ბლოგი

თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!

თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!

ფეისბუქზე გაზიარება

არ დაიმციროთ თავი, არ დაანახოთ ცრემლები და არავითარ შემთხვევაში არ სთხოვოთკიდევ ერთი შანსი“. ამას სჯობს სხვა რამ გააკეთოთ...

 

განშორება — ყოველთვის უსიამოვნო მომენტია ცხოვრებაში, მაგრამ, თუკი ამის ინიციატორი მხოლოდ ერთი მხრეა, მეორე კი იძულებულია ეს პირობა მიიღოს, სიტუაცია მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმა შეიძლება გახდეს. ასეთ დროს, არაინიციატორი პარტნიორი, ყოველთვის იბნევა და ხშირ შემთხვევაშ მცდარ ქმედებებს სჩადის.

 

შცდომები ტიპიურია. მათ უშვებენ როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვანი ადამიანები. არ აქვს მნიშვნელობა საყვარელი ადამიანის გვერდით რამოდენიმე თვე გაატარეს, თუ წლები.

 

ახლა კი გეტყვით, რა შეცდომებზეა კონკრეტულად საუბარი და რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ დროს.

 

  1. უპირველეს ყოვლისა, არ დაუსვათ შემდეგი შეკითხვა: «რა გავაკეთე არასწორად
    დიდი ალბათობით, დაშორების ინიციატორი ამის ფორმულირებას ვერ შეძლებს, ან შეეცდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტ საწყენ სიტყვებს მოისმენთ მისგან. მიზეზები ყოველთვის მოიძებნება, რომლებსაც შეიძლება დაეთანხმოთ, შეიძლება არა. შედომების, დაშორების მიზეზების და სხვა პრობლემების გარკვევის მიზნით, ადამიანებს ბევრი დრო და ყველაზე მძიმე გადაწყვეიტლების - დაშორების მიღება სჭირდება. რეალური მიზეზები კი, როგორც წესი, საკმაოდ მძიმე და მტკივნეული მოსასმენია.
     
  2. მეორე შეცდომა — ცრემლები, „კიდევ ერთი შანსი“- თხოვნა და ტანჯვის დემონსტრირება არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დაშორების ინიციატორი, მამაკაცი თუ ქალი. ცრემლები და ისტერია ერთის მხრივ დაბნეულობას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო შორს ყოფნის სურვილს აჩენს. ასეთი ქცევით, თქვენ მხოლოდ დააჩქარებთ დაშორების პროცესს და რაც მთავარია, ცრემლებით ადამიანის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ. არავითარ შემთხვევაში არ ითხოვოთ თქვენი ურთიერთობის შესანარჩუნებლად „კიდევ ერთი შანსი“ - ამით მხოლოდ თავს დაიმცირებთ, მოწყვლად სიტუაციაში ჩადგებით და ფაქტიურად მორჩილებაზე განაცხადებთ თანხმობას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პარტნიორი შეიძლება დათანხმდეს კიდეც „განსაკუთრებულ პირობებს“, რომელთა მიხედვითაც, ის იქნება დომინანტი, მბრძანებელი, ხოლო თქვენ უსიტყვოდ შემსრულებელი - გაწყობთ ეს ყველაფერი? - ასე მხოლოდ გაიუარესებთ არამარტო ურთიერთობას, არამედ თვითშეფასებას, ფსიქიკას და ზოგად მდგომარეობას.
     
  3. მესამე შეცდომაა საპირისპირო ქცევა: დადანაშაულება, შეურაცხყოფა, აგრესიის გამოვლენა
    ეს საბოლოოდ წერტილს დაუსვამს თქვენს ურთიერთობას. უფრო მეტიც, მტრებად დაშორდებით ერთმანეთს, რაც როგორც მინიმუმ უსიამოვნო შეგრძნებას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

 

ალბათ იკითხავთ, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, რომ სწორი და ადეკვატური რეაქცია აჩვენოთ და დაშორების მომენტიც ღირსეულად გადაიტანოთ?

 

რჩევა:
საჭიროა თავი გააკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარკვეულწილად გულგრილობასაც თუ შეძლებთ, საუკეთესო სიტუაციაში იქნებით. ისაუბრეთ გაწონასწორებული ტონით, მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ შემდეგი სიტყვები: «ძალიან სამწუხაროა, რომ უნდა დავშორდეთ, მაგრამ მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და ვიღებ რეალობას» - და არც ერთი სიტყვა ზედმეტი.


 

დაშრების ინიციატორი ამის შემდეგ, აუცილებლად გაურკვევლობასა და დაბნეულობაში დარჩება, რადგან, როგორც წესი, ასეთ დროს ყველა ელის ისტერიკას, აგრესიას, ჩხუბს და შეურაცხყოფას, საქმის გარჩევას და ა.შ. პირველი რაც თავში აზრად მოუვა იქნება შემდეგი შეკთხვები: ნეტა მისთვის მართლა სულერთია? ნეტა ვინმე სხვა ყავს?

 

გარკვეული დროის შემდეგ, როგორც მინიმუმ იმისთვის მოუნდება დაბურნება, რომ გაარკვიოს, მარტო ხართ თუ ახალ პარტნიორთან, რა მოხდა, რატომ მიიღეთ ასე იოლად მისი გადაწყვეტილება და ა.შ.

 

აი ამ მომენტში უკვე საუკეთესო დრო იქნება იმისათვის, რომ ყველაფერი მშვიდად განიხილოთ და თავისუფლად ისაუბროთ ერთმანეთთან.

 

რა თქმა უნდა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პარტნიორი დაბრუნდება ან რაიმეს გარკვევას და დალაგებას შეძლებთ, თუკი მას უკვე სხვასთან ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ შანსი არის და შეგიძლიათ მოიგოთ გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც ის დაფიქრდება, გადააფასებს ყველაფერს და გამორიცხული არ არის, რომ შეიცვალოს აზრი, დამოკიდებულება და გადაწყვეტილება, თავად მოვიდეს და აქეთ გთხოვოთ „კიდევ ერთი სანსი“, რომელსაც სავარაუდოდ მიიღებს კიდეც, რადგან თქვენც ნაფიქრი და გაანალიზებული გექნებათ სიტუაცია მშვიდ მდგომარეობაში...

 

ხოლო თუ ასე არ მოხდება, მთავარი, მძიმე მომენტი იქნება მშვიდად ჩავლილი, ისე, რომ არცერთი თქვენგანი არ მიიღებს დამატებით ფსიქოლოგიურ და სულიერ ტრავმას, რომლისგან გათავისუფლებაც ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია. ურთიერთობის გაწყვეტა და ამ სიტუაციიდან ჯანსაღი ფსიქიკით გამოსვლა - მნიშვნელოვანი მიღწევაა ადამიანებისთვის. გარდა იმისა, რომ ასეთი ქცევა დაგიცავთ დამატებითი სტრესისგან, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სამომავლო ურთიერთობებისთვის მომზადებასა და გახსნაში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
რა არის ნატალური რუკა ?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ