ბლოგი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გამოირჩევიან თავდაჯერებულობითა და გადაწყვეტილების მიღების უნარით, რატომღაც არ მოხვდნენ ყველაზე ძლიერთა სიაში. გაინტერესებთ რომელი ზოდიაქოს ნიშნები სახელდება ძლიერ ნიშანთა შორის და როგორ ვლინდება მათი ეს ძალა ცხოვრებაში? მაშინ მოგვყევით, ერთად გავეცნოთ თითოეულ მათგანს.

დასაწყისისთვის საჭიროა დავაზუსტოთ ის, რომ საუბარი ეხება მორალურ, სულიერ და არა ფიზიკურ ძალას, რადგან ყოველ სტიქიაში შეგვიძლი დავინახოთ სიძლიერე.

ჰაერის სტიქიის ნიშნების სამეული სიძლიერის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. მერწყული
ის ყველაზე ძლიერი ნიშანია ამ სტიქიის ნიშნებშიო - გვეუბნება ასტროლოგია. მიუხედავად გარკვეული მეოცნებეობისა და მაღალი იდეალებისკენ მისწრაფებისა, ეს არის ნიშანი, რომელსაც შეუძლია ცხოვრებაში ბევრჯერ შექმნილი პრობლემა გადალახოს ისე, რომ არასოდეს ჩამოუშვას ხელები. მერწყული ადვილად ეგუება ყველა სახის ცხოვრებისეულ ცვლილებას, რაც მორალურად აძლიერებს კიდეც მას. 

2. სასწორი
სულის სიძლიერის მიხედვით მეორე ადგილზე ჰაერის სტიქიაში არიან სასწორები. ისინი არც თუ ისე სუსტები არიან, თუმცა ცუდი თვისება აქვთ - საკუთარ ენერგიას ფლანგავენ და იშვიათად მიყავთ საქმე ბოლომდე. სასწორები სწრაფად კარგავენ ენთუზიაზმს და სურვილს, ამასთან ერთად მიზანსაც. 

3. ტყუპები
ამ სტიქიის ყველაზე სუსტი წარმომადგენელი არის ტყუპები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ შეუძლიათ კონცენტრირება ერთ საკითხზე, ხშირად არ ჰყოფნით მხარდაჭერა. როცა სირთულეების წინაშე დგებიან პანიკა ეწყებათ და დახმარებას ითხოვენ სხვებისგან. 

ცეცხლის სტიქიაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

1. მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის უძლიერესი ნიშანი - მშვილდოსანი არასოდეს იღლება და ცდილობს ნებისმიერ ვითარებაში ადამიანური სახე ბოლომდე შეინარჩუნოს. მშვილდოსნებს შეუძლიათ საკუთარი ემოციების გაკონტროლება, თუმცა ადვილად ეგებიან პროვოკაციაზე და ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. მათი ძალა უპირველეს ყოვლისა ოპტიმიზმსა და ფართო შეხედულებების ქონაშია. 

2. ლომი
მეორე ადგილის მფლობელი – ლომები ერთი შეხედვით ძლიერი და თავისუფალი ადამიანები ჩანან. თუმცა, ისინი მეტწილად დამოკიდებული არიან შინაგან მდგომარეობასა და გარშემო მყოფთა აზრზე. ლომებს მუდმივად სჭირდებათ შექება, რომლის გარეშეც სწრაფად და მარტივად ჩამოუშვებენ ხელებს, თან განაწყენდებიან კიდეც. 

3. ვერძი
ცეცხლოვანი სტიქიის ყველაზე სუსტი ნიშანია - ვერძი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან აქტიურები და შემოქმედებითნი არიან, თავის სტიქიაში ყველაზე სუსტის პოზიციას იკავებენ. ვერძებს არ შეუძლიათ ემოციების კონტროლი, ძალიან დამოკიდებული არიან იმაზე, თუ როგორი სულიერი მდგომარეობა აქვთ. ამის გამო ხშირად უგუნურად იქცევიან, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ცხოვრებაში. 

მიწის სტიქიის წარმომადგენლების სამეული ასეთია:

1. თხის რქა
თხის რქა ძალიან ჯიუტი, გადამწყვეტი ხასიათის და თანმიმდევრულია. მისი წყობიდან გამოყვანა რთულია. მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად არის, ის მიზნისკენ სვლას გააგრძელებს, შესაძლოა პატარა, მაგრამ აუჩქარებელი ნაბიჯებით. 

2. ქალწული
ქალწულს მიწის სტიქიის სიაში მეორე ადგილი უკავია და ხშირად ახდენს ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას, თუმცა მარტივად შეუძლია მიიღოს სამყარო ისეთად, როგორც არის და იცუროს დინების მიმართულებით. 

3. კურო
მიწის სტიქიის ყველაზე სუსტი წარმომადგენელი - კუროა, რომელსაც არ უყვარს ცვლილებები. მთელი თავისი ცხოვრება უნდა რომ სიმშვიდეში და ბედნიერებაში გაატაროს, მაგრამ თუ გეგმები ემსხვრევა, ფაქტიურად უსუსური ხდება. 

წყლის სტიქიის წარმომადგენელთა შორის ძალები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. თევზები
სტიქიების მიხედვით შედგენილი ძლიერი ნიშნების სიაში, წყლის ნიშნებში ლიდერობს თევზები, რომლებიც ასევე ლიდერები არიან თავიათი ზოდიაქალური ჰოროსკოპის თანავარსკვლავედში შემავალ ნიშნებშიც. ეს ცოტა უცნაურია, რადგან თევზებს რეალურ სამყაროსთან ბოლომდე გაცნობიერებული კავშირიც კი არ აქვთ და როგორც ჩანს, სწორედ ამაშია მათი ძალა. თევზებს შეუძლიათ დიდხანს ითმინონ, იცადონ და იმედი იქონიონ. ეს თვისებები მათ სულიერ სიძლიერეს მატებს იბრძოლონ საკუთარი ბედნიერებისთვის. 

2. მორიელი
ის არც თუ ისე ძლიერია, როგორიც ჩანს რეალურად. მის უმთავრეს სისუსტეს წარმოადგენს ის, რომ შეუძლია ემოციები დიდი ხნის მანძილზე გულში ჩაიმარხოს, რაც შინაგანად ღრღნის და სულ უფრო ასუსტებს მას. 

3. კიბო
ეს არის ყველაზე  მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი არამარტო თავისი სტიქიის მიხედვით, არამედ ზოგადად. კიბოებს მუდმივად სჭირდებათ მორალური მხარდაჭერა და დახმარება. თუ გვერდით არავინ ეყოლებათ ამას აღიქვამენ როგორც იმის ნიშანს, რომ ვერაფერს შეცვლიან და ვარდებიან დეპრესიაში.
ერთი რამ ფაქტია - ზოდიაქოს სუსტი ნიშნის ქვეშ დაბადება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ცხოვრბაში წარუმატებლობა ექნებათ ან სირთულეები, ხოლო ძლიერი ნიშნის ქვეშ დაბადება იმას, რომ ადამიანი შეძლებს ზედმეტი გარჯის გარეშე წარმატებებს მიაღწიოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი უპირატესობა და გავლენის სფეროები აქვს და რაც მთავარია - ძლიერი ხასიათი დაბადებისთანავე არავის მოყვება, ის წვრთნის შედეგია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში გადის მიღებული გამოცდილებისა და სირთულეების გადალახვის ფონზე. 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
არასოდეს დაიდოთ ეს ყველაფერი საწოლის ქვეშ: ფენ-შუის მიხედვით
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
ვერძის ქვები
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
რა ვაჩუქოთ თევზებს
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება