ბლოგი

მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო

მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო

ფეისბუქზე გაზიარება

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ხედავდე, როგორ გშორდება საყვარელი ადამიანი და ცივდება შენს მიმართ. ამ დროს ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ვიღაც სხეულში შეგიძვრა და ნაკუწებად გჭრის. უსუსური და შეშინებული ხარ. ხვდები, რომ ვერაფერს აკონტროლებ, რომ უკვე ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო - თუმცა, ეს არასაკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც ახლა გინდა ეს არის მისი დარჩენა, მისი სიყვარული, მისი სითბო. მაგრამ არაფერი შველის გაფუჭებულ ურთიერთობებს. თქვენი მცდელობა უშედეგოა. ამიტომ, უმჯობესია გათავისუფლდეთ მსგავსი ტოქსიკური ურთიერთობებისგან.

 

შესაძლოა პარტნიორს ნამდვილად უყვარდით მთელი გულით, მაგრამ ახლა, ის დაიცალა გრძნობებისგან. შესაძლოა ის იყენებდა თქვენს სიყვარულს და მხარდაჭერას, როგორც მსხვერპლს. შესაძლოა ის თქვენს გვერდით იყო ჭირსა და ლხინშიც, მაგრამ ახლა ამის რესურსი აღარ აქვს. დროთა განმავლობაში, თქვენს ურთიერთობაში გამოიკვეთა, რომ პარტნიორი საიმედო არ არის. ახლა იმაზე უნდა დაფიქრდეთ, გჭირდებათ თუ არა მსგავსი ადამიანი გვერდით? დაფიქრდით იმაზე, რომ რთულ მომენტში, ამ ადამიანის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა აღარ გექნებათ.

 

არაფერია იმაზე მეტად რომანტიკული, როცა იმ ადამიანს, რომელიც გიყვართ, ზუსტად იგივენაირად უყვარხართ და გეპყრობათ ისე, როგორც იმსახურებთ. თუმცა, არაფერია იმაში რომანტიკული, როცა საკუთარ გრძნობებს, დროს, ენერგიას და მცდელობას ხარჯავთ ისეთ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომელიც იდენტურად არ გპასუხობთ. პირიქით, მისი ქცევა აგდებული, ცივი და ყოველგვარ ყურადღებას მოკლებულია.

 

ნებისმიერი ურთიერთობა და შეცდომები წარმოადგენს ახალი ცოდნის მიღების საფუძველს და ურთიერთობის ახალი ეტაპის განვითარებას. თქვენ უკეთესად აცნობიერებთ რა გსურთ პარტნიორისგან ან რას უნდა აარიდოთ თავი. თქვენ სწავლობთ წასვლას.

 

საყვარელ ადამიანთან ურთიერთბის გაწყვეტა და წასვლა რა თქმა უნდა მტკივნეული იქნება, თუმცა, მსგავს სიტუაციაში კავშირის გაგრძელება კიდევ უფრო მეტ ტკივილს და ზიანს მოგიტანთ. ეს იგივე იქნება, რომ შხამი დალიოთ საკუთარი ხელით.


უმთავრესი, რაც ასეთ სიტუაციაში უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არავითარ შემთხვევაში არ დატვირთოთ გული და სული სამაგიეროს გადახდის სურვილით. ასე მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. წარსულში დატოვებული ადამიანი და ურთიერთობა ისეთი ჭრილობაა, რომელსაც მუდმივად არ უნდა შეეხოთ, თუ გინდათ, რომ მალე მოშუშდეს და ნაიარევი არ დაგრჩეთ. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სამაგიერო მასთან დაშორებით უკვე გადახდილია, რადგან ის ვეღარ ნახავს ისეთ პარტნიორს, რომელიც უსიტყვოდ და დიდხანს მოითმენს მის ქცევას, თვალს დახუჭავს მის მრავალმხრივ ნაკლზე, უყურადღებობასა და გულცივობაზე. ის მუდმივად იდარდებს თქვენს დაკარგვას, მაგრამ ძალიან გვიან იქნება.


არასლურფასოვანი ურთიერთობისგან გათავისუფლების შემდეგ, შეეცადეთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, მეტად დააფასოთ, გახდით უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი. იცხოვრეთ უკეთესი ცხოვრებით და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

 

წადით და უბრალოდ განაგრძეთ ცხოვრება.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის
„სიყვარულის მეფეები“ - მამაკაც ზოდიაქოს ნიშნებში
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის
ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა