ასტროლოგებმა შეადგინეს ჩამონათვალი, სადაც შეიტანეს ის ნივთები, რომლებიც სახლიდან უნდა გავიტანოთ მანამ, სანამ წყლის შავი კურდღლის წელი შემოვა, რათა მოვიპოვოთ წარმატება და ბედნიერება.
იმისათვის, რომ ახალ 2023 წელს მხიარულად შეხვდეთ, აუცილებელია ამისთვის წინასწარ მოემზადოთ და სახლიც მოაწესრიგოთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სტატიას, სადაც გაიგებთ კონკრეტული ნივთების შესახებ, რომლებიც სახლიდან უნდა გაიტანოთ იმისათვის, რომ საახალწლო განწყობა არ გაგიფუჭდეთ და მომავალი წარმატება და ბედნიერება არ ჩაგეკეტოთ.
მაშ ასე, რისგან უნდა გათავისუფლდეთ სანამ 2023 დადგება?
ახალი წლის მოსვლამდე, აუცილებელია მოიშოროთ ყველაფერი ძველი, რაც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც გაწუხებთ, გეზედმეტებათ, სივრცეს იკავებს ან დასახული მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით.
ძველი ჩეკები და დოკუმენტები
სახლში ასეთი საბუთების არსებობა ნეგატიურად აისახება ფინანსურ მხარეზე. ძველი დოკუმენტები, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს, ხელს გიშლით მატერიალურ წინსვლაში და დასახული ფინანსური მიზნების მიღწევაში!
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია უკვე აღარ იყენებთ, მაგრამ კარადაში გაქვთ, არანაირი სარგებლის მომტანი არ არის და მხოლოდ ნეგატიურ ენერგეტიკას გიგროვებთ - საჭიროა მათი გადაყრა. მაშინაც კი, თუ მათ არანაირი დეფექტი არ აქვთ. გაითვალისწინეთ, სავალდებულო არ არის ამ ყველაფრის სანაგვეში ჩაყრა, შეგიძლიათ გაყიდოთ ან გააჩუქოთ - რაც მთავარია, მათგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს დაგეხმარებათ განაახლოთ ატმოსფერო სახლში და გაათავისუფლოთ ადგილი ახალი ნივთებისთვის.
ძველი წამლები
ახალი წლის დადგომამდე საჭიროა სახლიდან გაიტანოთ და გადაყაროთ ძველი წამლები, რომლებსაც ვადა აქვს გასული ან უკვე აღარაფერში გჭირდებათ. მათ მხოლოდ ნეგატივის და ცუდის მოტანა შეუძლიათ, მეტი არაფრის.
გასული წლის კალენდრები
ადამიანების უმრავლესობა ინახავს სახლში ვადაგასულ ნივთებს, განსაკუთრებით კალენდრებს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგს გაფორმება მოსწონს, ზოგს ყდა და ა.შ. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი კალენდრები ხელს უშლის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მითუმეტეს, თუ კალენდარი ისევ კედელზე იკავებს ადგილს. ის ყოველთვის გაგახსენებთ წარსულს, მათ შორის უსიამოვნო მოვლენებს, რაც ადრე ხდებოდა. სწორედ ამიტომ, მისგან პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეთ.
ცალ-ცალი წინდები
ისეთი წინდების შენახვა, რომელსაც წყვილი არ აქვს, ძალიან არასასურველია. ამასთან, კიდევ უფრო არასასურველია, როცა მისი მსგავსის მოძებნას და დაწყვილებას ცდილობთ. ახალი წლის დადგომამდე ასეთი ნივთებისგანაც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ, რადგან ეს მხოლოდ ნეგატივის საბადოა და უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახურ გარემოზე.
გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი
მისიდა მიუხედავად, თუ რამდენად გიყვართ ფინჯანი, ჭიქა, თეფში თუ სხვა ჭურჭელი, როგორც კი მათზე ბზარი გაჩნდება ან დაზიანდება, აუცილებლად უნდა მოიცილოთ. ასევე, რეკომენდირებულია, ყოველი წლის ბოლოს განახორციელოთ ერთგვარი რევიზია და გადაარჩიოთ ჭურჭელი, რათა არ გაგეპაროთ დაზიანებული და არ დატოვოთ ახალი წლისთვის სახლში. იგივეს გაკეთებას გირჩევენ ასტროლოგები დაზიანებული საათვალეების მიმართ.
გაცვეთილი თეთრეული და პირსახოცები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი წლის შეხვედრა არ არის სასურველი ძველი, დაზიანებული და უსარგებლო ნივთებით. შესაბამისად, გადაარჩიეთ თეთრეული და პირსახოცებიც - თუ მათში ნახავთ ფერდაკარგულ, გაცვეთილ ან დაზიანებულ ნივთს, აუცილებლად გადადეთ სახლიდან გასატანად. სავალდებულო არ არის ათობით ახალი იყოდოთ ერთიანად. მარაგს ნელ-ნელა შეავსებთ, მთავარია ახალი წლის დადგომამდე მოიშოროთ დაძველებული ნივთები.
დაზიანებული სამკაულები
თუ გაქვთ დაზიანებული სამკაული, რომლის გასაკეთებლად ან დრო ან თანხა არ გყოფნით, უმჯობესია ისინიც მოიშოროთ სახლიდან. ყველაზე დიდი ნეგატიური ენერგეტიკა სწორედ ასეთ ნივთებში გროვდება. გარდა ამისა, რადგან აქამდე მათ გასაკეთებლად ვერ მოიცალეთ, დიდი ალბათობით ვერც მომავალ წელს გააკეთებთ.
უსარგებლო დამტენები და კაბელები
აუცილებელია გადახედოთ და გადაყაროთ ყველა დამტენის ბლოკი, კაბელი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და უსარგებლოა. ისინიც მხოლოდ ნეგატივს აგროვებენ სახლში.
არაკეთილისმოსურნე და ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტი
უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლების პარალელურად, საჭიროა შეზღუდოთ კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ ნეგატივს გამოყოფენ. კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ, ვინ არის ასეთი თქვენს გარშემო და ვისთან არ გინდათ კონტაქტი. შემდეგ, მაქსიმალურად დისტანცირდით ასეთ ადამიანებთან. საჭირო არ არის ასეთ ადამიანებზე თქვენი დროის ხარჯვა, რადგან მათგან არანაირი სარგებელი არ გექნებათ!
არის შემთხვევები, როცა მსგავსი ადამიანებისგან დისტანცირება და მათთან კონტაქტის შეზღუდვა რთული ან შეუძლებელია. ასეთ დრო, საჭიროა მინიმუმამდე დაიყვანოთ მათთან შეხვედრები და არ მოუშვათ ძალიან ახლოს.