ბლოგი

ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ღვინო - ძალიან პირადული სასმელია, ამიტომ, თუ გადაწყვეტთ ვინმესთვის მის ჩუქებას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ადამიანს კარგად იცნობთ. თუ ეჭვი გეპარებათ, ჩვენი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ გაერკვეთ დეტალებში და სწორი არჩევანი გააკეთოთ.

მაშ ასე, ვისთვის როგორ ღვინოს ვარჩევთ:

 

ვერძი

ვერძები — ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენლები არიან. ისინი აქტიურ ცნობისმოყვარე პერსონებად გვევლინებიან. მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება ფრანგული ან გერმანული ღვინო - როგორიცაა, არისტოკრატული სორტი “რისლინგი” ან “პინო ნუარი”.

 

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგნელებს მართავს სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა, ამიტომ, კუროები ძალიან ესთეტები და გურმანები არიან. მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება “პინოტაჟი”-ს სორტის, მკვეთრი გემოების და ხავერდოვანი ტექსტურის მქონე ღვინო, რომელსაც აღენიშნება ყავისა და შოკოლადის ნაზი ტონები.

 

ტყუპები

მსუბუქ და კომუნიკაბელურ ტყუპებს ასტროლოგიურად შეეფერება ქვეყანა - საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო, რომელიც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. აჰიორგიტიკო - ეს არის მათთვის მისაღები ღვინის სორტი, რომელი სავსეა ტკბილი ჟოლოს, შავი კენკრისა და მუსკატის კაკლის არომატებით, ცოტაოდენი მომწარო, ორეგანოს მსგავსი ბალახის და ნაზი ტანინების გემოებით.

 

კირჩხიბი

კირჩხიბები - წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მფარველობს პლანეტა მთვარე. ამიტომ, ისინი ძალიან ემოციური, პრეტენზიული და ცვალებადი ხასიათის არიან. მათთვის ყველაზე შესაფერისი იქნება ახალზელანდიური სორტის ღვინოები.

 

ლომი

ლომისთვის მთავარი პლანეტა არის - მზე. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშანს, გეოგრაფიულად შეესაბამება ესპანეთი. რაც შეეხება ღვინოს, საუკეთესო ვარიანტი იქნება ესპანური კავა, რომელიც ქარვა ღვინის სორტია და გააჩნია მდიდარი არომატები, მსუბუქი სიმწარე და არის როგორც თეთრი ისე ვარდისფერი.

 

ქალწული

ქალწულები — სტიქია დედამიწის წარმომადგენლები არიან. ამიტომ, მათთვის უცხო არ არის ამქვეყნიური სიხარული, როგორიცაა კარგი საკვები, კომფორტული სახლი და ლამაზი ნივთები. გემოს და თვისებების მიხედვით, ქალწულებს ყველაზე მეტად შეეფერებათ მუქი ღვინოები, რომლებიც მდიდარიან ტანინითა და მსუყე არომატებით, მაგალითად - ფრანგული კაბერნე სივინიონის სორტის ღვინოები.

 

სასწორი

სასწორები — დიდი ესთეტები არიან. ამიტომ, მათთვის ლამაზი, რაც ხაზგასმულია ძვირფასი ღვინით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეფერება ლუარის ველის ღვინის სორტები, რომლებსაც ახასიათებს ელეგანტური, დახვეწილი და არომატუებით მდიდარი გემოები.

 

მორიელი

ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი და რთული ზოდიაქოს ნიშანია. მათ ხშირად სჭირდებათ მძაფრი შეგრძნებები. ამიტომ, ღვინოც უნდა იყოს მსუყე და სავსე სასიამოვნო, გემრიელი და ტანინიანი. ყველაზე შესაფერისი სორტია სამხრეთ აფრიკული “სირა”.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები — არიან ოპტიმისტები და დაუღალავი მოგზაურები. ასტროლოგიურად, მათ შეეფერება ქვეყანა - იტალია. ამიტომ, წითელი სანჯოვეზე, საუკეთესო ვარიანტია მათთვის.

 

თხის რქა

თხის რქას მფარველობს მიწის სტიქია და ის ყველაზე მიზანმიმართული და კონსერვატორული ზოდიაქოს ნიშანია. მისი მმართველია, პლანეტა სატურნი, რომელიც პასუხისმგებელია გონიერებაზე. მათთვის შესაფერისია დიდი ხნის დაძველების მქონე ღვინის სორტები. როგორიცაა მაგალითად, კლასიკური “ბორდო”.

 

მერწყული

ასტროლოგიაში, მერწყული სამართლიანად ითვლება არაორდინარულ ნიშნად, რომელსაც მართავს პლანეტა ურანი. საუკეთესო სორტის შერჩევა ამ ნიშნისთვის, შესაძლებელი იქნება ბიოდინამიური ღვინის სახეობებიდან, რომლებიც იწარმოება მთვარის ფაზებით განაშენიანებული და მოვლილი ყურძნისგან.

 

თევზები

ეს ნიშანი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, რაც პასუხისმგებელია ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე. შესაბამისად, თევზებისთვის საუკეთესო ღვინის სორტი იქნება ცივი, თეთრი “შაბლი”, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ გამოხატულ გემოვნებას.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
რა არ უყვართ ტყუპებს?
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები