ბლოგი

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...

ფეისბუქზე გაზიარება

თუ თქვენი უფროსი მორიელია, მაშინ ნუ ეცდებით რაიმე გქონდეთ მისგან დასამალი, რადგან ის, მაინც გამოგააშკარავებთ. სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნასთან ერთად, არც თქვენი საიდუმლოს ამოხსნა გაუჭირდება. საკმარისია თვალებში ჩაგხედოთ და მან უკვე ყველაფერი იცის, რა შეგემთხვათ გუშინ ან ერთ კვირის წინ, სამსახურში საცობის გამო დაგაგვიანდათ, თუ დაგეძინათ.

 

ნუ შეშინდებით, სამაგიეროდ მან ყველაზე კარგად იცის, როგორ შეგიძვრეთ სულში და რთულ სიტუაციაში როგორ გაგამხნეოთ, რადგან კარგად აქვს გააზრებული, რომ თქვენი კარგი და ცუდი განწყობა თქვენს მუშაობაზე აისახება.

 

თქვენს ბოსს, თქვენი საიდუმლოებების ამოხსნასთან ერთად, საუკეთესოდ ეხერხება თავისი ზრახვების დამალვა, რომელსაც ვერასდროს ვერ მიუხვდებით, რადგან ის ყველა სიტუაციაში ინარჩუნებს სიმშვიდეს. სწორედ, ამას უნდა ერიდოთ, რადგან მშვიდი ადამიანისგან არავინ ელის თავდასხმას, ზუსტად ამით აღწევენ ისინი მიზანს და როდესაც თქვენი ყურადღება სხვა მხარესაა მიმართული, მაშინ ახორციელებენ გათვლილ დარტყმას.

 

არ აქვს მნიშვნელობა სამსახურში პრემიერმა აგიყვანათ, თუ პრეზიდენტმა, მისი მოსვლის შემდგომ, თუ არ მოუხვედით თვალში, ისე ოსტატურად მოგიშორებთ, მადლობასაც გადაუხდით. მაგრამ თუ ესიმპათიურებით, არ დაავიწყდება თქვენი მოწინავე პოზიციაზე გადაყვანა.

 

მანიპულაციაც მშვენივრად შეუძლია, თუ ფიქრობთ, რომ საშუალო გარეგნობის ადამიანია და თქვენზე ნაკლებად ჭკვიანი, ან საერთოდაც ვერ ხვდებით რატომ უნდა იყოს თქვენი უფროსი, ცოტა ხანში დარწმუნდებით, რომ მასზე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი არავინაა.

 

მისი დაჩრდილვა არც კი ეცადოთ, არ ეტყობა, მაგრამ ლიდერობა ძალიან უყვარს, ასე რომ მოერიდეთ, ფეხებში არ მოედოთ, თუ გინდათ რომ სამსახურის დაკარგვასთან ერთად, ცხოვრების სურვილიც არ დაგეკარგოთ.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
ასტროლოგი კორონა ვირუსზე
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით — ვის სჭირდება მეგაპოლისი და ვის ზღვა და სიმშვიდე
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს სასწორი