ბლოგი

ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში

ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში

ფეისბუქზე გაზიარება

„საუკეთესო საყვარლის“ ტიტულზე შეიძლება სულ რამდენიმე ნიშანს ჰქონდეს პრეტენზია. და ისინი მართლაც იმსახურებენ ამას! თუმცა, ერთ-ერთი მათგანი- საუკეთესოა..

ფიზიკური სიახლოვე არის სიყვარულის ნაწილი, ამიტომაც ასეთი მნიშვნელოვანია თავისი ადამიანის ნახვა. ხშირად ამ სფეროში დისჰარმონია ანგრევდა ყველაზე მშვენიერ კავშირებს.

აღმოჩნდა, ვარსკვლავები ასევე წინასწარმეტყველებენ, როგორი იქნება სიყვარულში ესა თუ ის ნიშანი. სხვათაშორის, ოთხი ამ ზოდიაქოს ნიშნიდან უბრალოდ უბადლოა ამ „ასპარეზზე“. მაგრამ, ბუნებრივია, თითოეულ მათგანს აქვს თავისი განსაკუთრებულობა.

 

ვერძი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცები ქარიშხალს ჰგვანან. ისინი არიან ვნებიანი და ტემპერამენტიანი. ვერძი არ ფიქრობს იმაზე, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე- უბრალოდ გეხუტებათ და მიჰყავხართ სიყვარულის ქვეყანაში.

ვერძები ითვლებიან საუკეთესო საყვარლებად ზოდიაქოს ნიშნებს შორის. იმის გარდა, რომ შესანიშნავად ირკვევიან „ქალის ანატომიაში“, ისინი უბრალოდ ვირტუოზულად აჭერენ მის ეროგენულ კლავიშებზე. თანაც ის ყველაფრის გაკეთებისთვის მზადაა - ოღონდაც ასიამოვნოს თავისი საყვარელი.

ასევე ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ძალიან გახსნილი, მათთვის არ არსებობს აკრძალული თამაში ან ფანტაზია. მოკლედ, ისინი შესანიშნავი არიან ყველა როლში, ასე რომ შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ მათ თავისი ფანტაზიების შესახებ. ვერძი ყოველთვის მწვერვალზეა!

 

მერწყული

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ოდნავ ქედმაღლები და რთულად გასაგები. ასევე არიან ხოლმე ზედმეტად ექსცენტრიულები და ემოციურები. და კიდევ მერწყული საკმაოდ პრეტენზიულია საყვარელი ქალის არჩევისას.

ზოგჯერ ისინი ვერც უხსნიან თავის თავს, რატომ მოსწონთ ესა თუ ის გოგონა. ხასიათის ეს თვისებები შეიძლება უკუაქცევდეს პოტენციურ პარტნიორებს, და სულ ამაოდ. საქმე ისაა, რომ მერწყული იდეალური საყვარელია, რომელმაც იცის სასიყვარულო თამაშების არსი და ძალიან უყვარს ისინი.

ის ყოველთვის მზადაა თავგადასავლისთვის, და მისით უკმაყოფილო არ არსებობს!

 

თევზები

 

თევზები ძალიან პასუხისმგებელი არიან. ისინი შეიძლება ერთჯერად ინტრიგაში გაეხვან, მაგრამ არასდროს არ გაანადგურებენ თავის ქორწინებას. ოჯახი და შვილები- მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ნაზი და ალერსიანი საყვარლები არიან. ამბობენ, რომ ქალმა, რომელიც არ ყოფილა თევზებთან, არ იცის, რა არის ნამდვილი სიახლოვე. განსაკუთრებით კარგები არიან ამ ნიშნის წარმომადგენლები, როდესაც ძალიან ძლიერ უყვართ ვინმე! მაშინ სასწაულებს ქმნიან!

ერთი პატარა „მაგრამ“: ზოგჯერ ისინი არიან ძალიან ჭირვეული და მიუწვდომელი- თანაც, როდესაც მათგან ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით.

 

მორიელი

 

გაგიმხელთ მთავარ საიდუმლოს: სიყვარულში ყველაზე უბადლო არიან კაცები, რომლებიც დაიბადნენ მორიელის ნიშნის ქვეშ. ისინი არიან სიყვარულის და ეროტიკის ნამდვილი სიმბოლოები.

ძველ ასტროლოგიაშიც კი ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის საუკეთესო საყვარლებად ითვლებოდნენ .

მართალია, კაცი-მორიელი, რომლის ცხოვრებაშიც მხოლოდ ერთი ქალი არსებობს- იშვიათობაა. მათ ცხოვრებაში, როგორც წესი, ერთდროულად მინიმუმ ორი ქალი არსებობს.

ასე რომ, უნდა გაითვალისწინოთ ეს თვისება, თუ შეგიყვარდებათ მორიელი. სხვათაშორის, მისი არშეყვარება თითქმის შეუძლებელია. გამჭოლი მზერა, განსაკუთრებული მაგნეტიზმი, მშვენიერი გარე მონაცემებები- ვინ გაუძლებს ასეთ მშვენიერ მამაკაცს?

მაგრამ როგორც კი მორიელი ნახულობს ქალს, რომელიც მას ყველა გაგებით შეეფერებათ, ხდება უკიდურესად ერთგული.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა აბრაზებს ქალწულებს?
რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ზოდიაქოს ნიშნები?
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ