კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

თუ მოინდომებს, ყველას შეუძლია განავითაროს თავისი ინტელექტი, მაგრამ ფარული ნიჭი და თანდაყოლილი თვისებები ზოგიერთ ჩვენგანს ბავშვობიდან მოსდევს და დიდ მიღწევებამდე მივყავართ. მოდით გავარკვიოთ ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს ყველაზე მაღალი IQ.

 

ტყუპები

 

დაბადებიდან ტყუპებს აქვთ ლტოლვა ყველაფრისაკენ, ახალი ცოდნის მიღების ჩათვლით. ჩვეულებრივ, მათ აქვთ რამდენიმე დიპლომი და სწრაფად აღიქვამენ და ითვისებენ ნებისმიერ ინფორმაციას, მაგრამ ყოველთვის ვერ აგვარებენ ყველაფერს. ამიტომ მათ თავებში (როგორც სახლში) ნამდვილი ქაოსია. ტყუპები სწრაფად რეაგირებენ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე, ადვილად სწავლობენ, პრაქტიკულად აზროვნებენ, სასიამოვნო და საინტერესოა მათთან ურთიერთობა. მათ იციან ზუსტად როგორ გამოხატონ საკუთარი განზრახვები და კარგად ესმით სხვა ადამიანების სირთულეები და გამოცდილება. მათი IQ ყოველთვის მაღალია.

 

მერწყული

 

ნებისმიერ კომპანიაში მერწყულებს შეუძლიათ გამოიჩინონ მოქნილობა. გამოირჩევიან მუდმივობით, სიჯიუტისკენ მიდრეკილებით და მაღალი ინტელექტით. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, არიან თავშეკავებული, მაგრამ ამის უკან დიდი ცოდნა და ნიჭი იმალება. მერწყულს დაბადებიდანვე აქვს მაღალი IQ, მაგრამ ის ყოველთვის არ იჩენს თავს. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი დაინტერესებულია კარიერით, მაშინ მისი გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურდება და მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ამავდროულად, მერწყულებს არ უყვართ მუშაობა, ამიტომ ხშირად ახდენენ რაღაცის რაციონალიზაციას, ოპტიმიზაციას, რადგან ცდილობენ თავი აარიდონ ზედმეტი შრომას.

 

თხის რქა

 

თხის რქის თანავარსკვლავედში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი ნებისყოფით. ისინი ადვილად იღებენ პასუხისმგებლობას სხვადასხვა სიტუაციებში და იციან როგორ გაამართლონ საკუთარი ქმედება. ხშირად თხის რქები თავის წლებთან შედარებით უფრო ბრძენნი არიან, ამიტომ გარშემომყოფები მათ მიმართავენ რჩევისთვის და მხარდაჭერისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ გაწონასწორებული ხასიათი და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ასევე იციან როგორ დასახონ მიზნები და მიაღწიონ მათ. გარდა ამისა, თხის რქები გამოირჩევიან პრაგმატიზმით – თუ რომელიმე თემა აინტერესებთ, შეძლებისდაგვარად შეაგროვებენ მის შესახებ ინფორმაციას. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით იყენებენ პროფესიული ზრდისთვის. რა თქმა უნდა, მაღალი IQ აქვთ.

 

მორიელი

 

მორიელის ნიშნით დაბადებულებმა იციან საკუთარი, მაღალი IQ-ს შესახებ და ამაყობენ ამით. ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას მათ მოსწონთ დაამტკიცონ თავისი ინფორმირებულობა და სისწორე ყველა საკითხში. ამიტომ, ზოგი აღფრთოვანებულია მათით, ზოგი კი ამპარტავნად მიიჩნევს. მორიელებმა უნდა ისწავლონ იმის გაგება, თუ რომელ სიტუაციაში ღირს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების ჩვენება და როდის შეუძლიათ მოკრძალებული დარჩნენ. ასევე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ სწავლა, შრომისმოყვარეები არიან და აფასებენ საკუთარ პროფესიას.

 

ლომი

 

ზოდიაქოს ყველაზე შრომისმოყვარე (მათ შორის აკადემიური) ნიშანია ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ეჭვით უყურებენ პირად აზრს და ეძებენ საკუთარი სიტყვების დადასტურებას, ამის გამო აგროვებენ დიდ ცოდნას და გამოირჩევიან სხვებისგან. ლომებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა - ისინი გამოირჩევიან თავდაჯერებულობითა და თავდადებით და ამ თვისებებს იყენებენ ნებისმიერ დროს. უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ნიშნები, ლომი აკეთებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს და თავისი ეპოქის პროგრესულ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ლომები ფლობენ ენციკლოპედიურ ცოდნას და ადვილად უზიარებენ მას, თუ საუბრის თემა მათთვის საინტერესოა. ჩვეულებრივ ლომებს აქვთ ერთზე მეტი ჰობი, რაც მათ ინტელექტუალურ დონეს კიდევ უფრო ამაღლებს და სხვებისთვის საინტერესო თანამოსაუბრეებად აქცევს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს რომელ ნიშანს დაატყდება თავს ბედნიერების ქარიშხალი 2022-ში?
თევზების ქვები
ნატალური რუკა
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში თან გვახლდეს
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ