ბლოგი

გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო

გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო

ფეისბუქზე გაზიარება

ნათქვამია - ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო...

პირადი განცდების სხვებისთვის გაზიარება - ეს ჩვეული მდგომარეობაა. ასეთად შექმნა ბუნებამ ადამიანი - ჩვენი ურთიერთვქმედებთ სხვებთან იმისათვის, რომ რთულ სიტუაციაში მარტო არ აღმოვჩნდეთ. თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც არასოდეს არავის არ უნდა გაანდოთ!

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 4 უმთავრეს თემას, რომლებზეც ყველასთან არ უნდა ისაუბროთ:

 

არ ისაუბროთ საკუთარ შიშებზე

 

ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ საკუთარ შიშებზე ყველასთან არ უნდა ისაუბროთ. ამას ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, თუ გამოავლენ შენს სისუსტეებს, შეიძლება ხალხი ჩაეჭიდოს ამას და მომავალში ეს ყველაფერი თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტს საუბრობთ თქვენს შიშებზე, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ მათ, რის შედეგად უფრო მეტად გეშინიათ.

 

არ ისაუბროთ საკუთარი შემოსავლების შესახებ

 

ზოგადად ფულის საკითხებთან დაკავშირებით, არავის უნდა ენდო საკუთარი თავის გარდა. რაც უფრო მაღალი იქნება თქვენი შემოსავალი, მით უფრო მეტად შეშურდებათ თქვენი და გამორიცხული არ არის, რომ მუდმოვად გთხოვონ თანხის სესხება, რაც თავის მხრივ, ურთიერთობში დამკვიდრებული ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორია. ფულზე შეგიძლიათ ისაუბროთ მხოლოდ მათთან, ვისაც უპირობოდ ენდობით, ვისთან ერთადაც გაიარეთ სირთულეები და ამ ადამიანმა იმედი არ გაგიცრუათ.

ეს არის მთავარი წესი - ადამიანს, რომელმაც მოიპოვა თქვენი ნდობა, შეგიძლიათ გაუზიაროთ თითქმის ყველაფერი. სხვებთან, უმჯობესია ფრთხილად იყოთ.

გასესხებული ფული, ასევე შეიძლება გახდეს თქვენს მიმართ ნეგატიური, აგრესიული და ბოროტი დამოკიდებულების საბაბი - ისინი, ვისაც უარს ეტყვით სესხებაზე, ან ასესხებთ და დროზე დაბრუნებას მოთხოვთ, დიდი ალბათობით, ამით გახარებული ნამდვილად არ დარჩებიან...

 

არ ისაუბროთ საკუთარ პრობლემებზე

 

როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, გვსურს განცდები სხვა ადამიანს გავუზიაროთ. ეს საკმაოდ ეფექტური ტექნიკაა, რადგან საშუალებას გვაძლევს სწრაფად დავმშვიდდეთ. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეგიძლიათ ენდოთ თანამსაუბრეს. რომ ის თქვენს საიდუმლოს სხვას არ გადასცემს ან თქვენს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებს.

 

არ ისაუბრეოთ საკუთარ ბედნიერებაზე

 

ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ყველასთან არ უნდა ისაუბოთ - განსაკუთრებით უცნობებთან.

 

ბედნიერებას სიჩუმე უყვარს!
 ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რა განზრახვა აქვთ სხვა ადამიანებს, მითუმეტეს, თუ მათ კარგად არ ვიცნობთ. ნურც სხვების მონაყოლ ღვთიურ ბედნიერებას დაიჯერებთ - ძირითადად ეს კარგად შენიღბული ფარსია, სხვების „გულის გასახეთქად“ მოყოლილი...

 

ადამიანებს აქვთ მიდრეკილება შურდეთ იმის, რაც თავად არ აქვთ. ამიტომ, ბევრმა გულში შეიძლება ჩაიდოს ბოღმა, ნეგატიური ენერგიით დაიმუხტოს თქვენს მიმართ, რაც ძლიერად შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს მასზე...

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
როგორ აღიქვამს შეცდომებს ეს ნიშანი ?...
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
ნატალური რუკა
საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ღალატობენ მეგობრებს