ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი

ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეული ნიშანი განსაკუთრებული უნარის მატარებელია. მაგალითად, მორიელი სხვების აზრებს კითხულობს. თევზები ძალიან მგრძნობიარეა სულიერი ვიბრაციების მიმართ. ტყუპები - თვითნაბადი მედიუმია, ხოლო ლომს, თუკი თავის ეგოს გააწონასწორებს, შეუძლია სასწაული მოახდინოს  ექსტრასენსორული უნარებით.

გაინტერესებთ რა შესაძლებლობები გაქვთ თქვენ?

მაშინ გამოგვყევით, მოძებნეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ჩამონათვალში და აღმოაჩინეთ საკუთარი შიანაგანი სამყაროს საიდუმლო შესაძლებლობები!

 

ვერძი


ისევე როგორც სხვა დანარჩენი ცხოვრებისეული საკითხების, სულიერი სამყაროს მიმართც სწორხაზოვანი დამოკიდებულება გაქვთ. გულახდილი ხართ რწმენაში და ეს მშვენიერია. თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთი ჯიუტი თავდაჯერებულობა, შესაძლოა ხელის შემშლელი გახდეს თქვნი სულიერი განვითრებისთვის. თან ცოტა არი იყოს ქედმაღლურადაც ჩანს.

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის ყველაფრის წინასწარ განჭვრეტის უნარი. ასე დალაგდა თქვენი თანავარსკვლავედი - ვერძებმა ყველაფერი ყველაზე ადრე იციან. როგორ გამოიყენებთ ამ ნიჭს - მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 

კურო


თქვენ არასოდეს ჩქარობთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ წინ სულიერი განვითარების გზაზე. ფრთხილი ხართ და ეს შეიძლება ტყუილად არც ხდება; თქვენ საუკეთესოდ შეგიძლიათ თავდაცვა სხვადასხვა ფსიქოლოგიური შემოტევებისგან. ძალიან სტაბილური პიროვნება ხართ და სამყაროს რეალური გადმოსახედიდან უყურებთ. ეს თანდაყოლილი თვისებები ყოველთვის გეხმარებათ სულიერ მუშაობაში. ამასთან, თქვენ კიდევ ერთ დადებით მხარეს ატარებთ - ყოველთვის გახსნილი ხართ სიახლის და სწავლის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია!

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის - პარაფსიქოლოგია. საკმარისია რამეს ხელი მოკიდოთ, რომ მაშინვე სრულ ინფორმაციას იღებთ გარემოზე.

 

ტყუპები


თქვენი სიყვარული ურთიერთობების მიმართ - უსასრულოა. არ შეგიძლიათ სხვბისთვის რჩევების მიცემის შეწყვეტა მაშინაც კი, როცა ამის გაკეთებას არავინ გთხოვთ. გაინტერესებთ ყველა და ყველაფერი. თუმცა, აზრების ასე მრავალმხრივმა გაფანტვამ, შეიძლება ხელი შეგიშლოთ სულიერი ნიჭის განვითარებაში. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ სხვებთან ურთიერთობაში გარკვეულ საზღვრებს დაუწესებთ საკუთარ თავს.


თქვენი სპეციფიკური სულიერი ნიჭი:

თვითნაბადი მედიუმი ხართ.

 

კიბო


ძალიან მგრძნობიარე და ფრთხილი პიროვნება ხართ. თუმცა, ეს ყოველთვის კარგი არ არის: შიში და ეჭვები შესაძლოა ურთიერთობებში ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. უდიდესი დადებითი მხარე, რომელსაც ატარებთ, არის თანაგრძნობისა და თანაგანცდის უნარი, თუმცა, თქვენ ყოველთვის ზუსტად ხვდებით, როცა ვინმე ცდილობს თქვენთან თამაშს ან თქვენს გამოყენებას.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის ტარო. თქვენ სიმბოლოებისა და ადამიანების შინაგანი სამყაროს გაშიფვრის წარმოუდგენელი ნიჭი გაქვთ.

 

ლომი


გარშემომყოფთა ყურადღებით, ქებითა და აღფრთოვანებით უდიდეს სიამოვნებას იღებთ. პოპულარობა - თქვენთვის ყველაფერია. სხვათა შორის, ლომებს მისი მოპოვება საკმაოდ მარტივად შეუძლიათ, რადგან ფლობენ ექსტრასენსულ უნარებს. თუ შეძლებთ საკუთარი ეგოს დაბალანსებას, რეალურად სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

თქვენ ხართ – ექსტრასენსი.

 

ქალწული


უდიდესი პოტენციალი გაქვთ, მაგრამ თავდაჯერებულობის არქონა და საკუთარი ნიჭის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში მისი განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. თუ საკუთარ შესაძლებლობებს დაიჯერებთ, თანდაყოლილი მეთოდურობა და დისციპლინურობა დაგეხმარებათ ყველა დაბრკოლების გადალახვასა და სულიერი სამყაროს შესახებ ფასეული ცოდნის მიღებაში.  

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ასტროლოგია. თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ასობით დეტალი, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ამით, ძალიან დიდი დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ ადამიანებს.

 

სასწორი


უძლიერეს სულიერ ენერგიას ფლობთ, თუმცა, გეშინიათ, რომ ყველაფერს არასწორად განჭვრეთ. გამოიჩინეთ სითამამე და მოიცილეთ ეჭვები. აღიარეთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ, რაც საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი გგონიათ, სინამდვილეში არის თქვენი კარი სულიერ სამყაროში შესასვლელად. ასე რომ, შეწყვიტეთ აშკარა რეალობის უარყოფა და გამოიყენეთ ნიჭი, რომელიც გაქვთ.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

თქვენ დაბადებული ხართ მოძრაობითი მედიტაციისთვის, ანუ ტაიჩისთვის (ტაიცზიციუანი). ამ გზით, თქვენ მარტივად და ბუნებრივად უერთდებით სულიერ ენერგიებს.

 

მორიელი


ბუნებით მისტიკური ადამიანი ხართ და სულიერების ყველაზე რეალურ წყაროს წარმოადგენთ. მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ფლობენ სულიერ სამყაროსთან დაკავშირების უძლიერეს პოტენციალს, მიდრეკილნი არიან ოკულტიზმისა და ყველაფერი იმისადმი, რაც დაკავშირებულია მისტიკასა და ამოუცნობ სამყაროსთან. თქვენ გიყვართ ასეთი საკითხების შესწავლა, განსაკუთარებით მათი ისტორია.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის - ტელეპათია. სხვების აზრების წაკთხვაზე უარს არავინ იტყოდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის არის შესაძლებელი - და ეს მორიელია.

 

მშვილდოსანი


დარწმუნებული არ ხართ, რომ სულიერ ნიჭს და შესაძლებლობებს ფლობთ, თუმცა აღიარებთ სამყაროში ზებუნებრივი მოვლენების არსებობას. როცა თქვენს ცხოვრებაში დრამატული და მოულოდნელი მოვლენები ხდება, თქვენი სულიერი ენერგია ძლიერდება. ასეთ მომენტებში თქვენ უფრო კრეატიული და ზებუნებრივ ძალებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხართ.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის ასტრალურ მოგზაურობაში აღმოჩენის უნარი. თქვენ რეალურად შეგიძლიათ გაემგზავროთ ნებისმიერი მიმართულებით ისე, რომ ადგილი, სადაც იმყფებით არც კი დატოვოთ.

 

თხის რქა


თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით სულიერ სამყაროს და გაღიზიანებთ ისეთი ადამიანები, რომელბიც არ იზიარებენ თქვენს მოსაზრებას. სულის სიღრმეში, თქვენ კონსერვატორული ხართ. გიზიდავთ ძველებური სულიერი რიტუალები, ახალი კი მხოლოდ სკეპსისს, ეჭვებს და აუტანლობას იწვევს.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის რუნებზე მკთხაობა. თხის რქები ამას უნიკალური მეთოდით აკეთებენ.

 

მერწყული


თქვენ კარგად იცით, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს რაღაც უჩვეულო, თუმცა ზუსტად არ იცით - რა. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიდრეკილნი არიან ყველაფერს რაცნიონალური და მეცნიერული ახსნა მოუძებნონ. ამიტომ, ისინი ძალიან დიდ იმედგაცრუებას გრძნობენ, როცა ეს არ გამოსდით. მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ზებუნებრივი ძალების, ცხოვრების ბევრ ასპექტში დროს უსწრებთ კიდეც, რადგან ზემოდან მომავალი ინფორმაციის გატარების ერთგვარ არხს წარმოადგენთ.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის ის, რომ ზებუნებრივი ძალების გამტარ არხს წარმოადგენთ, რომლებსაც კავშირზე გასვლა შეუძლიათ თქვენი ცნობიერების გავლით.

 

თევზები


თქვენ ჭეშმარიტი ემპათი ხართ, ძალიან მგრძნობიარე სულიერი ვიბრაციების მიმართ და ადვილად შიფრავთ სიმბოლოებსა და ნიშნებს. ერთადერთი, რაც უნდა ისწავლოთ, არის საკუთარი ემოცების შეკავება. როგორც წესი, მათ ყოველთვის გადაჭარბებით გამოხატავთ, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ სულიერი ენერგიისა და რეალობის აღრევამდე.

 

თქვენი სულიერი ნიჭი:

ეს არის სხვებზე მეტის დანახვისა და გაგების უნარი. ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ გრძნობთ ასე ძლიერ სხვა ადამიანების ტკივილს, ემოციებს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
როგორ აღიქვამს შეცდომებს ეს ნიშანი ?...
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
რა ვაჩუქოთ თევზებს
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან