კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

იუპიტერი ჰოროსკოპში

იუპიტერი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

იუპიტერი მართავს მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს ნიშნებს

იუპიტერი ასტროლოგიაში არის უხვი, დიდსულოვანი პლანეტა, რომელიც აძლევს ადამიანებს სიხარულს, კმაყოფილება, მხარდაჭერას და დაცვას. იუპიტერის დევიზია: „მე ვტკბები!“.

 

არ არის გასაკვირი, რომ ძველი ასტროლოგები უწოდებდნენ ამ პლანეტას „დიდ კეთილისმყოფელს“. ჰოროსკოპში იუპიტერი აჩვენებს, რამდენად არის ადამიანი რეალიზებული, ცხოვრების რა იდეალები და პრინციპები, როგორია ოჯახის, თავისუფალი დროის და ინტერესების  მიმართ დამოკიდებულება.

 

იუპიტერი- ქმნადობის პლანეტაა; ის გულუხვია, ღია და ძალიან ხშირად ჩუქნის ბედის მოულოდნელ საჩუქრებს. მისი კეთილგანწყობა ჰოროსკოპში ჰპირდება დიდ მოგებებს, საგრძნობ მემკვიდრეობას და მდიდარ საჩუქრებს. იუპიტერის გავლენის ქვეშ ადამიანებს შეუძლიათ სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან, გარშემომყოფების და თავისი თავის გახარება. ისი პირდაპირი გაგებით იზიდავენ იღბალს თავის ცხოვრებაში.

 

იუპიტერის ნეგატიურ გამოვლინებებს ჰოროსკოპში შეუძლია გახადოს ადამიანი მფლანგველი და დაუდევარი, რაც მიიყვანს ფინანსური დანაკარგებისკენ ან დაწყებული საქმის ბოლომდე ვერ შესრულებისკენ. ამას გარდა, სიამოვნებების სიყვარულს აქვს თავისი უკანა მხარე- გადაჭარბება, რომელიც გამოიხატება უსაქმურობაში, ზედმეტი საკვების მიღებაში და სიამოვნებების ძიებაში.იმისთვის, რომ მსგავსი არ მოხდეს, ასტროლოგები ურჩევენ ადამიანებს, ვის ჰოროსკოპშიც ძლიერია იუპიტერის გავლენა, მიეჩვიონ ორგანიზებულობას და დისციპლინას.

 

იუპიტერი ასტროლოგიაში სამართლიანად ითვლება შემოქმედების პლანეტად, ხშირად სწორედ ეს პლანეტა, უფრო სწორედ, მისი კეთილმოქმედი გავლენა ადამიანის ჰოროსკოპზე, ჩუქნის მას მუსიკალურ, მხატვრულ ან სხვა შემოქმედებით ნიჭს.

 

ამას გარდა, ბრძენი იუპიტერი ასევე არის დაფიქრებული ადამიანების პლანეტა, ფილოსოფოსების პლანეტა. ადამიანში ის განავიტარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა გლობალური კატეგორიებით აზროვნების უნარი, სულიერი, ეთიკური და მორალური ფასეულობებისკენ ლტოლვა.

 

შეუძლებელია იუპიტერის მძლავრი, შემქმნელი, კეთილმოქმედი ენერგიის მნიშვნელობის გადაფასება: ის მიმართავს ადამიანის და კაცობრიობის სულს ახალი მწვერვალებისკენ.

 

იუპიტერის გავლენა მშვილდოსნის ჰოროსკოპზე

 

გულუხვი იუპიტერის მმართველობის ქვეშ არის ორი ზოდიაქალური თანავარსკვლავედი- მშვილდოსანი და თევზები.

 

ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ, იუპიტერის გავლენის ქვეშ მიისწრაფვიან სულიერი ზრდისა და თვითრეალიზაციისკენ. მათი კეთილმოსურნე დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ და გამოულეველი ოპტიმიზმი  ასევე არის ამ ბრძენი პლანეტის გავლენის შედეგი. მშვილდოსანს შეუძლია ყველაფერში დაინახოს კარგი მხარე, მისი მეტაფორული ჭიქა არ არის ნახევრად სავსე- თადარიგში მას ყოველთვის მოეპოვება რამდენიმე ბოლომდე ავსებული ჭიქა! იუპიტერი ჰოროსკოპში აძლევს მშვილდოსანს საშუალებას დაძლიოს ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნება, გარდაქმნის მათ რა ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებად.

 

იუპიტერის გავლენა თევზების ჰოროსკოპზე

 

თევზებს პლანეტა - მმართველმა იუპიტერმა ხელით გაუზომა იღბალი და კეთილდღეობა, პირველ რიგში- სულის და სულიერი კეთილდღეობა. იუპიტერი უბიძგებს თევზებს განეწყვნენ ბუნების სასიხარულო რითმისთვის, იცხოვრონ ჰარმონიაში სამყაროსა და საკუთარ თავთან, მარტივაი და ფილოსოფიური დამოკიდებულება ჰქონდეთ სიცოცხლის მიმართ. თუმცა, ხშირად თევზების სულიერი წონასწორობა მსუბუქად, როგორც მაგნიტი, იზიდავს მათკენ მატერიალურ კეთილდღეობას, რაც ასევე არის იუპიტერის გავლენის შედეგი მათ ჰოროსკოპში.

 

იუპიტერის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათზე და ბედში:

 

იღბლიანობა, სამართლიანობა, გულუხვობა, სიცოცხლის სიხარულის უნარი, გარშემომყოფებზე ზრუნვა, მეგობრობა, გულწრფელობა, თვითგანვითარებისკენ სწრაფვა, ფულად საკითხებში იღბალი, სულიერება, ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, აზროვნების სიფართოვე.

 

ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებშიც იუპიტერი არის მმართველი პლანეტა ( მშვილდოსანი და თევზები), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ღიად. სხვა ნიშნის ადამიანების ჰოროსკოპებში იუპიტერის და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

 

იუპიტერის სუსტი მხარეები

 

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებაში. უხვი იუპიტერისთვის ეს შეიძლება იყოს გადაჭარბებისა და გადამეტებისკენ მიდრეკილება, თვითკმაყოფილება, მფლანგველობა, გართობებისა და და სიამოვნებებისკენ სწრაფვა.

 

იუპიტერის მოქცევის პერიოდი

 

იუპიტერს სრული ზოდიაქალური წრის შესრულებისთვის ცაზე სჭირდება დაახლოებით 12 წელი, ესე უგუ თითოეულ ნიშანში ის სტუმრობს დაახლოებით წელიწადი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ მალე!
ნატალური რუკა
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი
ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები. თქვენ მათ შორის ხართ?
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
8 მიზეზი თუ რატომაა თხის რქა საოცარი ადამიანი