ბლოგი

რომელი ზოდიაქოს ნიშანია

რომელი ზოდიაქოს ნიშანია

ფეისბუქზე გაზიარება

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ „დედიკოს ბიჭობა“ არ იკურნება და ჯობს ასეთი კაცებისგან თავი შორს დავიჭიროთ (თუ არ მოგწონს). მაგრამ, როგორ ამოვიცნოთ ამდენ კაცში რომელია „დედიკოსი“?

 

ასტროლოგების თქმით ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანთან გადავაწყდებით დედიკოს ბიჭობის რაღაც ნიშან-თვისებებს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ეს კიდევ უფრო მეტი დოზითაა. მოდი ვნახოთ ეს ზოდიაქოს ნიშნები:

 

კირჩხიბი - შინაური „დედისკო ბიჭი“

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ კაცებს გადაწყვეტილების მიღება დედის გარეშე არ შეუძლიათ. თუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ ყოველდღე ურეკავენ, ეკითხებიან რჩევებს, აზრსა და ა.შ. მოკლედ, კლასიკური „დედას ბუშტები“ არიან.

 

 

 

თევზები - „დედას მგრძნობიარე ბიჭი“

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს კლასიკური გაგებით დედიკოს ბიჭებს ვერ ვუწოდებთ. თუმცა ისინი არიან ძალიან მგრძნობიარეები, რის გამოც ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ დედისაგან დიდ ყურადღებას, სითბოსა და ალერსს, რასაც მერე მთელი ცხოვრების მანძილზე ითხოვენ და ელიან.

 

 

 

ქალწული -  სუფთა „დედას ბიჭი“

ბავშვობიდანვე მიჩვეულები არიან სახლის „დაწიკწიკებას“ და ვერ იტანენ ოდნავ არეულობასაც კი. ერთის მხრივ კარგია, რატომაც არა სისუფთავე ვის არ უყვარს, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. თან არ არის სასიამოვნო მუდამ იმის მოსმენა „რას ჰგავს სახლი?“ მაშინ, როცა შეიძლება უბარალოდ ბალიში იყოს ცუდად მიგდებული.

 

 

 

მერწყული - პრეტენზიული „დედიკოს ბიჭი“

ყველაზე პრეტენზიული, ყველაზე წუწუნა და აუტანელი ზოდიაქოს ნიშანი. ბავშვობიდან მიჩვეულია კომფორტს და ვერ იტანს, როდესაც ვინმე ამ იდილიას ურღვევს. ჰგონია, რომ მთელი სამყარო მის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.

 

 

 

სასწორი - დედას სიყვარული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი დიდი სიყვარულით იზრდებოდა. მისთვის დედა არის იდეალი. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი უშეცდომო, მოკლედ მისთვის დედა არის ყველა და ყველაფერი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?
აღმოსავლური ჰოროსკოპი 2025
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები