ბლოგი

რა ვაჩუქოთ თევზებს

რა ვაჩუქოთ თევზებს

ფეისბუქზე გაზიარება

ემოციური და მეოცნებე თევზები ანიჭებენ უპირატესობას თავისი კაშკაშა ილუზიების სამყაროში ცხოვრებას, და მხოლოდ იშვიათად სტუმრობენ უხეშ და რუხ რეალობას. ისინი იდუმალები, მოწყვლადები და ხშირად არაპროგნოზირებადი არიან, რადგან ხელმძღვანელობენ ემოციებით და სურვილებით, სრულიად ავიწყდებათ რა ლოგიკა და რაციონალურობა. ასე რომ საჩუქრის არჩევისას თევზებისთვის იგივე მოგიწევთ- უარი თქვათ პრაქტიკულ მიდგომაზე, მოუსმინოთ თავის გულს- და ეძებოთ.

ამასთან უნდა გავაკეთოთ შენიშვნა- რეაქცია საჩუქარზე სრულიად იქნება დამოკიდებული თევზების განწყობაზე, და ის ცვალებადია, როგორც მიქცევა-მოქცევა ოკეანეში! მაგრამ თუ ეცდებით იყოთ მაქსიმალურად ტაქტიკური, რომანტიული და ყურადღებიანი- საჩუქარიც, და მოლოცვაც იპოვებს გამოხმაურებას თევზების გულში, და სამაგიეროდ თქვენზე გადმოიფრქვევა სიყვარულის და მადლიერების უსასრულო ზღვა. რადგან თევზებმა იციან სიყვარულიც და მადლიერებაც!

 

რამდენიმე მინიშნება, როგორ აურჩიოთ თევზებს საუკეთესო საჩუქარი

 

ყველაზე მტავარია- თევზების საჩუქარი უნდა ასახავდეს თქვენს პირად დამოკიდებულებას მის მიმართ, თქვენს ზრუნვას, სიყვარულს და ყურადღებას. და არ უნდა იყოს ზედმეტად უტილიტარული (მგრძნობიარე თევზებს ასეთმა საჩუქარმა შეიძლება აწყენინოს), არამედ ინდივიდუალური, ოდნავჯადოსნური, რომელიც ანიჭებს სასიამოვნო ემოციებს და გაჯერებული რომანტიკის საგრძნობი პორციით.

 

რჩევა 1: გაკეთებულია სიყვარულით

 

ალბათ, ყველაზე მეტად თევზები საჩუქარში აფასებენ თავის თავთან ინდივიდუალურ მიდგომას, ამიტომ ასე აფასებენ ხელით გაკეთებულ ნივთებს. და მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო ინდივიდუალური, ვიდრე საჩუქარი, რომელიც საკუთარი ხელებითაა დამზადებული?

Hand made ნივთი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ადამიანისთვის, მისი გემოვნების, ინტერესების, უპირატესობის მინიჭების გათვალისწინებით, ატარებს სულის ნაწილს, მისი შემქმნელის თბილ და ცოცხალ ენერგეტიკას. მასში არაფერია ძველი, ყოველდღიური და ჩვეული.

ასე რომ რამე ნაქსოვი კაშნი, სახლის ნამცხვარი ან საკუთარი ხელით დახატული ნახატი იქნება თევზებისთვის უფრო ფასეულია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი სასწაულად ძვირი, მაგრამ უპირო ნივთი. საჩუქარში, რომელიც სპეციალურად მათთვისაა დამზადებული, თევზები დაინახავენ არაგულგრილობას, ყურადღებას და თბილ დამოკიდებულებას.

 

რჩევა № 2: ხელოვნება თევზების საჩუქრად

 

ცამ უბოძა თევზებს შესანიშნავი მხატვრული გემოვნება, ამ ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენელი არის კარგი მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი, ლიტერატორი და კარგად ერკვევა ხელოვნების სფეროში.

შტამაგონებელი საჩუქარი საყვარელი ნახატის რეპროდუქციის, მუსიკალური სიურპრიზის, ოპერაზე ან მოდურ სამხატვრო გამოფენაზე ბილეთის სახით შემოქმედი თევზებისთვის იქნება წარმატებული იდეა. საჩუქრის არცევისას, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ჯობია მიემხროთ კლასიკას- დიდებული კომპოზიტორების, მოქანდაკეების და ფერმწერების  ნამდვილ შედევრებს თევზები დააფასებენ ისე როგორც არავინ.

 

რჩევა № 3: საჩუქარი მისტიურობისკენ დახრით

 

თევზები ხშირად აღიქვამენ სამყაროს ჯადოსნობის პრიზმის მეშვეობით, ხოლო მისტიკისკენ მიდრეკილება მათში უფრო ძლიერია, ვიდრე მერწყულებსა და მორიელებში! მათ ძალიან უყვართ სიზმრების ახსნა, სჯერათ ცრურწმენების, მკითხაობის და ბედის სხვა ნიშNების. ამ წყლის ზოდიაქოს ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელი ფლობს ძლიერ ინტუიციას და შეუძლია მომავლის განჭვრეტა. და თუ ჯერ ვერ აღმოაჩინეს საკუტარ თავში ეს ნიჭი- ეს მხოლოდ ჯერ... ასე რომ ტაროს კარტების კოლოფი, ბროლის სფერო, სიზმრების ამხსნელი წიგნი, ამულეტი ზოდიაქოს ნიშნით იქნება თემაში. დაე ივარჯიშონ!

 

რჩევა № 4: ბევრი რომანტიკა საჩუქარში არ არსებობს!

 

მგრძნობიარე და აღფრთოვანებული თევზებისთვის რომანტიკა აუცილებელია როგორც ჰაერი! ისინი სიამოვნებით წავლენ თავის დაბადების დღეზე მდინარეზე თბომავალზე სასეირნოდ, ვახშამი სანთლებით რესტორანში ან პიკნიკი პარკში, სრულიად აღაფრთოვანდებიან საჰაერო ბუშტების შეკვრისგან და ვარსკვლავზე სერტიფიკატისგან, რომელიც მათ სახელს ატარებს.

ან უბრალოდ- უმღერეთ სიმღეა ან წაუკითხეთ თქვენ მიერ შეთხზული ლექსი, რომელიც დაწერილია სპეციალურად ამ შემთხვევისთვის. სენტიმენტალურ თევზებს გული აუჩუყდებათ!

 

რჩევა № 5: წვრილმანი, მაგრამ სასიამოვნოა!

 

თევზები აფასებენ პატარა სიხარულს, რომლისგანაც შედგება თითოეული დღე. ამიტომ აფასებენ სხვადასხვა სასიამოვნო წვრილმანს, როგორიცაა ბამბის საღამური, მოვლის კოსმეტიკის ხარისხიანი ნაკრები, თეთრეულის დიდებული კომპლექტი, სააბაზანო ფუმფულა პირსახოცები, საყვარელი ზანდუკი ძვირფასი ნივთებისთვის, კარგი პარფიუმი, არომაზეთების ნაკრები აბაზანისთვის.

ოღონდ, გთხოვთ, არ აგერიოთ სასიამოვნო წვრილმანები პრაქტიკულ საჩუქრებში, როგორიცაა ტაფები და ხორცსაკეპი მანქანები. და ეცადეთ არ აჩუქოთ სპეციალიზებული საშუალებები, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის ან ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბის მსგავსი- ეს შეიძლება შეფასდეს ეჭვიანი თევზების მიერ როგორც არასრულყოფილების უხეში მინიშნება. მიისალმდება შესახებად სასიამოვნო ნატურალური მასალები, ნაზი, მაგრამ არა მაბეზარი სურნელი, მწვანე ან ცისფერი ფერი.

 

რჩევა № 6:  აჩუქეთ თევზებს ოცნება, ან უბრალოდ- რამე ლამაზი...

 

შეიძლება, თქვენ ხართ კეთილი ჯადოქარი, რომელმაც ზუსტად იცის, რაზე ოცნებობს თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, რომელიც დაიბადა თევზების ნიშნის ქვეს? მაშინ თქვენ შეიძლება გნახორციელოთ მისი ოცნება, თუ აჩუქებთ, მაგალითად, საქსოფონზე დაკვრის გაკვეთილებს, ფერწერის მასტერ-კლასს, ყურსასმენებს დიდი ხმით ან მოგზაურობას სამოთხის კუნძულზე.

ან უბრალოდ- რამე ლამაზს, რაც მორთავს გარეგნობას ან საყვარელი თევზის ყოფაცხოვრებას. მაგალითისთვის, არასტანდარტული ტყავის კლატჩი ან პორტმონე, ნაზი ორქიდეა ქოთანში, ელეგანტურად გაფორმებული ალბომი ოჯახის სურატებისთვის, ჩაის წყვილი თხელი ჩინური ფაიფურისგან დახვეწილი ნახატით, მოდულის დიპტიქი ინტერიერის მორთვისთვის, პეიზაჟი ქარვის ნამცეცებისგან ან სტილური საიუველირო ნაკეთობა. ერთი სიტყვით, მოუხდება ყველაფერი, რასაც აქვს სამხატვრო ფასეულობა და აჩუქებს თევზებს ესთეტიურ სიამოვნებას.

 

რჩევა № 7: თევზების საჩუქარი ჯანმრთელობისთვის!

 

თევზები ბუნებით ეჭვიანები არიან და ძალიან ყურადღებით ეკიდებიან თავის ჯანმრთელობას, მზად არიან ყოველ დაცემინებაზე იარონ ექიმთან. გამოიყენეთ მისი ბუნების ეს თვისება საჩუქრის იდეისთვის- მიართვით მას რამე საინტერესო გაჯეტი ჯანმრთელობისთვის, ელექტრომასაჟორის, შხაპის ფილტრის, ირიგატორის, ჰაერის დამატენიანებლის ან ფიტნეს-ტრეკერის მსგავსი.

ოღონდ აკურატული იყავით და მაშნვე თქვით, რომ ეს საჩუქარი პროფილაქტიკისთვისაა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის- ნუ გაამწვავებთ ფობიებს. თუ თქვენ იცით, რომ თქვენი მეგობარი-თევზები დაკავებულია სპორტით, აჩუქეთ ტრენაჟორი, სპორტული კლუბში ან აუზში აბონემენტი, ხარისხიანი ბოტასები. ჰქონდეს კუნთები ტონუსში!

 

რჩევა № 8: სენტიმენტების დროა

 

თევზებს უყვართ სენტიმენტალური საჩუქრები ემოციური ქვეტექსტით- სხვადასხვა რბილი სათამაშოები, სანთლები, ბეჭდები, სამაჯურები სახელებით ან წარწერებით, წყვილის მაისურები ან საკიდები, გულის ფორმის საჰაერო ბუშტები.

ასეთი საჩუქარი შესანიშნავად მოუხდება ნებისმიერ ადამიანს ან მეგობარ-თევზებს, მისცემს საშუალებას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას თქვენი გრძნობების და ურთიერთობების მნიშვნელობას. ეს როგორ საიდუმლო გზავნილია, გასაგები მხოლოდ ორისთვის.. არც ისე ახლო ადამიანს შეიძლება აჩუქოთ უბრალოდ საათი გრავირებით- ხანგრძლივი მახსოვრობისთვის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
2021 წლის საუკეთესო თვე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
რა აღიზიანებს სასწორს?
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები