ბლოგი

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია

ფეისბუქზე გაზიარება

საბოლოოდ პოტენციურ პარტნიორს სიყვარული, ერთგულება და ზრუნვა ელოდება. თუ , რა თქმა უნდა, ის ამ გარბენს გაუძლებს...

 

ზოგიერთს მაშინვე უყვარდება, სხვები კი ელოდებიან, ფიქრობენ, ამოწმებენ, შეიძლება თუ არა ამ ადამიანის ნდობა. ერთი სიტყვით, ნამდვილი მარათონია. მაგრამ თუ საუბარია ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებზე, მაშინ, უდავოდ, ეს გარბენი ღირს ამად. რადგანაც საბოლოოდ პოტენციურ პარტნიორს სიყვარული, ერთგულება და ზრუნვა ელოდება. თუ, რა თქმა უნდა, ის, დაღლილობის გამო, ამ გარბენს არ დატოვებს...

 

კურო

კუროებს მოსწონთ, როდესაც მათზე მუდმივად ზრუნავენ და მოწყენის საშუალებას არ აძლევენ. პოტენციური პარტნიორი ყოველთვის უნდა მოქმედებდეს, იქნება ეს გასეირნება პარკში, შოკოლადის ფირფიტა, რომანტიული ვახშამი ან კინო მყუდრო დივანზე.

 

ამასთან, კუროები  ნაზები არ არიან. თუ მათ კრიტერიუმებს არ შეესაბამებით, ისინი ყველაფერს განმარტავენ, დაგემშვიდობებიან და წავლენ. და არც დაიტანჯებიან. კუროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიმშვიდე. თუ ასეთი არ ხართ- ეს გარბენი არც დაიწყოთ.

 

ქალწული

ქალწულები მომთხოვნი ადამიანები არიან და ყველაფერს დეტალურად შეისწავლიან. მათ მოსწონთ, როდესაც მათთან ერთად არის ადამიანი, რომელიც მათზე ფიზიკურად და მორალურად უფრო ძლიერია.

 

იმისთვის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, უნდა იყოთ საინტერესო, მრავალმხრივი,  და ყველანაირი ცვლილებისთვის უნდა იყოთ მზად. რაც ყველაზე მთავარია, დიდი მოთმინება დაგჭირდებათ, რადგანაც ქალწული ძალიან რთული პიროვნებაა.

 

თხის რქა

ამბობენ, რომ თხის რქები ჯიუტი არიან და თავის შეხედულებებსა და მოსაზრებებზე უარს არ ამბობენ. და ეს აბსოლუტური სიმართლეა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავის ემოციებს მაშინვე არ აჩვენებენ, მათ მოთმინება სჭირდებათ, და მზად უნდა იყვნენ თავის გამოვლენისთვის.

 

მეორე მხრივ, თუ დრო დაგჭირდებათ, თხის რქა დაგელოდებათ, რაც ამ ნიშნის ერთ-ერთ უდიდეს ღირსებას წარმოადგენს.

 

მათ მოსწონთ ურთიერთობების დამყარება ნელა და გააზრებულად. ისინი სრულიად უნდა გენდობოდნენ, რათა თავისი მოწყვლადი მხარეები გაგიმხილონ. მათთვის ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი და ნამდვილი სასიყვარულო ქიმია წარმოიშობა
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
ყველაფერი კარგად იქნება
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მაღალი ხელფასებით
დასახელებულია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც იბადებიან მილიონერები
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ?