ბლოგი

7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ

7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თითეოული მათგანი, თუმცა ხშირად გვავიწყდება...

 

1. სიყვარულის არსი არ არის სხვა ადამიანთან დროის გატარება და მხოლოდ იმიტომ ყოფნა, რომ კომფორტი შევიქმნათ ან ჩვენთვის სასურველი გრძნობები დავიკმაყოფილოთ. შეიძლება შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდეთ, რომ ადამიანი გიყვართ, მაგრამ საბოლოოდ სრულიად უცხოზე დაქორწინდეთ. ცხოვრება სასაცილო რამ არის. ამიტომ, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიყვარული ეფუძნება არა სხვა ადამიანის ცოდნას, არამედ პარტნიორების თავსებადობას.

 

2. სიყვარულის არსი არასოდეს ყოფილა პარტნიორების მიერ ურთიერთობის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევა. ის მართლაც ნებისმიერი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია და ამას არავინ უარყოფს, თუმცა, სიყვარულის საფუძველს ნამდვილად არ წარმოადგენს. პარტნიორის ძალისხმევის მიუხედავად, თუ მის მიმართ არაფერს გრძნობ, ურთიერთობა განწირულია.

 

3. თანმიმდევრულობა ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი სიყვარულისთვის. ასე რომ, თქვენ არ შეგიძლიათ რომანტიული ქცევა გამოავლინოთ პარტნიორის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და შემდეგ, როდესაც მიიღებთ იმას, რაც გსურთ, შეწყვიტოთ ეს ყველაფერი. ასეთი ქცევით, ურთიერთობას და პარტნიორს ნამდვილად დაკარგავთ.

 

4. პატივისცემას უდიდესი გავლენა და მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებში. თუ არ სცემთ პატივს თქვენს საყვარელ ადამიანს, მაშინ რატომ ხართ მასთან საერთოდ და რა რომანტიკულ ურთიერთობაზეა საუბარი? აქ საქმე მხოლოდ ურთიერთპატივისცემას არ ეხება, ასეთი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ზოგადად, სხვა ადამიანების მიმართაც. წარმოგიდგენიათ უზრდელ და უხეშ ადამიანთან ერთად ყოფნა?

 

5. ნდობა - არ შეიძლება ვინმე გიყვარდეს და არ ენდობოდე. ურთიერთობები ასე არ მუშაობს.

 

6. მეგობრობა - ადამიანები ამბობენ, რომ გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების ყველაზე საიმედო საფუძველი მეგობრობაა. გაცილებით მეტი შანსი გექნებათ წარმატებული ურთიერთობა გქონდეთ, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ისე მოექცევით, როგორც საუკეთესო მეგობარს. იყავით გულახდილი მასთან, ისაუბრეთ ერთმანეთის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ნება მიეცით თქვენს ჩაერთოს ყველა თქვენს ცხვორებაში - ამის დახმარებით გეცოდინებათ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს შორის ხდება, რეალურია.

 

7. ყოველთვის ესაუბრეთ ერთმანეთს. დღეში მინიმუმ ერთი შეტყობინება მაინც გაუგზავნეთ თქვენს პარტნიორს. ნუ შემოიფარგლებით მშრალი ტექსტებით. იყავით ყურადღებიანი და სამაგიეროდაც მიიღებთ იგივეს. ერთობლივი ძალისხმევა კი დაგეხმარებათ მალევე იპოვოთ წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობის გასაღები.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც არ არსებობს სიბერე
როგორი იქნება ახალი წელი კუროსთვის?
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი
ზოდიაქო და სიმღერა
მოლაპარაკების წარმოების გამორჩეული უნარის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები
ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფერს ივიწყებენ
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ