ბლოგი

სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?

სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?

ფეისბუქზე გაზიარება

მოუსმინე საკუთარ სიზმრებს...

 

თითოეული ჩვენგანი ნახულობს სიზმრებს, მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა მათი გახსენება.

 

ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის ნათელია, ზოგი კი ძნელად გასაგები. მეტიც, არის სიზმრები, რომლებიც გვაშინებს ან დაბნეულობას იწვევს.

 

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს სიზმრებით გაჩენილი გრძნობები, ისინი შეიძლება დაიყოს 6 ძირითად ტიპად. იმის დადგენის შემდეგ, თუ რა ტიპს მიეკუთვნება, ჩვენთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება მისი მნიშვნელობის გაგება.

 

გაეცანით სიზმრების 6 ძირითად ტიპს და გაიგეთ, რაზე მიგანიშნებთ ისინი:

 

1. ინფორმაციული ან ამხსნელი სიზმრები

ეს სიზმრები, როგორც მათი სახელიდან ჩანს, გვეხმარებიან ნებისმიერი ფსიქოლოგიური თუ ემოციური ინფორმაციის გარკვევაში, რომელიც შედის ტვინში მთელი დღის განმავლობაში. ისინი გვეხმარებიან გავთავისუფლდეთ ზედმეტი და უაზრო პრობლემებისგან და მოვახდინოთ სასარგებლო ცოდნის ქვეცნობიერში ინტეგრირება. ასეთი სიზმრები გონებისა და სხეულის დასვენების საშუალებაა. თუმცა ამის საჭიროება არ არის, თუ უკვე მოდუნებულები და კონცენტრირებულები დავიძინებთ. ასეთი სიზმრები ხშირად შედგება რამდენიმე ფრაგმენტისგან, რომლებიც დაკავშირებულია გასული დღის გარკვეულ ეპიზოდებთან, ზოგიერთ შეუსაბამო მოგონებებთან და რუტინულ საკითხებთან.

 

2. საგანმანათლებლო სიზმრები

ამ ტიპის სიზმარი გვაწვდის ინფორმაციას ზოგიერთი მიმდინარე პრობლემის შესახებ, ასევე ცოდნას, რომლის წყაროც ჩვენი ცნობიერებაა. ზოგჯერ სიზმარში ვიღებთ ინფორმაციას, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით. გარდა ამისა, ძილი შეიძლება იყოს შთაგონების წყარო ან დაგვეხმაროს გარკვეული აღმოჩენების გაკეთებაში. მაგალითად, საგანმანათლებლო სიზმრის ნახვისას, ჩვენ ხანდახან ვხედავთ საკუთარ თავს იმ პროცესში, რომელსაც რეალურად ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, რასაც სიზმარში ვაკეთებთ, ეს ჯერ არ გაგვიკეთებია ან ვერ მიმხვდარვართ, რომ ასე უნდა გაგვეკეთებინა.

 

3. სიზმარი-გადაწყვეტები

ზოგჯერ ძილის დროს, ჩვენმა ქვეცნობიერმა შეიძლება მიგვანიშნოს პრობლემის გადაწყვეტაზე. ბევრი აღმოჩენა მეცნიერებმა სწორედ სიზმარში გააკეთეს. ასე რომ, ამ კატეგორიის სიზმრები დაგვეხმარება ჯანმრთელობის, სამუშაოს, ურთიერთობების და სხვა პრობლემების მოგვარებაში. ეს სიზმრები ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება. არსებობს ხერხი იმის დასადგენად, რომ დარწმუნეთ, იყო თუ არა ნანახი სიზმარი რაიმეს გადაწყვეტა. თუ გაიღვიძებთ ამ შინაგანი მესიჯების ძალის  სრული გაცნობიერებით, მაშინ ისინი დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.

 

4. სიზმრი პროგნოზები

სიტყვა "წინასწარმეტყველება" სინამდვილეში ნიშნავს განჭვრეტას, ამიტომ ასეთი სიზმრები ნათელს ხდის რაიმე საკითხის პოტენციურ შედეგს. ეს სიზმრები მიგვანიშნებს, რომ გონება არ ემორჩილება დროის სწორხაზოვნების კანონებს. ისინი ასევე გვიბიძგებენ ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავაქტიურდეთ სულიერი ტრანსფორმაციისა და ცნობიერების გაფართოების შესაძლებლობების ძიების კუთხით. ასეთი ტიპის სიზმრების გარჩევა დანარჩენებისგან ძალიან რთულია. ხშირად, გაღვიძების შემდეგ, მხოლოდ სურათი რჩება ჩვენს მეხსიერებაში, ამიტომ უბრალოდ ვგრძნობთ, რომ ის მნიშვნელოვანი იყო.

 

5. წინასწარმეტყველური სიზმრები.

წინასწარმეტყველური სიზმრები, ისევე, როგორც ინფორმაციული, ფოკუსირებულია ადამიანის სულიერ ზრდაზე. ამიტომ მათი დახმარებით ვიღებთ მესიჯებს უმაღლესი განზომილებებიდან, ანუ ჩვენი სულიდან. ყოველი ასეთი შეტყობინება, როგორც წესი, ატარებს პირად ან კოლექტიურ ხასიათს. ამ კატეგორიის სიზმრების ნხვის შემდეგ, ჩვენ ვიღვიძებთ შთაგონებით და სულიერი სიმშვიდის გრძნობით.

 

6. შთამაგონებლი სიზმრები.

ეს სიზმრები მჭიდრო კავშირშია ყველაფერთან, რაც ხდება ჩვენს ფიზიკურ გარემოში. ისინი არ შეიცავს რაიმე პირდაპირ შეტყობინებას. თუ გვინდა რამე ვისწავლოთ ასეთი სიზმრიდან, უნდა დავიძინოთ მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ჩვენი ქვეცნობიერი აღიქვამს გარე ფაქტორების ზემოქმედებას, მაგალითად როგორიცაა ძაღლის ყეფა, სატელეფონო ზარები, კაშკაშა განათება და ა.შ. ტვინი აძლევს ამ დაბრკოლებებს ფორმასა და ფერს, რაც მათ სიზმრის ნაწილად აქცევს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთ სახლში?
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
მერკური ჰოროსკოპში
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ