ბლოგი

კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი

კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი

ფეისბუქზე გაზიარება

კარმა ძალიან ხშირად ბედსა ან დასჯაში ეშლებათ .. ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს კარმას. ეს არის ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების და ჩვენი ყოველდღიური არჩევანის შედეგი.

 

ადამიანის ცხოვრებასა და აზროვნებაში  კარდინალური ცვლილებები ხშირად აღიქმება როგორც ცუდი საქციელების ცუდი შედეგები. ჩვენ გვჯერა, რომ ვინმესთვის ზიანის მიყენება ან ღალატი იგივენაირად დაგვიბრუნდება. აქვე მიაკუთვნებენ ეგოიზმსა და ნეგატიურ უსაფუძვლო აზრებს.

 

ამგვარად, ნეგატიური საქციელების ერთობლიობას ცხოვრებაში ნეგატიურ მოვლენებამდე მივყავართ. და არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩავიდინეთ ეს საქციელი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კარმაზე არა მხოლოდ ცუდი საქმეები ახდენს გავლენას. ეს არ არის გადახდის მექანიზმი. სინამდვილეში კარგი საქციელი, აზრები, და სასიხარულო მომენტები  რამე პოზიტიურის სახით გვიბრუნდება. ამას შეიძლება პოზიტიური კარმა ვუწოდოთ.

 

ამ სიტყვის რამე ნეგატიურთან  ასოციაცია მხოლოდ ადამიანის ქცევასთან არის დაკავშირებული. ასე, ჩვენ მივეჩვიეთ ჩვენი ქმედებების ნეგატიურ შედეგებზე ფიქრს, რადგანაც კარგად გვამახსოვრდება სხვა ადამიანებისთვის მიყენებული ზიანი და ტანჯვა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ. ისინი იმაზე უკეთ გვახსოვს, ვიდრე სასიამოვნო და ბედნიერი წუთები.

 

რას ნიშნავს სიტყვა „კარმა“?

იმისთვის რომ კარმას არსი გავიგოთ, ჯერ ენერგიის არსი უნდა გავიგოთ. ენერგია- ვინმეს ან რამის მუდმივი ახლოს ყოფნაა. მოცემული კონცეფციის თანახმად, თითოეული ჩვენი ქმედება მის მიერვე შექმნილ ენერგიას ატარებს. შესაბამისად, როდესაც გარშემო სამყაროსთან ვურთიერთობთ,  ცუდ ან კარგ ენერგიას ვქმნით.

 

სიტყვა „კარმას“ აქვს პირდაპირი და ძალიან ზუსტი თარგმანი. ეს არის კონცეფცია, რომელიც ყველა „ვერბალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ქმედების“ შექმნასა და შეჯამებაში მდგომარეობს. თუ თითოეული ქმედება ცალ-ცალკე თავის ენერგეტიკულ ქსელს აყალიბებს, მაშინ საბოლოოდ სხვადასხვა სიტუაცია გამოდის. კარმა კონკრეტული სიტუაციის ტიპთან და მის გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს რეალურ ზიანს, რომელსაც მისი ქმედებები იწვევენ. ან იმას, რომ ის ვინმეს ცუდად ეპყრობა.

 

ასეთი ენერგიის მიღება შეიძლება გასხვავდებოდეს, რაც ადამიანზეა დამოკიდებული. ყველაფერი მარტივია. აი რატომაც რეაგირებენ ერთნაირად ადამიანები მსგავს სიტუაციაზე. როდესაც სიტუაციის ორივე მხარეს იცნობ, სხვა ადამიანების მიმართ ემპათის გრძნობა გიჩნდება. უთანაგრძნობ ახლო ადამიანის გრძნობებს და გესმის იმ ქცევების, რომლებიც ამ გრძნობებს მოჰყვება. თანამგრძნობი გული თანაგრძნობის შესწავლის შედეგს წარმოადგენს.

 

რა არის მიზეზი და შედეგი?

მიზეზის და შედეგის კანონი, ისევე როგორც კარმას კანონი, ძალიან მარტივია გასაგებად. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ქცევები შედეგებს იწვევს. თითოეული ადამიანი თავის აზრებსა და ქცევებზე აგებს პასუხს.

 

რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ორი კანონი თითქმის იდენტურია. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ გაგება და ბალანსი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. მთელი არსი არის უკუკავშირში, რომელსაც ჩვენი ქცევებიდან ვიღებთ. ასევე იმაში, რომ პირადად შევიგრძნოთ ჩვენი ქმედებების შედეგები. ალბათ, ეს ყველაფერი მარტივი გზაა, რომ გავიგოთ გავლენა, რომელსაც ჩვენი ცუდი ქცევებით ვახდენთ.

 

რა არის კარმას ოქროს წესი?

ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, ასევე ჩვენ მიერ გაცემულ პოზიტიურ ენერგიასაც ეხება. ისევ შეგიძლიათ, ამას კარმა უწოდოთ, თუმცა ბედნიერება ადამიანს სწორ გზაზე არც ისე ნათლად მიანიშნებს, როგორც ამას უბედური მომენტები აკეთებენ. თითოეული კეთილი საქციელი, რომელიც პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, ჩვენს ცხოვრებაში რამე პოზიტიურის სახით ბრუნდება. შედეგად, ადამიანის გარშემო პოზიტიური მაგნეტიზმი ყალიბდება, რაც შედეგად ბედნიერების გრძნობას იწვევს.

 

ოქროს წესი მორალურ პირნციპს წარმოადგენს. შეგიძლიათ, უწოდოთ მას ეთიკური ნორმა, რომელიც ორმხრივობის პრინციპთან არის დაკავშირებული. გარშემომყოფებს ისე უნდა მოეპყროთ, როგორც გინდათ, რომ თქვენც მოგეპყრონ. ანუ, ეს კარგი დამოკიდებულება იქნება თუ ცუდი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 

თითოეული რელიგია და ტრადიცია ასე თუ ისე კარმულ სწავლებას ითვალისწინებს. ამას გარდა, არსებობს უამრავი განმარტება, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სოციოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით. მაგალითად, „ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

 

მთელი აზრი ემპათიაშია. ეკნომიკური თვალსაზრისით, საზოგადოება ორმხრივობის გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით- აუცილებლად უნდა მოვეპყროთ ადამიანებს როგორც ცალკეულ პიროვნებებს, და უბრალოდ არ ვთქვათ „ისინი“.

 

რა არის კარმას ოქროს წესი?  ის როგორც კარგს, ისე ცუდს გულისხმობს. მის თანახმად, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ჩვენს მომავალზე პასუხისმგებლობა დაგეგმვის დახმარებით, და არ მოვახდინოთ გავლენა ჩვენს ბედზე, ასევე,  იძულებული საქციელები არ ჩავიდინოთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ
სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
თევზების ქვები
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
ისინი საშიში არიან მრისხანების დროს: ამ ზოდიაქოს ნიშნებს განადგურება შეუძლიათ ღალატის გამო
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
ლომის ქვები
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე