ბლოგი

ორი წუთის წესი

ორი წუთის წესი

ფეისბუქზე გაზიარება

არ იცით გერკვეული საქმე დღესვე გააკეთოთ თუ სამომავლოდ გადადოთ?

 

გამოიყენეთ დევიდ ალენის უნივერსალური მეთოდი, რომელიც შესულია მის წიგნში Getting Things Done!

ორი წუთის წესი გვეუბნება, რომ - იმის გაკეთება, რასაც 2 წუთზე ნაკლები სჭირდება, საჭიროა ახლავე.

ბევრი რამ საჭიროა დაუყოვნებლივ გაკეთდეს და არ გადაიდოს სამომავლოდ. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად - მოკლე პასუხი ელ-წერილზე, ჟურნალის დათვალიერება საინტერესო მასალის წასაკითხად, მნიშვნელოვანი დოკუმენტის შენახვა გამოყოფილ კონვერტში და ა.შ. სჯობს გაკეთება და დავიწყება. შედეგად - საქმე წინ წაიწევს.

როდის უნდა გამოვიყენოთ ორი წუთის წესი

რა თქმა უნდა მაშინ, როცა საჭიროა. დევიდ ალენის მიერ შემოთავაზებული უნივერსალური პრინციპი ასეთია: თუ თქვენს წინაშე დგას მოსაგვარებელი საკითხი, პირველ რიგში დააზუსტეთ, საჭიროა თუ არა მისი საერთოდ შესრულება ახლა. თუ საჭიროა - სჭირდება თუ არა მის შესრულებას 2 წუთზე ნაკლები? თუ კი - შეასრულეთ ახლავე. თუ არა - გადადეთ.

ჩვევა

საქმეთა ნაკადის სრუფასოვანი სისტემა რა თქმა უნდა ამით არ სრულდება, მაგრამ საქმის 2 წუთში შესრულების ჩვევის გამომუშავებით შესაძლოა პროდუქტიულობის დონის საგრძნობლად გაზრდა. ეს ჩვევა დაგიზოგავთ ნერვებსაც და დროსაც.

რა თქმა უნდა, 2 წუთი - ეს პირობითი მოცემულობაა. რეალურად ეს შეიძლება იყოს 5 წუთი ან ცოტა უფრო მეტი. არაფერია კატასტროფული იმაში, თუ საქმე წაიღებს სამ წუთს ორის ნაცვლად. 20 წუთიც რომ დაგჭირდეთ, სამომავლოდ გეცოდინებათ თუ რა დროა საჭირო კონკრეტული საქმის შესასრულებლად.

საყოფაცხოვრებო საქმიანობის უმრავლეოსობის შესრულება ნამდვილად არის შესაძლებელი 2 წუთზე ნაკლებ დროში. მაგალითად, ნივთების თავის ადგილზე დალაგება. ამას ნამდვილად ნაკლები დრო უნდა, ვიდრე არეული სახლის დალაგებას. შედეგი კი სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან გარემო მუდმივად მოწესრიგებული გექნებათ.

უწესრიგობის მიზეზი

სახლში, სამსახურში, ჩანთაში, ელ-ფოსტაში უწესრიგობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. თუმცა, უმთავრესი ყოველთვის არის ერთი - არაორგანიზებულობა. რომელიც ამავდროულად გამოსწორებადი პრობლემაა, თუკი საკუთარი თავს ავარჯიშებთ ზემოთხსენებული წესის შესაბამისად.

დასკვნა

წესის დაცვის ჩვევა: ყველა იმ საქმის გადაუდებლად შესრულებას, რომელსაც 2 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, შეუძლია შესანიშნავი შედეგების მოტანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საქმეების მუდმივად გადადების ან ყველაფრის ერთდროულად კეთების ჩვევა აქვს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
ყველაზე ფეთქებადი ნიშნები
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის საცხოვრებლის სწორი შერჩევისთვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
მთვარე ჰოროსკოპში
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ