ბლოგი

საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის

საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

თხის რქის საჩუქრების ასტროლოგია

 

  • თხის რქის ბედნიერი ფერი: შავი, რუხი, ყავისფერი, მუქი ლურჯი, მუქი-მწვანე.
  • თხის რქის ბედნიერი ლითონი: ტყვია
  • თქიხ რქის ქვა-თილისმა: კაშკაშა წითელი ლალი, ყველა არაგამჭვირვალე ნახევრადძვირფასი ქვა- იასპი, აგატი, ჟადეიტი, ფირუზი, მალაქიტი და სხვა. ყველა მუქი ქვა- ობსიდიანი და სხვა.

 

საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის

 

1. საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა

თანამედროვე და მოდური გაჯეტები, მძლავრი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ზეშესაძლებლობებით, რომელსაც აქვს რამდენიმე აუცილებელი ფუნქცია, გარეგნულად მიმზიდველი და სამუშაოს დროს მოხერხებული- მშვენიერი საჩუქარია თხის რქისთვის. ყიდვისას არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ ნაკეთობის კომპლექტაცია და საგარანტიო ბარათის არსებობა- პრაქტიკული თხის რქა აქცევს ყურადღებას ამ დეტალებს.

 

2. ფული კოვერტში თხის რქისთვის

ფულის კუპიურების შეკვრა კონვერტში ახარებს თხის რქას არანაკლებ, ვიდრე რამე საჭირო ნივთი მეურნეობაში. თუ უბრალოდ ფულის ჩუქება  უხერხულია, მაშინ შეიძლება მიართვათ საჩუქარი საბანკო ბარათის, დეპოზოტოს, სპორტული კლუბში აბონემენტის ან საყვარელ მაღაზიაში სერტიფიკატის სახით. ასეთი სიურპრიზი ძალიან მოეწონა თხის რქას.

 

3. ყოფაცხოვრების საგნები თხის რქისთვის

თხის რქა- საკმაოდ მომჭირნე ადამიანია, რომელიც აფასებს კომფორტს და ძალიან უყვარს საკუთარი სახლი. ის იქნება კმაყოფილი, თუ მიიღებს საჩუქრად ნივთებს, რომლებიც ხდის მის სახლს უფრო მყუდროს და ლამაზს- ორიგინალური და ფუნქციონალური აქსესუარები, ხარისხიანი ტექსტილი, სოლიდური ავეჯი და ლამაზი ჭურჭელი.

 

ამასთან ეცადეთ ამ უტილიტარული ნივთების არჩევისას მიუდგეთ საჩუქარს შემოქმედებითად. მაგალითად, აჩუქეთ არა უბრალოდ გადასაფარებელი, არამედ ორიგინალური პლედი სურათებით, რომელსაც ასევე აქვს მოსალოცი წარწერები და სურვილები. დასამახსოვრებელი და არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომელიც გაათბობს თხის რქას ზამთრის საღამოობით!

 

4. საჩუქარი თხის რქის ჰობისთვის

თქვენ იცით, რითია გატაცებული თქვენი ძვირფასი თხის რქა? შესანიშნავია- ესე იგი, არის მისი გატაცებისთვის სასარგებლო ნივთის ჩუქების შესაძლებლობა. თხის რქები- მრავალმხრივი ადამიანები არიან და გამოავლენენ თავის ნიჭს სხვადასხვა დარგებში, ნადირობიდან, ხეზე ჭრისა და ავიამოდელირებიდან კულინარიასა და ქარგვამდე.

 

ჰობი- თხის რქის ცხოვრების უდიდესი ნაწილია. როგორც კი რამე გაიტაცებს სერიოზულად, მაშინვე პროცესი მას თავით ჩაითრევს. თხის რქის, რომელიც გატაცებულია თევზაობით, დასაკეცი სკამით ან ნაკრებით თევზის დასაჭრელად შეიძლება გაახაროთ, ხელსაქმის მოყვარულ ქალს- ჩხირების ნაკრებით ან საქსოვი მანქანით, ავტომობილისტს- ორგანაიზერით საბარგულში ან GPS- ნავიგატორით.

 

ერთი სიტყვით, აჩუქეთ აუცილებელი და სასარგებლო მის საქმეში ნივთი- და თქვენ ზუსტად მოიგებთ სერიოზული და მიზანდასახული თხის რქის გულს.

 

5. სასარგებლო საჩუქრები თხის რქისთვის

ნებისმიერი საგანი, რომელსაც თხის რქას ყოველდღიურად და აქტიურად გამოიყენებს, შეესაბამება ამ საჩუქრების კატეგორიას. და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, განაცხადებს თუ არა ეს ნივთი თავისი მაღალი სტატუსის შესახებ ( ტყავის პორტფელი, ოქროს Parker), აქვს თუ არა აშკარა სასარგებლო ფუნქციები ( საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოფაცხოვრების საქონელი) ან შემატებს მის კოლექციას - ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა იყოს საჭირო თხის რქისთვის და მან ის უნდა გამოიყენოს დანიშნულებით ცხოვრების მიმდინარე მომენტში. და არ დაიმტვეროს მაგიდაში ან თაროზე „უკეთესი დროისთვის“.

 

„ყურადღებად არ ღირს“: ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები თხის რქისთვის

 

მავნე რჩევები

თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ გაუკეთოთ საჩუქარი თხის რქას- ეს უნდა იყოს მისი ყურადღების რამე ნამდვილად ღირსი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საჩუქარი დაიკარგება მისთვის ნაჩუქარი ნივთების გროვაში და საბოლოოდ გაიმგზავრება ნაგვის ურნაში. ასე რომ წაიკითხეთ ჩვენი „მავნე“ რჩევები და გააკეთეთ სწორი დასკვნები!

 

ტოპ-4 ყველაზე წარუმატებელი საჩუქარი თხის რქისთვის:

 

1. წვრილმანები, სუვენირები და სხვა სისულელე

ყველა ნივთს, რომელსაც არ აქვს პრაქტიკული აზრი, თხის რქა თვლის უსარგებლოს თავის ცხოვრებაში და ცდილობს მათ დაუყოვნებლივ მოშორებას. ამაში თხის რქები- მინიმალიზმის  დარწმუნებული მომხრეები არიან. ფაქტობრივად ეს არის ნივთი-პარაზიტები, რომლებიც იკავებს სასარგებლო სივრცეს და ხდის მას ჩახუთულს, ვიწროს და გადატვირთულს.

 

ასე რომ კარგად იფიქრეთ, როდესაც აპირებთ მიართვათ მას საყვარელი სუვენირი ფულის ხის, ჩინური დაშტამპული ქანდაკების ან მაცივარზე მაგნიტის სახით- ალბათ ასეთი საჩუქარი ვერ იპოვებს გამოხმაურებას მის სულში. სავარაუდოდ, გახდება გადაგდების პირველი კანდიდატი- არ არის საჭირო ნაგვის შენახვა. ამის მაგივრად ჯობია აჩუქოთ თხის რქას ფული- ის ნამდვილად არ დაიმტვერება თაროზე!

 

2. პრაქტიკული, მაგრამ განსაკუთრებულობას მოკლებული საჩუქარი

საჩუქარი (თუ ეს ნამდვილად საჩუქარია, და არა უბრალოდ მეურნეობაში საჭირო საყიდელი) უნდა იყოს არა მარტო ხარისხიანი და ფუნქციონალური, არამედ ორიგინალურიც- მაგალითისთვის, ჰქონდეს საინტერესო დიზაინი ან ამ ხაზის სხვა ნაკეთობებთან შედარებით გაუმჯობესებული მახასიათებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში დადებით ემოციებს ეს ნივთი არ გამოიწვევს.

 

3. სიურპრიზები და საჩუქრები, რომლებიც დაკავშირებულია სპორტის ექსტრემალურ სახეობებთან

თხის რქები- მშვიდი და ფრთხილი ადამიანები არიან. მათ არ უყვართ რისკი და ურჩევნიათ გვერდიდან უყურონ გართობებს, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ რისკთან, როგორიცაა ხიდიდან გადახტომა ან თავბრუდამხვევი ფრენა დელტაპლანზე. ასევე მათ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ თავის ცხოვრებაში ყველა გაუთვალისწინებელი მოვლენის მიმართ.

 

მაგალითისთვის, სპონტანური პიკნიკი მეგობრებთან უკვე აღიქმება თხის რქის მიერ, როგორც ავანტიურა, რომელიც აიძულებს მას დატოვოს კომფორტის ზონა. ასე რომ მოამზადეთ პროგნოზირებადი და შეთანხმებული საჩუქრები- ისინი შესანიშნავად ერგება თხის რქის სტაბილურ კოორდინატთა სისტემას!

 

4. ცოცხალი ყვავილები თხის რქისთვის

კი, სამწუხაროდ, ცოცხალი ყვავილები ასევე მოხვდა თხის რქისთვის „შეუსაბამო“ საჩუქრების თანრიგში. და ყველაფერი იმიტომ, რომ დიდი თახნის დახარჯვას დიდებულ თაიგულზე, რომელიც იდგება სულ რამდენმე დღეს, თხის რქები არამიზანშეწონილად თვლიან. მაშინ ჯობია აჩუქოთ ლამაზი მცენარე ქოთანში- თხის რქებს უყვართ და იციან სახლის ყვავილების მოვლა.

 

როგორ მივართვათ საჩუქარი თხის რქას

 

თუ ნამდვილად გინდათ თხის რქისთვის სიამოვნების მინიჭება, მოგიწევთ მისთვის არა მხოლოდ ღირსეული საჩუქრის ნახვა, არამედ საჩუქრის მიცემას თან დაურთოთ გულწრფელი და მგრძნობიარე სიტყვები. თხის რქებს უყვართ და აფასებენ სიტყვების თამაშს, და რაც უფრო ლამაზი იქნება თქვენი სიტყვა, მით უკეთესი. თუ იცით- შეთხზეთ ლექსი ან გონებამახვილი კალამბური- ცხადია, წესიერების ფარგლებში.

 

ოღონდ ნუ ელოდებით, რომ თქვენი სიტყვები გულს აუღელვებს თხის რქას ან გამოიწვევს ბობოქარ საპასუხო რეაქციას. ალბათ, ის მოუსმენს მოლოცვას თავაზიანი გაგებით და ლაკონურად გადაგიხდით მადლობას. და მხოლოდ ახლო ადამიანები შეძლება მიხვდნენ მის თვალებში ბრწყინვალებით, რამდენად ბედნიერია ეს თავშეკავებული ადამიანი ერთგული გულით.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მზე ჰოროსკოპში
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?