ბლოგი

ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

ვერძები აუტანლები 24/7? თხის რქები მოსაბეზრებელი? ეს სულაც არ არის მასე!

 

ვერძი: თქვენ აუტანელი ხართ 24/7

ფლობთ თუ არა წარმოუდგენელი ძალის ენერგიას? კი. ხშირად იქცევთ თქვენი სიტყვებით და ქცევებით გარშემომყოფების ყურადღებას? მუდმივად. და მაინც იმ ადამიანებს, რომლებიც ახლოს გიცნობენ, თავში აზრიც არ მოუვათ, რომ თქვენ აუტანელი ხართ. უბრალოდ გინდათ, რომ ყველა დანარჩენი აღგზნების იმავე ხარისხს განიცდიდეს, რასაც თქვენ, მაგრამ ამასთან, თქვენ არ გაქვთ გარშემომყოფების მწყობრიდან გამოყვანის განზრახვა.

 

კურო: ზარმაცი ხართ

კუროებო, თქვენ საქმის მიმართ, რომლითაც ხართ დაკავებული, დაუფასებელ ერთგულებას ფლობთ. სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ თქვენ მთელ დღეებს დივანზე წოლით ატარებთ, იზრდით რა მუცელს, სასაცილოა, რადგან თქვენ სულაც არ ხართ ისეთი ზარმაცი, როგორც გთვლიან. უბრალოდ გესმით, რომ შესვენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა, რადგან ისინი იძლევა დასვენების და თავის თავზე ზრუნვის საშუალებას. ბუნებრივია, რომ ასეთი მსოფლმხედველობა არ ესმით მათ, ვინც მიჩვეულია 24 საათიან მუშაობას.

 

ტყუპები: მუდმივად იტყუებით

სინამდვილეში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, ამიტომაც ის აზრი, რომ ყველა ტყუპები აპრიორი იტყუება, იმედგაცრუებას იწვევს. ეს სტერეოტიპი იმ შეხედულების გამო იყო ფორმირებული, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად ცვლიან თავის აზრს, რაც ჩვეულებრივ იმ მიზეზით ხდება, რომ თქვენ ადვილად იჟღინთავთ ახალ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ცვლით მსოფლმხედველობას. თქვენ გინდათ, რომ ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგონ, რომ თუ ვინმე მუდმივად იტყუება, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ის ტყუპებია, არამედ იმიტომ, რომ ცუდი ადამიანია.

 

კირჩხიბი: შეპყრობილი ხართ სიყვარულით

თქვენ არ გეშინიათ აღიაროთ, რომ შეყვარებული ხართ. და უბრალოდ გინდათ ის, რაც ადამიანების უმეტესობას- ახლო ადამიანთან ურთიერთობებში თავი საყვარლად და დაცულად იგრძნოთ. თქვენი მიჯაჭვულობის ჩვევა შეიძლება საკმაოდ უცნაური მოეჩვენოს ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენს თანამედროვე ეპოქაში. თუმცა თქვენ არ გჭირდებათ სხვა ადამიანი, რათა სრულყოფილი პიროვნება იყოთ- თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ ვერაფერს სასირცხვილოს იმაში, რომ ღიად გამოხატოთ თქვენი გრძნობები.

 

ლომი: მხოლოდ თქვენს თავზე ზრუნავთ

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც გიყვარდათ, იცის, რომ ეს ასე არ არის. თქვენ გაქვთ ისეთი პიროვნების რეპუტაცია, რომელსაც უკიდურესად უყვარს ყურადღება და მუდმივად აღიარებას ითხოვს გარშემომყოფების მხრიდან, მაგრამ ეს სახელის განთქმა ზედმეტად გაზვიადებულია. თქვენ არ გრცხვენიათ აღიარების მიღების, რომელსაც იმსახურებთ, როდესაც საუბარია თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც მსგავს სიტუაციებში თავს უხერხულად გრძნობენ, თქვენ გესმით საკუთარი შრომის ფასი და ითხოვთ, რომ ღირსეულად აგინაზღაურონ ის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ თავზე ფიქრობთ.

 

ქალწული: ფიქრობთ, რომ საუკეთესო ხართ

თქვენი სარკასტული ნაწილი, სავარაუდოდ, ამბობს: „მე საუკეთესო ვარ“, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ სხვა არ ეკიდება თავის საკუთარ პერსონას ისევე მკაცრად, როგორც თქვენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ აწესებთ, არამედ იცავთ ყველაზე მაღალ სტანდარტებს თქვენი თავის მიმართ. თქვენ თვითანალიზის მძიმე სამუშაოს ასრულებთ, რომლის შესრულებასაც სხვები ვერ ბედავენ. თუმცა თქვენგან ზოგჯერ კრიტიკული საქციელია მოსალოდნელი ადამიანების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ თავის თავზე მუშაობაზე, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ თვლით თავის თავს უკეთესს, ვიდრე ყველა დანარჩენი.

 

სასწორი: ყალბი ხართ

სასწორი ერთდროულად არის ყველაზე საყვარელი და საძულველი ზოდიაქოს ნიშანი- საინეტერო ბალანსია. სასწორს ყალბი შიგთავსის ადამიანებად თვლიან- სწორედ ასეთი სტერეოტიპი არსებობს ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელზე. მაგრამ სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ დამოუკიდებელი და რადიკალური შეხედულება გამოგარჩევთ ყველა მიმდინარე მოვლენაზე, თანაც ცდილობთ, ახლობლებს არ ატკინოთ გული. და ეს ხშირად გაიძულებთ თავისი ნამდვილი აზრების და გრძნობების დამალვას, ან თქვენ, ისევე როგორც ტყუპები, იცვლით თავის აზრს, იგებთ რა ახალ ინფორმაციას. თქვენ გინდათ, რომ ადამიანებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ იყო სასწორი სულაც არ ნიშნავს იყო ყალბი. უბრალოდ თქვენ სურვილი გამოძრავებთ, რომ ყველა კარგად იყოს.

 

მორიელი: მხოლოდ სექსი გაინტერესებთ

თუ რამეში წარმოუდგენელი ხართ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამით შეპყრობილი ხართ, ხომ ასეა? თქვენ ცნობილი ხართ როგორც ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშნებს შორის, თანაც აკრძალულ თემებს არ ერიდებით - ამიტომაც სექსი ის სფეროა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. თუმცა ეს აზროვნება არა მხოლოდ სექსისთვის არის გამოსადეგი- ის ყველაფერს ეხება, რისიც სხვებს ეშინიათ ან ძალიან რცხვენიათ ამის ღიად განხილვის. თუმცა, თქვენ, სავარაუდოდ, ნამდვილად შეგიძლიათ სექსუალური ცხოვრებით ტკბობა, ეს სულაც არ არის ერთადერთი, რაც გაღელვებთ, და არც ყველაზე საინეტერსოა, რისი გაგებაც შეიძლება თქვენზე.

 

მშვილდოსანი: თავისი თავის მიძღვნა არ შეგიძლიათ

როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ყოველთვის არ ჩქარობთ თავისი თავის სრულიად მიძღვნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ შეგიძლიათ. უბრალოდ უფრთხით იმ ადამიანებთან ურთიერთობების დაწყებას, რომლებსაც მთელი თქვენი დროის მონოპოლიზირება უნდათ. და თქვენ საკმაოდ კარგად იცნობთ საკუთარ თავს, რათა გესმოდეთ, რომ გარკვეულ სფეროებში თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნება. შესანიშნავი იქნება, თუ თავს იმას მიუძღვნით, ვინც მოგცემთ საშუალებას, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ- და როდესაც ნახავთ ამ ადამიანს, მაშინ ყველაფერი კარგად გექნებათ.

 

თხის რქა: მოსაბეზრებელი ხართ

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ ყველაზე ზედაპირული აღწერაა, მაგრამ თქვენ უკვე მიხვდით, რომ თქვენ შესახებ სწორედ ესაა დაწერილი. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის მიისწრაფვის თავისი მიზნების მიღწევისკენ, თანაც ზოგჯერ ნამდვილად გეშინიათ გვერდზე განდგომის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალურობა არ გყოფნით. თქვენ დაჟინებით მუშაობთ, მაგრამ სხვა გატაცებებიც გაქვთ სამუშაოს გარდა, და ნამდვილად შეგიძლიათ თავისუფლებით ტკბობა. ისინი, ვინც არ გიცნობენ ამ მხრივ,- ეს უბრალოდ ის ადამიანების არიან, რომლებზეც დროს არ ხარჯვათ. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მოსაწყენი ხართ, ეს იმიტომ, რომ ცუდად გიცნობთ.

 

მერწყული: ზედმეტად უცნაური ხართ

კი, ზოგჯერ უცნაური ხართ. კი, გაქვთ მომენტები, როდესაც ხართ განწყობაზე, იყოთ „არა ისეთი, როგორიც ყველა“. თუმცა, არსებითად, საკმაოდ ბევრი საერთო გაქვთ გარშემო სამყაროსთან, მიზნებიც ერთი და იგივე გაქვთ- უბრალოდ მათ მისაღწევად სხვა გზებს იყენებთ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ უცნაური ხართ, რადგან არაჩვეულებრივი გატაცებები გაქვთ, და კიდევ საკუთარი წარმოდგენები გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს სამყარო. თუმცა ამაში არაფერია საშიში- უბრალოდ ხართ ადამიანი განსხვავებული ინტერესებით. როდესაც ადამიანები უფრო ახლოს გიცნობენ, ესმით, რომ ის საგნები, რითიც ხართ დაკავებული, ხშირად საკმაოდ წარმტაცია და არც ისე „უცნაური“, როგორც ეგონათ.

 

თევზები: თქვენ მხოლოდ საკუთარ ემოციებს უსმენთ

ის, რომ თავის თავთან ჰარმონიაში ცხოვრებას ცდილობთ, არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაშ თქვენი ერთადერთი ხელმძღვანელი ემოციებია, და გინდათ, რომ ადამიანებს ეს უკეთ ესმოდეთ. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელსაც ადამიანებთან ყველაზე ღრმა დონეზე შეუძლია ურთიერთობა, ამავდროულად ჰარმონიაში იმყოფებით საკუთარ შინაგან სამყაროსთან. ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მხოლოდ საკუთარ ემოციებზე ზრუნავთ და ამიტომაც მათ უსმენთ ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილებას იღებთ. რეალობა ისეთია, რომ ადამიანების უმეტესობა ემოციებს განიხილავს , როგორც სისუსტის გამოვლენა, ისინი ვერც ხვდებიან, რომ თქვენი მგრძნობელობა არის თქვენი პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე. არ გეშინიათ, მისცეთ ემოციებს გადაწყვეტილებებზე გავლენის საშუალება, რაც მხოლოდ თქვენ სასარგებლოდაა.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
12 მომაკვდინებელი ცოდვა
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
რა არ უყვართ ტყუპებს?
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის