ბლოგი

რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ

რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ

ფეისბუქზე გაზიარება

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფრაზაა – ახალი წლიდან, ახალი ცხოვრება! - და ეჭვიც არავის ეპარება, რომ ყველაფერი გამოვა და ისე იქნება, როგორც სურთ...

 

2022 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 18 იანვრამდე, დედამიწას მოუწევს იყოს «დიდებული და საშიში» რეტროგრადული მერკურის გავლენის ქვეშ. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ და ინერვიულებთ - ასტროლოგებმა კარგად იციან რა უნდა გაკეთდეს ამ პერიოდში იმისათვის, რომ მან მშვიდობით ჩაიაროს...

 

ზოგადად, რეტროგრადული მერკურის მიმართ შიშის ქონა არ შეიძლება. ამაში არაფერი ტრაგიკული და საშინელი არ არის. ეს არის დრო, როცა ყველამ უნდა გააანალიზოს საკუთარი წარსული, ამოავსოს მისგან დატოვებული „ხვრელები“, გაშიფროს ქმედებები და ა.შ.

 

მოკლედ, სწორედ ამ სამი კვირის მანძილზე ახალი წლის ჯადოსნურ ძალაზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ გაცნობიერებულად და ყურადღებით მიუდგნენ წარსულის მოწესრიგებას.

 

სასწაულები მხოლოდ საკუთარი ხელით შეიძლება შექმნათ და თუ გაცნობიერებულად არ მოახდენთ საკუთარი ქცევის შედეგების გაანალიზებას, არ იმუშავებთ ყველაფერ ამაზე და მხოლოდ ზეციურ სასწაულებს დაელოდებით - უბრალოდ არაფერი კარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ.

 

რეტროგრადული მერკურის გავლენა უკვე ძალაშია. მერკური - ეს არის ჩვენი ფინანსები, სამსახური, საქმიანობა, ურთიერთობები და კომუნიკაცია როგორც ადამიანებთან, ისე გარესამყაროსთან მთლიანობაში.

 

სწორედ იმიტომ ხდება ის რეტროგრადული, რომ გაააქტიუროს ჩვენში ის ძალები, რომლებიც დაგვეხმარება ანგარიშვალდებული ვიყოთ საკუთარი ცხოვრების და ზოგადი ქცევის მიმართ. რომ ჩავხუროთ წარსული და არ ვათრიოთ ის დაუსრულებლად მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

 

აქედან გამომდინარე, ასტროლოგების მიერ, რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ ყოველგვარი სიახლისგან, ახალი პროექტებისგან და დავკავდეთ პირადი ცხოვრების მოწესრიგებით, ასე ვთქვათ, მისი „გენერალური დასუფთავებით“ და მეტი ყურადღება დავუთმოთ როგორც ჩვენ თავს, ისე საყვარელ ადამიანებს, ახლობლებს და მეგობრებს.

 

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ, ახალი წელი ზოგადად საჩუქრების შეძენასთან და დიდ ხარჯებთან ასოცირდება, რეტროგრადული მერკური გვაფრთხილებს, რომ თავი შევიკავოთ მსხვილი შენაძენებისგან, როგორიცაა უძრავი ქონება, მოძრავი ქონება ან მსხვილი ტექნიკა. უმჯობესია, ასეთი ნივთები ვიყიდოთ მოგვიანებით, როცა გარშემო ყველა და ყველაფერი ჩაწყნარდება, აჟიოტაჟი აღარ იქნება და სიტუაცია უფრო ჰარმონიული და მშვიდი გახდება.

არის კიდევ რამოდენიმე, ასე ვთქვათ „აკრძალვა“, რომელსაც რეტროგრადული მერკური გვიწესებს:

 

- არანაირი მსხვილი გარიგებები, კრედიტების ან ვალების აღება. არაფერი მსგავსი! ამ პერიოდში რეკომენდირებული არ არის ახალი ბიზნესის ან პროექტის წამოწყება!

- არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებაროთ სხვების გავლენას ან მანიპულირების მცდელობას!

- მერკური მოგვიწოდებს ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ. კონფლიქტებს არაფერი კარგის მოტანა არ შეუძლიათ და არც უადგილო სიამაყეს!

- არავითარ შემთხვევაში არ განაახლოთ ძველი ურთიერთობები! აპატიეთ ერთმანეთს და მშვიდობით წადით თქვენი გზით!

 

ერთი სიტყვით - მთავარია საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში აიღოთ და მთავარი ადამიანი იყოთ მასში!

 

და გახსოვდეთ: სრულიად დაცალეთ საკუთარი ცხოვრება ყოველგვარი ნეგატივის, კონფლიქტებისა და კამათისგან!

 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჯერ კიდევ არის დრო 18 იავრამდე იმისათვის, რომ რეტროგრადული მერკურის მოთხოვნები და ასტროლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, შეასრულოთ და ახალ წელში შეცდომების გარეშე შეაბიჯოთ.

 

თან ჩვენი დახმარებით, ამისთვის მზა ინსტრუქციაც გაქვთ ამ სტატიის სახით და მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ იმოქმედოთ!

 

მადლობა, რომ ჩვენი ერთგული მკითხველი ხართ!

 

მრავალ ახალ წელს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!
მოლაპარაკების წარმოების გამორჩეული უნარის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით