კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ

ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ

ფეისბუქზე გაზიარება

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ლამაზები ან ჭკვიანები არიან ისინი. ამ წყვილების ურთიერთობები იშვიათად არის ბედნიერი...

 

ვერძი: მოერიდეთ კირჩხიბს

 

თქვენ ზედმეტად პირდაპირი და დაუფიქრებელი სიტყვების წამოსროლისკენ მიდრეკილი ხართ, კირჩხიბს კი ეს სძულს. ის ემოციური ნიშანია და სამწუხაროდ, არასოდეს იცის რას აპირებთ, როცა მხარდაჭერა სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ კირჩხიბს ნებისმიერ დროს მოატყუოთ, რაც მისთვის მიუღებელია, ხოლო მისგან წამოსული მუდმივი კომუნიკაციის მოთხოვნილება მხოლოდ გაღიზიანებთ.

 

კურო: მოერიდეთ მშვილდოსანს

 

ამ ორი პერსონაჟის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი სერიალი. კურო ჯიუტია, მშვილდოსანი კი სპონტანური და ამ უზარმაზარი განსხვავების გადალახვის ალბათობა ძალიან მცირეა.

 

ტყუპები: მოერიდეთ ქალწულს

 

ქალწულებს ნამდვილად არ აკლიათ ინტელექტი და სულიერება თქვენთან კარგი კომუნიკაციისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათი ემოციები და აზრები ძალიან ჩაკეტილია იმის ფონზე, როცა თქვენ ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ. ტყუპები თავს კომფორტულად გრძნობს ხალხის კამპანიაში, ქალწულები კი უბრალოდ ზედმეტად მშვიდი და თავშეკავებულები არიან.

 

კირჩხიბი: მოერიდეთ მერწყულს

 

თქვენ არ იცით როგორ დამალოთ გრძნობები, ეს არ გამოგდით, რაც არ უნდა ეცადოთ. კირჩხიბი თანამგრძნობია, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს. მერწყულს კი, პირიქით, არ უყვარს ემოციური გახსნილობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულგრილია თქვენი ემოციების მიმართ. მან უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს ამ ყველაფრის სწორად და დროულად გამოსახატავად.

 

ლომი: მოერიდეთ ვერძს

 

თქვენ ცხოვრობთ იმისთვის, რომ იყოთ ყურადღების ცენტრში. ვერძს ძალიან უყვარს კონკურენცია და საეჭვოა, რომ ამის საშუალებას მოგცემთ. ის ყველაფერში შეგეჯიბრებათ და თქვენზე გამარჯვება არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. ლომს ჭირდება ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს და არა ის, ვინც ყოველ ჯერზე გაეჯიბრება.

 

ქალწული: მოერიდეთ კირჩხიბს

 

თქვენ ხშირად ხართ ძალიან კრიტიკული არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც. ამან შეიძლება გამოიწვიოს კირჩხიბთან სერიოზული პრობლემები, როცა მას რჩევას მისცემთ ან თუნდაც კონსტრუქციულად აკრიტიკებთ - ის ამ ყველაფერს ვერასოდეს შეეგუება.

 

სასწორი: მოერიდეთ მორიელს

 

მოგწონთ, როცა ურთიერთობა ჰარმონიაშია და ყველაფერი მშვიდობიანად მიდის. თქვენი მიზანია ნებისმიერ ფასად აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციის განვითარება. მორიელს კი უყვარს დრამა, ძლიერი ემოციები და უსაზღვრო ვნება. თქვენ უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით მისგან წამოსული ენერგიის დამანგრეველ ძალას.

 

მორიელი: მოერიდეთ ლომს

 

ამ ნიშნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ყველაფერზე შეთანხმდეთ, ყოველთვის საპირისპირო მხარეს იკავებთ. მორიელი და ლომი ქარიზმატულები და მგზნებარეები არიან, თუმცა, ეს ხელს არ უშლის მათ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, სანამ რომელიმე მათგანი მუხლებზე არ დადგება.

 

მშვილდოსანი: მოერიდეთ თხის რქას

 

ჩიტივით თავისუფლად გრძნობთ თავს და ეს მიუღებელია თხის რქისთვის, რომელსაც უყვარს კონტროლი. ამ ნიშანს არ ესმის თქვენი მომთაბარე ცხოვრების წესი, ის თქვენ სულელად და უპრინციპო ადამიანად მიგიჩნევთ.

 

თხის რქა: მოერიდეთ ვერძს

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ორი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხართ, ვერძს თქვენი პედანტურობა აღიზიანებს, რადგან ამისთვის დრო არ აქვს. მიუხედავად თქვენი მოთმინების და გაგებისა, მას სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ვერძი ცხოვრობს აწმყოში, ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის და არ უყვარს ლოდინი.

 

მერწყული: მოერიდეთ კუროს

 

ძალიან მოუსვენარი ბუნება გაქვთ, ამიტომ დროდადრო დრამატულად გრძნობთ თავს. კუროს კი სტაბილურობა მოსწონს. მას ასევე არ სურს რაიმეს შეცვლა, მითუმეტეს მაშინ, თუ ყველაფერი კარგად მუშაობს. ეს ზოდიაქოს ნიშანი არ არის საკმარისად მოქნილი და მიმღეობის მქონე თქვენი იდეებისთვის.

 

თევზები: მოერიდეთ მერწყულს

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეჩვენებათ, თითქოს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, მერწყულს უჭირს ემოციებთან გამკლავება. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება მოგისმინოთ და დაინტერესებული იყოს ყველაფრით, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. მერწყული ზედმეტად მერყევია იმისათვის, რომ ეს შეძლოს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ
ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ბოსები არიან
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით