ბლოგი

5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ

5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ

ფეისბუქზე გაზიარება

ის სიტყვები, სადაც ნათქვამია, რომ საუკეთესო შურისძიება არის  - ცხოვრების მხიარულად გაგრძელება, გარკვეულწილად სიბრძნეს და სიმართლეს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ როცა ადამიანი განიცდის გატეხილი გულის ფიზიკურ სიმპტომებს ან ზიზღს ყოფილი პარტნიორის მიმართ, ზუსტად ამ განცდებით აძლევს მას საკუთარ თავზე გავლენის და ძალაუფლების შესაძლებლობას...

გთავაზობთ, ე.წ. გატეხილი გულის სიმპტომების უფრო დეტალურ განხილვას.

 

  1. სტრესის მაღალი დონე, როცა გეჩვენებათ, რომ ემოციური ტკივლი შიგნიდან განგრევთ. სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი, მაღალი წნევა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
  2. კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, კონკრეტულად ზედმეტი ჭამა და ჭამის შეწყვეტა. საკვების გამოყენება პრობლემებთან გასამკლავებელ ირაღად, ისევე საშიშია, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთიერების გადაჭარბებით გამოყენება. თუმცა, შესაძლოა, ამ ყველაფერს საპირისპირო შედეგიც ჰქონდეს. თქვენ შეიძლება მადა დაკარგოთ და ალკოჰოლზე, სიგარეტზე ან დამამშვიდებლებსა და გამაყუჩებლებზე დამოკიდებული გახდეთ.
  3. დეპრესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს იმპულსური შეცდომების დასრულება. დეპრესია გართმევთ ახალ შესაძლებლობებს, ცხოვრებას აგონიით, ტანჯვით და დამანგრეველი განცდებით გივსებთ. ეს უკვე მოჯადოებული წრეა.
  4. გაფანტული გონება და უძილობა. როცა იღვიძებთ, არ გაქვთ შეგრძნება, რომ დაისვენეთ. გარდა ამისა, საკუთარ თავს ატყობთ, რომ კონცენტრაციას დიდი ხნით ვეღარ ინარჩუნებთ და ფსიქოლოგიურად დაცარიელებული ხართ.
  5. შენელებული გულისცემა. ამ სიმპტომის გამო შეიძლება თქვენი ორგანიზმი სერიოზულად დაზარალდეს მთლიანობაში. ის არამარტო ჯანმრთელობას ვნებს, არამედ ამცირებს ჩვენს ენერგორეზერვს და მუდმივი ფიზიკური დაღლილობის შეგრძნებას იწევს.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ ე.წ. გატეხილი გულის სიმპტომები სიკვდილის მიზეზი გახდეს?

არავინ ამტკიცებს, რომ აუცილებლად მოკვდებით, თუ საყვარელი ადამიანი დაგშორდებათ, მაგრამ მუდმივი სტრესი და ნერვიულობა, არსებითად შეამცირებს სიცოცხლის ციკლს. ბედნიერი ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ხოლო დეპრესია და დარდი წარმოადგენენ „მკვლელებს“, რამდენადაც პირდაპირ გავლენას ახდენენ გულზე. უბრალოდ იმის თქმა, რომ „ბედნიერი იყავი“ ან  „დაივიწყე ის“ - საკმარისი არ არის, მათი ეფექტურობა მეცნიერულად ჯერ არ დადასტურებულა. საჭიროა მეტი დრო დაუთმოთ პოზიტიური რეაქციების სტიმულაციას, რაც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ სტრესის ჰორმონ კორტიზოლის ჭარბად გამომუშავებას.  

რაც მთავარია, ეს გატეხილი გულის სიმპტომი არასოდეს არ უნდა აღიქვათ როგორც ტრავმა!           

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებასა და მისი დონის გაზრდაში, იმისათვის, რომ შედარებით იოლად გადაიტანოთ მტკივნეული დაშორება:

 

  • მეტი სიტყვარული – სიყვარულის გადატანა ერთი მამაკაციდან მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე,
  • მეტი გამოცდილება – მიზნების დასხვა და მათი მიღწევისი გეგმის შედგენა,
  • იკონტაქტეთ ბუნებასთან და მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში,
  • შეეცადეთ, მეტი სიხარული იპოვოთ ყოველდღიურ ცხოვრეაში, მარტივ საგნებსა და საკუთარ მიზნებში.

 

პოზიტიური ჰორმონები იწვევენ დამოკიდებულებას, მხოლოდ ამ სიტყვის კარგი გაგებით, რაც დაგეხმარებათ მობილიზდეთ, კონცენტრირდეთ და დაიგეგმოთ სამომავლო მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, თქვენც ცხოვრებაში იქნება ნაკლები სტრესი, მეტი დრო იმ საქმიანობისთივს, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას. როცა ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, სამუდამოდ დაივიწყებთ წყენასაც და გულის ტკენასაც, მოიშორებთ ბრაზს და შურსძიების სურვილს - იგრძნობათ სრულ თავისუფლებას და ბედნიერებას!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
ქალწულის ქვები
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
ზოდიაქო და სიმღერა
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
ლომის ქვები