ბლოგი

10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის

10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

პერფექციონისტ ქალწულებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით სიყვარულში, მაგრამ თუ ღრმა და ძლიერი გრძნობით შეყვარება შეგიძლიათ, ისინი თქვენი ერთგული და მოსიყვარულე პარტნიორები გახდებიან.
 

კითხვას თუ განაგრძობთ და გაეცნობით ქალწულებისთვის დამახასიათებელ 10 ნიშანს, გაცილებით გაგიადვილდებათ მათი ნატურის ამოცნობა.

1. ქალწულები ძალიან მგრძნობიარენი არიან 

ქალწულები თავს აკონტროლებენ, რადგან იციან, რომ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და არ სურთ ძალიან მწვავედ რეაგირება. იმ დროისთვის, როცა თქვენ ბოლოს და ბოლოს გაიგებთ, რომ მათ რაღაც აწუხებთ, ქალწულები უბრალოდ აფეთქდებიან და მოახდენენ მიყენებული წყენის კონსტატაციას. საშუალება მიეცით გამოხატონ გრძნობები და ნუ დაესხმებით თავს მაშინ, როცა წყობიდან გამოდიან. მათ სჭირდებათ, რომ მოუსმინონ და როგორც კი მიაღწევენ ამას, მაშინვე მოეშვებიან და დაწყნარდებიან.

2. თქვით ის, რასაც გულისხმობთ და იგულისხმეთ ის, რასაც ამბობთ

ქალწულები ვერ იტანენ თავსატეხებით თამაშს, არ მოსწონთ გამოიცნონ რას გრძნობთ ან გაგიკეთონ რაიმე შეთავაზება ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი მათ ჭკუიდან შლის! გონებრივი დატვირთვა და ემოციური დაღლა მათთვის ენერგიისა და დროის უაზროდ ხარჯვაა. 

ღია საუბარი და ურთიერთობა – ქალწულისთვის ყველაზე მისაღებია, თუმცა ყოველივე ეს ტაქტიანად უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ქალწულები ზედმეტად მგრძნობიარე არსებები არიან, ასე რომ, იყავით მათთან თავაზიანი და ნაზი. 

3. როცა მათთან ხართ, წესრიგი და სისუფთავე განსაზღვრავს ყველაფერს

ქალწულები ყვავიან სრულყოფილ წესრიგსა და ზედმიწევნით სუფთა გარემოში. თუკი ქალწულთან თანაცხოვრებას ფიქრობთ, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ ტანსაცმლის უწესრიგოდ დაყრა, გასარეცხი ჭურჭლის დაგროვება და ა.შ.  ისინი იმდენად აკურატული და მოწესრიგებულები არიან, რომ ფაქტიურად უფუნქიო ხდებიან ნებისნიერი ტიპის ქაოსში. 

4. გაანებივრეთ ისინი, რადაგნ საკუთარი თავისთვის ამას არასოდეს გააკეთებენ

ქალწულები იმდენად ბევრს ზრუნავენ სხვებზე, რომ ხშირად ავიწყდებათ საკუთარი თავი. დაეხმარეთ მათ გაცემასთან ერთად მიღებაც ისწავლონ. ქალწულები ძალიან იშვიათად ანებივრებენ საკუთარ თავს, ამიტომ, ეს მათ ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს. 

5. ქალწულებს განჭვრეტის დიდი უნარი და ინტუიცია აქვთ, ამიტომ, მათთან ყოველთვის გულახდილი იყავით და სიმართლე თქვით 

მატყუარას ამოცნობა ქალწულებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ძალიან აფასებენ ნდობას და გულახდილობას, მაშინაც კი, თუ თქვენი გულახდილობა ტკივილის მომტანია. 

ქალწულები თანამონაწილეები არიან, ყოველთვის თანაუგრძნობენ სხვებს და ნებისმიერ სიტუაციაში მზად არიან დახმარება გაუწიონ ადამიანებს. რომ მათ ვერაფერს გამოაპარებთ, მაშინაც კი, როცა ამას მათ დასაცავად აკეთებთ.  

6. არასოდეს აღიქვათ მეგობარი ან საყვარელი ქალწული ისე, როგორც საჭიროება

ქალწულები ძალიან ერთგულები არიან და ახლობლებისთვის საკუთარ თავსაც კი გადადებენ, თუმცა, ამავდროულად, არავის აძლევენ უფლებას რომ გამოიყენონ და მათი არსებობა მიიღონ როგორც საჭიროება და ჩვეულებრივი მოცემულობა. როგორც კი ქალწული ჩათვლის, რომ ვერ იღებს თქვნგან იმას, რასაც გასცემს თქვენთვის, სწრაფად მიგითითებთ კარისკენ. 

7. ისინი ბევრს მუშაობენ, ამას უნდა შეეგუოთ

ერთ-ერთი თვისება, რომლითაც ქალწულები ამაყობენ - მათ სამუშაო ეთიკაა. ქალწულების დევიზია - «არ არის ტკივილი - არ არის სარგებელი». ისინი შეუპოვრად შრომობენ კარიერის, ურთიერთბის, თვითრეალიზაციის, სრულყოფისა და ჰობის მხრივ. 

8. ქალწულებს უყვართ საკუთარი სივრცე, გაითვალისწიენთ ეს აუცილებლად

ქალწულები ძალიან კონტაქტურები არიან და უყვართ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ასევე ძალიან დამოუკიდებელი ნატურა აქვთ, მოსწონთ, როცა მხოლოდ საკუთარი ძალებით აკეთებენ რამეს. ქალწულებისთვის აუცილებელია თქვენზე და საკუთარ თავზე დახარჯული დრო იყოს ურთიერთპროპორციული. 

როგორც კი ქალწული იგრძნობს, რომ მათში ვინმე მორალურ ხუთვას იწვევს, აუცილებლად გაერიდებიან. მიეცით თავისუფლება დაკავდნენ თავისი საქმით, სამაგიეროდ მათგან დაფასებას და პატივისცემას მიიღებთ. 

9. ქალწულები ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან, ამიტომ გამოხატეთ მხარდაჭერა მათ მიმართ

ზოდიაქოს არცერთი სხვა ნიშანი ისეთი კრიტიკული არ არის არც საკუთარი თავის და არც სხვის მიმართ, როგორც ქალწული. მათ ძალიან  მაღალი სტანდარტები აქვთ. ქალწულებს სჭირდებათ მოსიყვარულე ადამიანები იმის შესახსენებლად, რომ სრულყოფილი არავინ არის და საჭიროა კონცენტრირდნენ თავიანთ საუკეთესო თვისებებზე. ეს შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს მათთან ურთიერთობისას, მაგრამ ვინმემ აუცილებლად უნდა ითაოს. 

10. ქალწულები — ერთმნიშვნელოვნად არ არიან «ქალწულები»

არ მისცეთ უფლება ამ ნიშანს შეცდომაში შეგიყვანოთ. ისინი წარმოდგენილი არიან ქალწულის ნიშნით, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე სექსუალური და ვნებიანი ადამიანები არიან. ეს თვისება ქალწულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ საკუთარ ცხოვრებას თქვენ დაგიკავშირებენ, იცოდეთ, რომ გვერდით ნამდვილი სექს-ბომბი გყავთ!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ვაჩუქოთ მორიელს
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
ზოდიაქოს რომელ ნიშანს დაატყდება თავს ბედნიერების ქარიშხალი 2022-ში?
2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
12 მომაკვდინებელი ცოდვა
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
პლუტონი ჰოროსკოპში
ყველაფერი კარგად იქნება