ბლოგი

რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს

რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს

ფეისბუქზე გაზიარება

რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ადამიანების მიზანმიმართულად გაღიზიანება ან გაბრაზება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენთვის, ან მათთვის არის საჭირო...

თუ გაინტერესებთ როგორია ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წყობიდან გამოსაყვანი ზუსტი ინსტრუქცია, მაშინ განაგრძეთ კითხვა.


ვერძი

ვერძის წყობიდან გამოსაყვანად, ბევრი არაფერია საჭირო. თუ მისი გაბრაზება გსურთ, უბრალოდ უთხარით, რომ მას არ შეუძლია იმის მიღება, რაც სურს. ან უარესი - უთხარით, რომ მას საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მისი გაღიზიანებისა და გაბრაზების დონე უმაღლეს წერტილს მიაღწევს. ფაქტიურად ყურებიდან კვამლს გაუშვებს.


კურო

ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ამაყობს იმით, რაც გააჩნია. თუ მისი დუღილის ტემპერატურამდე მიყვანა გადაწყვიტეთ, უბრალოდ დაიწყეთ მისთვის ძვირფასის გაკრიტიკება.


ტყუპები

მათთან ჩხუბი ძალიან რთულია, რადგან საუბრისას შეიძლება ისეთ რამეზეც კი დათანხმდნენ, რაც მათ მოსაზრებას სრულიად ეწინააღმდეგება. თუ ტყუპების გაბრაზება გინდათ, ღიად ისაუბრეთ მათი ხასიათის ნაკლოვან მხარეებზე.


კირჩხიბი

პასიური აგრესია – ეს კირჩხიბის ყველაზე ძლიერი მხარეა, და ამასთანავე, მისი უდიდესი სისუსტეც. თუ შეძლებთ კირჩხიბთან ამ მომენტით გათამაშებას, ის ემოციურად აფეთქდება.


ლომი

ლომს უყვარს ყურადღება. მისი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა თუ გინდათ, უბრალოდ დააიგნორეთ. როცა რაიმეს თქმას დააპირებს, შეაწყვეტინეთ და შეცვალეთ საუბრის თემა. ამის შემდეგ, მოიმარაგეთ „პოპკორნი“ და უყურეთ შოუს.


ქალწული

მოაწყვეთ ქაოსი მის მაგიდაზე. გადააადგილეთ წიგნები თაროზე. გაანადგურეთ მისთვის საყვარელი იდეალური წესრგი და დააყენეთ ოთახი თავდაყირა. ქალწულის რეაქცია ქარიშხალზე უარესი იქნება.
 

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშანს არ უყვარს კამათი და ყოველთვის ცდილობს მოძებნოს მისი თავიდან აცილების საშუალება. თუ სასწორის გაბრაზება გინდათ, უბრალოდ არ დაასრულოთ კამათი. გამოსავლის პოვნის შემდეგ, ყოველ ჯერზე მოძებნეთ ახალი მიზეზი და პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში მას წყობიდან გამოიყვანს.


მორიელი

მას ბრაზის დიდი ხნით დაგროვება და შეკავება შეუძლიათ, ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად იმის გაგება, ბრაზობს თუ არა - რთულია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომლითაც მორიელის წყობიდან სწრაფად გამოყვანა შეიძლება, არის მისი საიდუმლოს გათქმა.


მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გასაბრაზებლად, საკმარისი იქნება ტყუილის თქმა. ნდობა - მშვილდოსანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ურთიერთობაში.


თხის რქა

რაციონალური და ამბიციური თხის რქა ჭკუიდან შეიშლება, თუკი ვინმე დაუმტკიცებს, რომ მისი იდეები უაზრობაა, ხოლო გეგმები პრაქტიკულად არარეალიზებადი.


მერწყული

მერწყული რა თქმა უნდა გრძნობებზე საუბრის წინააღმდეგ არ არის, მაგრამ გამუდმებით ამ საკთხის წამოწევა ძალიან აღიზიანებს. ამიტომ, თუ მისი გაბრაზება გსურთ, დაუსრულებლად ამ თემას უნდა შეეხოთ.


თევზები

თევზებს ძალიან უყვართ ყველაფრის გაზვიადება. მის წყობიდან გამოსაყვანად შეგიძლიათ პირდაპირ უთხრათ, რომ ძალიან აჭარბებს რეალობას და საკითხები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს.
 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2020 წლის ჰოროსკოპი
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თავის პარტნიორს ზედმეტად ძლიერ მიეჯაჭვებიან
სანამ მორიელს შეიყვარებთ…