ბლოგი

8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ

8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენი ფიქრები და ჩვევები განაპირობებენ იმას, თუ როგორი ცხოვრება გვექნება - მდიდრული და წარმატებული, თუ პირიქით - ღარიბული და წარუმატებელი. ამასთან, ბევრი ჩვენგანი არც კი უფიქრდება, რომ მატერიალური კეთილდღეობა დამოკიდებულია იმ სიტყვებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვამბობთ.

როგორც ცნობილი ბიზნეს-ტრენერი, ჯენ სინსერო თავის წიგნში ამბობს: «არ იწუწუნო. მხოლოდ ის მდიდრდება, ვინც ცხოვრებაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს».

«თუ გაბანკროტდით, ან ჯერ კიდევ არ მიგიღწევიათ იმ ფინანსური მდგომარეობისთვის, რომელიც გსურთ, სინჯეთ შეცვალოთ საკუთარი მიდგომები, განსაკუთრებით კი საუბარი - აცხადებს სინსერო». ტრენერი დარწმუნებულია, რომ იმას, რასაც ვამბობთ, შეუძლია გახსნას ჩვენი ფარული აზრები და რწმენა ფულის შესახებ.

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ ზოგიერთი გავრცელებული ფრაზისგან, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს თითქმის ყველა ჩვენგანი. ქვემოთ წარმოგიდგენთ რვა მათგანს. გაეცანით, დაფიქრდით და შეეცადეთ აღარ გამოიყენოთ ისინი, რათა მომავალში უკეთესი ფინანსური მდგომარეობა იქონიოთ და დასახულ ფინანსურ გეგმებს მიაღწიოთ.

  • «მე მინდა...» – ეს იგივეა რომ თქვა «მე არ მყოფნის...».
  • «ვწუხვარ, რომ...» – ეს იგივეა რომ თქვა «მე ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს», რაც ენერგიას გართმევთ.
  • «მე მჭირდება...» – ეს იგივეა რომ თქვა «მე არ მყოფნის...».
  • «მე არ შემიძლია...» – ამ ფრაზიდან ყველაფერი ისედაც გასაგებია.
  • «მე ვცდილობ...» – ეს ფრაზა გულისხმობს, რომ ბოლომდე არ იხარჯებით.
  • «იმედი მაქვს...» – ეს ფრაზა გულისხმობს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არც მოხდეს და აჩვენებს, რომ თქვენ საკმარისი რწმენა არ გაქვთ.
  • «მე უნდა...» – ეს ფრაზა გულისხმობს, რომ თქვენ შეიძლება არ გსურთ ან არ გააკეთებთ იმას, რაზეც საუბრობთ.
  • «არ ვიცი» – წარმატება უბრალოდ კარებს მოგიჯახუნებთ, როცა ამ სიტყვებს იტყვით.

ახლა დროა გავეცნოთ იმ ფრაზებს, რომლებიც ჯენ სინსეროს აზრით, საჭიროა ზემოთ მოყვანილი ნეგატიური ფრაზების ნაცვლად გამოვიყენოთ. მაშ ასე:

  • «მე მაქვს».
  • «მე ვქმვნი».
  • «მე მადლობელი ვარ ამისათვის».
  • «მე ეს მომწონს».
  • «მე შემიძლია ამის გაკეთება».
  • «მე ვირჩევ».
  • «მიყვარხარ».

«მიეჩვიეთ საკუთარი საუბრისადმი გააზრებულ მიდგომას. შეეცადეთ რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვა გააკეთოთ მანამ, სანამ რამეს იტყვით. ეს მოგცემთ სივრცეს და საშუალებას საიმისოდ, რომ შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და კარგად გაიაზროთ რის გახმოვანებას გეგმავთ და აუცილებლობის შემთხვევაში გააკორექტიროთ ეს მესიჯი - ამბობს ტრენერი.

მშვენიერი რჩევებია. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ მკითხველს დაანახვებს სხვაობას ნეგატიურ და პოზიტიურ აზროვნებას შორის, რაც საშუალებას მისცემთ გამოასწორონ ვერბალური დამოკიდებულება საკუთარი მატერიუალური კეთილდღეობის მიმართ.

 

Horoskopi.ge გისურვებთ წარმატებებს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
აღმოსავლური ჰოროსკოპი 2025
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის კიბო საუკეთესო საყვარელი, ცოლი და ქმარი
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
რა ვაჩუქოთ სასწორს
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
2025 წელი — გველის წელი: რა გველის და როგორ უნდა შევხვდეთ?
როგორი თვეა სექტემბერი ამ ნიშნებისთვის?
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს