უსაფრთხოების და სტაბილურობის მდგომარეობა, ამიტომაც ამ ნიშნის მამაკაცები ცდილობენ არაპროგნოზირებადი ქალების თავიდან არიდებას. ქალი, რომელიც მუდმივად იცვლის აზრს, და რომელთანაც სულ იმყოფები რაღაც გაურკვეველ ურთიერთობებში,- ეს ნამდვილი კოშმარია კუროსთვის.

 

ტყუპები

 

კომუნიკაბელურობა- ამ ნიშნის წარმომადგენლების ყველაზე თვალსაჩინო თვისებაა, ამიტომაც ჩაკეტილი ქალების ფასი, რომლებსაც არ შეუძლიათ სიტყვებით ურთიერთობა, ტყუპების თვალში ნულის ტოლია.

 

კირჩხიბი

 

ემოციურობა- ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა ადამიანის კარგად ცნობილი თვისებაა, ამიტომაც კაცი კირჩხიბი ცდილობს თავი აარიდოს ქალებს, რომლებიც არანაირ ემოციას არ ავლენენ. ეს რომც მისი თავშეკავების, თვითკმარობის ან კიდევ რამის  ბრალი იყოს, კირჩხიბი აირჩევს მშვენიერი სქესის იმ წარმომადგენელს, რომელიც მას ჰგავს ყველაზე მეტად.

 

ლომი

 

ლომს ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება გარედან. და თავიდან რომც ეცადოს ქალის დაპყრობა, რომელიც არ გამოავლენს საკმარის ინტერესს და ყურადღებას მის მიმართ, დროთა განმავლობაში ის მაინც კარგავს ასეთი ქალის მიმართ ინტერესს. თუ არ გესმით, რატომ არის ის გენიოსი, მაშინ მას არ იმსახურებთ.

 

ქალწული

 

ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სისუფთავეს. თუ თქვენთვის სულ ერთია, რომ თქვენ მანქანა ჭუჭყიანია, და თვლით, რომ უფრო მნიშვნელოვანია იცხოვროთ ისე, როგორც გინდათ, ვიდრე ინერვიულოთ თქვენი ბინის სისუფთავეზე, ამ ნიშნის მამაკაცი არ არის თქვენთვის.

 

სასწორი

 

სასწორი ოცნებობს მშვიდობასა და ჰარმონიაზე, ამიტომაც მთელი ძალებით თავს არიდებს კამათს და შეტაკებებს. ქალი, რომელიც ცდილობს თავისი აზრის დაცვას და რომელიც არ არის ხმამაღლა ტონით საუბრის წინააღმდეგი, ნამდვილად არ შეესაბამება ამ ნიშნის წარმომადგენლებს.

 

მორიელი

 

ყველაზე მეტად მორიელი აფასებს სიმართლეს, და როგორც კი ვინმეს გამოიჭერს ტყუილში, ვეღარასდროს პატიობს ადამიანს. ქალები, რომლებსაც უყვართ სიტყვებით თამაში და რომლებსაც აქვთ პრობლემები გულწრფელობასთან, მორიელს ნერვებს უშლიან.

 

მშვილდოსანი

 

ავანტიურებისა და რისკისკენ მიდრეკილ მშვილდოსნებს არ მოსწონთ ქალები, რომლებსაც რისკის ეშინიათ. ქალი, რომელსაც ურჩევნია სახლში დარჩენა თბილი საბნის ქვეშ და ფილმის ყურება, შეიძლება იდეალური ვარიანტი გახდეს სხვა უფრო მშვიდი ნიშნისთვის, მაგრამ არა მშვილდოსნისთვის.

 

თხის რქა

 

თხის რქა ყველაზე მეტად აფასებს ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ ფულთან მოპყრობა. ქალი, რომელიც ჩაფლულია ვალებში, მხოლოდ გააღიზიანებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ, რატომ სესხულობს ფულს მხოლოდ იმისთვის, რომ შეიძინოს ფეხსაცმლის ზედმეტი წყვილი.

 

მერწყული

 

ყველაზე მეტად მერწყულს იზიდავენ თავისუფლად მოაზროვნე ქალები, რომლებიც ღია არიან ახალი შთაბეჭდილებებისა და ადამიანებისთვის, ქალი- კონსერვატორები მათ ნერვებზე მოქმედებენ.

 

თევზები

 

ეგოიზმი თევზებისთვის- ყველაზე ცუდი თვისებაა, რომელსაც შეიძლება ფლობდეს ადამიანი. ამიტომაც კაცი- თევზები, დაინახავს რა ასეთ ქალს, ცდილობს რაც შეიძლება შორს გაცუროს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში