ბლოგი

6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის

6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ყოველდღე უამრავ რამეს ვხედავთ, ვეხებით და ვიყენებთ. თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სხვადსხვა საგნების ენერგიას სასწაულების მოხდენა შეუძლია, როდესაც ჩვენს ენერგიას უერთდება.

 

ეს ოდნავ უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმაზე, თუ როგორ აწყობთ ნივთებს სახლსა თუ ოფისში, მატერიალური კეთილდღეობა არის დამოკიდებული. თუ ამას სწორად გააკეთებთ, ფულის ნამადვილი „მაგნიტი“ გახდებით. ვერ იჯერებთ? ფენ-შუის თანახმად, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ყოველდღე უამრავ რამეს ვხედავთ, ვეხებით და ვიყენებთ. თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სხვადსხვა საგნების ენერგიას სასწაულების მოხდენა შეუძლია, როდესაც ჩვენს ენერგიას უერთდება.

 

თუ დავფიქრდებით,  ფული- ენერგიის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც ხშირად ( თუმცა, არა ყოველთვის) სიხარული, კმაყოფილება და, რა თქმა უნდა, კარგი განწყობა მოაქვს.

 

რამდენიც არ უნდა თქვან, რომ ფული მთავარი არ არის, და ზოგადად, ეს უბრალოდ ქაღალდის ნიშნებია, ისინი ფარისევლობენ. დიახ, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ფულით ვერ იყიდი. მაგრამ, როგორც მთელ მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს- კონსულტანტი და 20 პოპულარული წიგნის ავტორი, ბოდო შეფერი, აღნიშნავს: „ფული ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ ფული წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხდება, თუ ის მუდმივად არ გყოფნით“. რთულია, არ დავეთანხმოთ მას.

 

მაგრამ როგორ მოვიზიდოთ ფული ჩვენს ცხოვრებაში? საქმე ისაა, რომ პირობები უნდა შექმნათ ცხოვრებისეული ენერგიის თავისუფალი მოძრაობისთვის თქვენს სახლსა და ცხოვრებაში. ეს ცხოვრებისეული სივრცის ჰარმონიზაციას და კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ბედნიერების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

აი ექვსი არაჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა ( ფენ-შუის მიხედვით), რომლებიც თქვენს სახლში ფულის ნაკადს უზრუნველყოფენ.

 

1. შეაკეთეთ ყველაფერი გაფუჭებული: განსაკუთრებული ყურადღება ონკანებსა და დაზიანებულ სახურავს მიაქციეთ.

ფენ-შუის თანახმად, წყალი ორ რამეს განასახიერებს: ფულს და ემოციებს. რატომ მაინცდამაინც ეს?

 

სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია: წყალი მიედინება, ხოლო ფული და ემოციები ის ენერგიებია, რომლებსაც თავისი დინება აქვთ.

 

ამიტომაც, კარგად შეხედეთ თქვენს ბინას ან სახლს: ხომ არ არის რამე გაფუჭებული, რაც აქამდე ვერ შეაკეთეთ; ან ხომ არ არის მათ შორის დაზიანებული ონკანები ან სახურავი? თუ არის- სასწრაფოდ გამოიძახეთ ხელოსანი ან თვითონ შეაკეთეთ. როდესაც რამეს შეაკეთებთ საკუთარ სახლში, სინამდვილეში საკუთარ ცხოვრებას აუმჯობესებთ.

 

2. ყოველთვის დახურეთ უნიტაზის სახურავი

სველი წერტილები- პოზიტიური ენერგიის მთავარი „შთანმთქმელი“ ადგილებია.

 

საქმე ისაა, რომ როდესაც ონკანის  წყალი კანალიზაციაში გადის, ან როდესაც უნიტაზში წყალს ჩავრეცხავთ ხოლმე, ეს ენერგია დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ამიტომაც, ყოველთვის დახურეთ უნიტაზის სახურავი, რათა ამ სასარგებლო ენერგიამ თქვენი სახლი არ დატოვოს.

 

და კიდევ ერთი „ფენ-შუი“ რჩევა - უნიტაზის დასაჯდომზე წითელი ლენტი დაამაგრეთ, რათა ფულის დაკარგვა აიცილოთ თავიდან და თქვენი ფინანსები დაიცვათ.

 

3. მორთეთ შემოსასვლელი კარები

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სახლის შემოსასვლელი კარები სიკეთეს ასხივებდეს.

 

დაალაგეთ შემოსასვლელი: გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, როგორიცაა ნაგავი, ძველი ფეხსაცმელი, ყუთები და გამხმარი საყვავილეები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ყველა ეს წვრილმანი დადებითი ენერგიისთვის გზას ბლოკავს.

 

ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი კარების ზარი გამართულია, იმისთვის რომ მნიშვნელოვანი სტუმარი ან შეტყობინება არ გამოტოვოთ. ისინი შეიძლება ცვლილებებს მოასწავებდნენ, რომლებსაც ფინანსური კეთილდღეობას მოაქვთ.

 

საცხოვრებლის მისამართი და ნომერი შორიდან უნდა ჩანდეს, იმისთვის რომ ენერგიამ მარტივად და სწრაფად შეძლოს თქვენი სახლისკენ გზის ნახვა.

 

4. ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოებს.

როდესაც სახლში შემოსასვლელი კარებით შემოდიხართ, რა მდებარეობს მარცხნივ?

 

ძველი ტიბეტური სწავლების თანახმად, თქვენი ბინის ეს ნაწილი ფულთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახლში ფულის მოზიდვისთვის. რა მდებარეობს ამ ადგილას? რას ინახავთ აქ? ნივთები აკურატულად და რაციონალურად არის დალაგებული, თუ მოუწესრიგებლად და სრული ქაოსი სუფევს?

 

შესაძლოა, აქ მშვენიერი მცენარე გაქვთ, რომელიც მალე იზრდება და სასწაული სურნელი აქვს? თუ კი, მაშინ  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდეთ უახლოეს მომავალში.

 

შეგიძლიათ, კედლები მორთოთ სურათებით ბუნების, ხეების, ჩანჩქერების, მდინარეების ან მოჯირითე ცხენების გამოსახულებით. ეს ენერგიის და ფულის სტაბილურ ნაკადს უზრუნველყოფს, რაც შემოწმებულია. საქმე ისაა, რომ ასეთი გამოსახულებები სიმბოლურად გამოხატავენ თავისუფლებას, ხოლო ეს დადებით ენერგიას აღვიძებს.

 

5. რეგულარულად მოუარეთ ბუხარს.

შეშის ღუმელი სიმდიდრის და ბარაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ამის შესახებ ძველ ტიბეტურ სწავლებაშიც არის ნათქვამი.

 

თუ სახლში ბუხარი გაქვთ, დააკვირდით, რომ ის ყოველთვის სუფთა იყოს. ასევე, რეგულარულად შეამოწმეთ საკვამურის მდგომარეობა, რომ არ იყოს დაბინძურებული.

 

ამით, თქვენ პოზიტიური ენერგიისთვის გზას გაასუფთავებთ, რომელიც ოჯახში ფულის ნაკადის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

 

6. ისწავლეთ ფულის დაფასება

მას შემდეგ, რაც წინა ხუთი ნაბიჯი გაიარეთ, დროა, გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ფულის მიმართ. ამაზეც არის დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.

 

თუ ვერაფრით აღწევთ ფინანსურ კეთილდღეობას, შესაძლოა, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბავშვობიდან არასწორი წარმოდგენა ჩამოგიყალიბდათ სიმდიდრის, ფულის და მდიდარი ადამიანების შესახებ. შესაძლოა, მათ უპატიოსნო, ქედმაღალ ადამიანებად თვლით, რადგანაც ფიქრობთ, რომ ამ თვისებების გარეშე ფულის გამომუშავება შეუძლებელია.

 

დადგა ამ აზროვნების შეცვლის დრო.

 

სხვა კუთხით შეხედეთ ფულს: როგორც ჯილდო კარგი მუშაობისთვის, სიკეთისთვის, გონიერებისა და ადამიანების ერთგულებისთვის.

 

და, რაც მთავარია: ფულს ხარჯავთ, იღებთ თუ სესხულობთ, ყოველთვის მადლიერი იყავით, რომ ის გაქვთ. თუნდაც ეს მცირე თანხა იყოს, არა იმდენი, რამდენიც გსურთ, მაგრამ ის გაქვთ.

 

ოპტიმიზმი და პოზიტიური ენერგია  ფულის მოზიდვისთვის მაგნიტს წარმოადგენენ. თქვენი აზრები ნათელი უნდა იყოს, უკეთესის რწმენა- მტკიცე, ხოლო სახლში არსებული სივრცე- ცხოვრებისეული ენერგიისთვის ღია. მხოლოდ მაშინ ფული ნაკადივით შემოიდინება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან
ნეპტუნი ჰოროსკოპში
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
10 უცნაური ფაქტი კუროების შესახებ
იდეალური წყვილები
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში