ბლოგი

როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით

როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით

ფეისბუქზე გაზიარება

დამაინტრიგებელი სათაურია არა? თუ გაინტერესებთ რას ვგულისხმობთ, განაგრძეთ კითხვა და გაეცანით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის იმ ორმაგ მომენტებს, რომლებითაც ზოგიერთი თქვენგანი ნამდვილად შეძლებს სიამოვნების მიღებას..

 

ზოგადი სიტუაცია - მაღაზებში ცვალებადი ფასის მანიშნებლები საზოგადოებაში შოკს და ღელვას იწვევს. ფული არ არის. კომპანიების უმრავლესობაში შემცირებები მიმდინარეობს. მოგზაურობა კომპიუტერის ეკრანთან ჯდომითა და ჟურნალების ფურცლებზე დაბეჭდილი ფოტოების დათვალიერებით შემოიფარგლება. ძალიანაც ნუ განიცდით, რადგან ასეთ ვითარებაშიც კი, შესაძლებელია, რომ დადებითი მომენტები აღმოვაჩინოთ. გააჩნია რა კუთხით და რა თვალით შევხედავთ სიტუაციას.
 

მაშ ასე, ჩვენს ცხოვრებაში გაურკვეველი ვადით შემოჭრილი კრიზისის უარყოფითი და დადებითი მხარეები:

 

1. დიეტის დაცვა

ხორცი გაძვირდება, ტროპიკული და ეგზოტიკური ხილის ფასიც აიწევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო ჯანსაღად კვებას დავიწყებთ. მაგალითად მარცვლეულის, ბოსტნეულის - საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ ახლო ტერიტორიაზე მოყვანილი ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტის. შედეგად (თუ კარტოფილის და პურის ჭამით არ გავერთბით), სხეული მალე საუკეთესო ფორმაში ჩაგვიდგება. ხორცს მივირთმევთ მხოლოდ დღესასწაულებზე, რაც საკმაოდ ჯანსაღი კვების რეჟიმია, ვიდრე მისი ყოველ დღე ჭამა.

2. ხელსაქმით დაკავება

შეამჩნიეთ, რომ ინტერნეტში ქალბატონებმა დაიწყეს საკუთარი ხელით ნაქსოვნი ნივთების ფოტოების გამოქვეყნება? ამ ხელსაქმით არავინ იყო დაკავებული ალბათ ბოლო ოცი წელია. ხელით მოქსოვილი ტანსაცმელი დასაცინიც კი იყო და სიღარიბისა და უგემოვნობის ნიშნად ითვლებოდა... რაც შეეხება მამაკაცებს, მათ თავისუფლად შეუძლიათ ავეჯის განახლება ან სულაც ახლის შექმნა იმ მასალით და ხელსაწყოებით, რაც ხელთ აქვთ.

3. კულინარიული უნარების განვითარება

ნათქვამია: თუ კარგი პროდუქტები არის, გემრიელად მომზადება ყველას შეუძლია. ახლა ეს გამონათქვამი არ ამართლებს, რადგან ადამიანებს შეეძლებათ მხოლოდ იმის მომზადება, რაზეც ხელი მიუწვდებათ, ძირითადად კი ეს იქნება ყველაზე მარტივი და გავცელებული პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად - კარტოფილი, ხახვი, მაკარონი.

4. შოპინგზე უარის თქმა

ეს ყველაზე სანერვიულო საკითხია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან შექმნილ სიტუაციაში ფულის ხარჯვა ახალი ტანსაცმლის შესაძენად, ძველებულად მარტივი არ იქნება. დაწყებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ქალბატონებს შოპინგისას მაღაზიებში ახალი ტანსაცმლის მხოლოდ დათვალირება მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში მათ უმრავლესობას მაინც...

5. საცობების გაქრობა

ბენზინის ფასი ისევ აიწევს, ხოლო სახელმწიფო გამოიყენებს საგადასახადო მანევრს და ახალ აქციზს დააწესებს, ამიტომ, მანქანით მგზავრობა კიდევ უფრო გაძვირდება. გარდა ამისა, მაქნანის სერვისიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება გახდება. მაგალითად, როგორიცაა ავტო-ნაწილები და სხვა კომპონენტები. ამიტომ, ავტომობილების დიდი ნაწილი დაპარკინგებული ან ავტოფარეხში გაჩერებული იქნება - ფაქტიურად განწირული დასაჟანგად და გასაუფასურებლად. ისინი, ვისაც შესაძლებლობა ექნება მანქანით მოძრაობის ფუფუნებას გაწვდეს ფინანსურად, ბედნიერად იმგზავრებენ ცარიელ ქუჩებში.

6. სულიერი საზრდოს მიღება

გართობისთვის ფული არ იქნება, ამიტომ, მუდმივად კინოსა და ბარებში სიარულის ნაცვლად, ადამიანები წიგნების თაროებს დაუბრუნდებიან. ეს თავის მხრივ შეასებს მათ სულიერ სამყაროს და განავითარებს ინტელექტს. ამ მხრივ, ყველაზე სტრატეგიული ობიექტი მშობლების ბიბლიოთეკაა.

7. დაუნშიფტერი მეგობრების დაბრუნება

უცხოეთში სამოგზაუროდ ან მოკლევადიანი ტურისთვის წასული მეგობრები დაბრუნდებიან, რადგან გაქირავებული ბინის ფულით ასე ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელი აღარ იქნება. სამაგიეროდ, გაფანტული სამეგობრო წრე ისევ შეიკრიბება და შეძლებთ იაფფასიანი სასმლით და ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტებით ძველებურად სუფის გაშლას და უსასრულო საუბრებში ღამეების თენებას. მეგობრები ხომ ყველაზე ძვირფასია!

8. ბუნებასთან სიახლოვე

აგარაკი გაქვთ? გაზაფხულზე სწორედ იქ წახვალთ, აიღებთ ნიჩაბს და დაბარავთ ბოსტანს. დათესავთ ბოსტნეულს, შეისწავლით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ლიტერატურას. სხვათა შორის, სასოფლო-სამეურნეო შრომას შეუძლია სხეულის გაკაჟება, მათ შორის ხერხემლის და კუნთების. შეიძლება ხელებზე კოჟრები გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს ისეთი სმარცხვინო აღარ იქნება, როგორც აქამდე...

9. კოსმეტიკური რემონტის ჩატარება

დღემდე, როცა რაღაც ფუჭდებოდა ან ტყდებოდა, არც კი ვფიქრობდით მის შეკეთებას, დაუფიქრებლად ვაგდებდით და ახალს ვყიდულობდით. ახლა, ყველა შეეცდება ისწავლოს დაზიანებული ნივთების შეკეთება, მათ შორის სახლის სანტექნიკის... ეს ერთ-ერთი უნარი იქნება, რომელსაც ძირითადად მამაკაცები გამოიმუშავებენ. მართალია ამას დრო დასჭირდება, სამაგიეროდ მიიღებთ უდიდეს მორალურ სიამოვნებას, იმაზე მეტს, ვიდრე კომპიუტერულ თამაშში მოგებაა.

10. ცხოვრების მეტად დაფასება

ეს ალბათ ყველაზე მთავარია. მიმდინარე სიტუაცია ძველ დროს დაემსგავსება, როცა ახალი ნივთები და საინტერესო გაჯეტები ერთეულებს ჰქონდათ და ყველა დანარჩენი მათთან დადიოდა სანახავად, გამოსაცდელად და ა.შ. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველას ყველაფერი აქვს და სხვადასხვა ნივთები ან სამოსი ინტერესს აღარ იწვევდა. როგორც ვთქვით, ყველაფერი თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდება - ანუ, ნივთები სიამოვნებას მოგვანიჭებენ ისევ, ჩვენ კი აღგვიდგება იმის დაფასების უნარი, რაც გაგვაჩნია. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი?

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მარტოობა არ ემუქრებათ სიბერეში
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები