ბლოგი

ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ

ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენი ენერგია გარდაუვალად ერწყმება და ურთიერთქმედებს ყველა ადამიანის ენერგიასთან, რომლებთანაც გვაქვს საქმე...

 

თუმცა ეს ყოველთვის არ არის ნათელი და აშკარა, მაგრამ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები გავლენას ახდენენ ჩვენს აურაზე. და რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ თავს მათი შინაგანი დემონების და ნეგატიური ენერგიის მოქმედებისგან, მით უკეთესი იქნება ჩვენი საკუთარი ცხოვრება.

 

ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, რას გრძნობენ სხვები, და ყოველთვის ვერ ვამჩნევთ, როდის დგება მათ ცხოვრებაში შავი ზოლი- სამაგიეროდ ყოველთვის ვგრძნობთ და შევიგრძნობთ, როდის ხდება მათი ენერგია ნეგატიური. ჩვენ ენერგია გარდაუვალად ერწყმის და ურთიერთქმედებს ყველა ადამიანის ენერგიასთან, რომლებთანაც გვაქვს საქმე. ხშირად სხვისი ნეგატიური ენერგიის მოქმედება ჩვენს აურაზე გვტოვებს უკიდურესად დაქანცულებს.

 

ასე რომ, თუ ხვდებით, რომ ბოლო დროს გარშემომყოფების ენერგია მოქმედებს თქვენზე სულ უფრო და უფრო ძლიერ, და უფრო ხშირად ნეგატიურად, აუცილებლად უნდა იმუშაოთ საკუთარ დაცვაზე.

 

ამ, ერთი შეხედვით  მარტივ რჩევებს, სრულიად შეუძლია თქვენი აურის უვნებლად შენარჩუნებაში და სხვისი ტოქსიკურობისგან დაცვაში დახმარება.

 

აი თქვენი აურის დაცვის 8 ხერხი:

 

1. სურნელოვანი კვამლით დაბოლება

 

გარემოების მიხედვით, სრულიად შეგიძლიათ გახადოთ თქვენს სახლში ატმოსფერო უფრო პოზიტიური სურნელოვანი ჩხირების ან არომალაპმების დახმარებით შესაბამისი ზეთებით. არომატის შესუნთქვა მოგცემთ ნეგატივისგან ყურადღების გადატანის საშუალებას, და თქვენ მასზე არ იქნებით კონცენტრირებული, სულისთვის ბევრად მარტივი იქნება თქვენი აურის გაწმენდა ნეგატიური ენერგიისგან. შემდეგ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შეუშვებთ თუ არა ისევ ამ ნეგატივს თქვენს პირად სივრცეში.

 

2. არ დაკარგოთ წონასწორობა

 

რაც უფრო ნაკლებად მისცემთ სხვის სიტყვებს და ქმედებს წონასწორობისგან გამოყვანის საშუალებას, მით უკეთესი იქნება თქვენი განწყობა, და მით ნაკლებად შეაღწევს სხვისი ნეგატივი თქვენს სულში. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ირგვლივ, ეცადეთ არ მიიტანოთ გულთან ახლოს- თქვენ გარშემო მყოფი ენერგეტიკული ვამპირები სწორედ ამას აღწევენ. ყველაფერი ისეთი არ არის, როგორიც ჩანს.

 

3. დაიცავით თავი მარილის მეშვეობით

 

შესაძლებელია, ეს უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე უბრალო მარილს შეუძლია თქვენი დაცვა ნეგატიური ენერგიის ბევრი სახეობისგან. თუ იმყოფებით სიტუაციაში, რომელშიც ვერ იყენებთ სურნელოვან კვამლს, რათა „განდევნოთ“ ნეგატიური ენერგია, გაიკეთეთ დამცავი მარილისგან, ჩადეთ ის ჩვეულებრივ ნაჭრის ტომარაში და მაგრად შეკარით. ჩემი საყვარელი მარილის სახეობაა- ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. ჩემი ცხოვრბისეული გამოცდილება მიმანიშნებს, რომ ის ყველაზე ეფექტურად შეიწოვს ნეგატიურ ენერგიას.

 

4. თეთრი შუქის მედიტაცია

 

თეთრი შუქის მედიტაცია- ეს არის მედიტაცია, რომლის დროსაც თქვენ ცდილობთ კაშკაშა თეთრი ფერის დანახვას თქვენ შიგნით და მის „გარეთ“ გამოყვანას. ეს კაშკაშა თეთრი შუქი არის ჩვენი შინაგანი დაცვა, რომელსაც შეუძლია ჩვენი დაცვა ცხოვრების გზაზე. განსაკუთრებით ეფექტურად ის იღებს შეტევებს ჩვენს აურაზე.

 

5. დატოვეთ ნეგატივი კარების უკან

 

ბრუნდებით რა საღამოს სახლში, ეცადეთ უკან დატოვოთ მთელი სტრესი და ნეგატივი, რომელიც დაგროვდა ამ დღეს. არ შემოიტანოთ ის თან სახლში. გამოყავით ხუთი წუთი იმისთვის, რომ მედიტაცია ჩაატაროთ ამ ყველაფერზე და გაუშვათ- თუ აქედან რამე ნამდვილად გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ ამის ისევ აღება, როდესაც მიდიხართ დილით სამსახურში. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი რამ ითხოვს გარკვეულ პრაქტიკას, ის შეიძლება აღმოჩნდეს  დაცვის ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი.

 

6. თან ატარეთ კრისტალები

 

ერთ-ერთი საუკეთესი კრისტალები, რომლებიც თან უნდა გქონდეთ, თუ გინდათ თქვენი აურის დაცვა გარე მოქმედებისგან, არის დაწახნაგებული ქარვა, კვამლიანი კვარცი, ტურმალინი და ამეთვისტო. ყველა ეს ქვა ხელს უწყობს თქვენი აურის გაწმენას და იცავს მას დღის განმავლობაში. მიუხედავად იმის, რომ მათი ზემოქმედება, ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუ ატარებთ მათ ყოველ დღე, დროთა განმავლობაში ის საგრძნობი გახდება.

 

7. გააღეთ ფანჯრები და კარები

 

თუ ჩახუთებულად გრძნობთ თავს სახლში,  მისი ვრცელი ოთახების და კონდეციონერის იონიზატორით მიუხედავად, უბრალოდ გამოაღეთ ფანჯრები და კრები. ეს დაგეხმარებათ განდევნოთ თქვენ გარშემო მყოფი დიდხანს დარჩენილი ენერგია. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის საკმარისი, ნებისმიერ შემთხვევაში არ შეგიშლით ხელს.

 

8. შეწყვიტეთ კონტაქტი

 

შეწყვიტეთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც მუდმივად ძირს მიჰყავხართ, ფსკერზე. თუ ყოველ ჯერზე აძლევთ მათ თქვენი ცხოვრების ქაოსად გარდაქმნის საშუალებას, და თავს ირწმუნებთ, რომ მათ უბრალოდ „რთული დღე ჰქონდათ“, თქვენ თავს ვნებთ. თქვენ იმსახურებთ, რომ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, მაგრამ ამის გაკეთება არ გამოგივათ, თუ თქვენ გვერდით არიან ტოქსიკური ადამიანები.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის