ბლოგი

კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები

კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები

ფეისბუქზე გაზიარება

1. საყოფაცხოვრებო ტექნიკა

 

ალბათ, არცერთ ზოდიაქოს ნიშანს ასე არ გაეხარდება ჩვეულებრივი ყავის მოსადუღებელი, მტვერსასრუტი ან მიქსერი, როგორც კუროს! და ყველაფერი იმიტომ, რომ მისთვის საყოფაცხოვრებო კომფორტი, სიმყუდროვე და გემრიელი საკვები პირველ ადგილზე დგას. მატერიალური კეთილდღეობის მერე, ცხადია. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ბრენდული, ხელსაყრელი და ძვირი, თორემ იმედგაცრუებას ვერ აუვლით გვერდს. და არ სცადოთ კუროს გაოცება სუპერმოდური სიახლის გაუგებარი ფუნქციებით არჩევით- ეს ზედმეტია. მისი გულისთვის უფრო სასიამოვნოა ჩვეული და დროით შემოწმებული ხელსაწყო, რომელმაც ქსელში დააგროვა დადებითი განხილვების ყველაზე დიდი რაოდენობა.

 

2. საიუველირო სამკაულები კუროსთვის

 

ო, კი! და კიდევ ერთხელ კი! ოქროს ბეჭდები, საყურეები, დიადემები ბრილიანტებით, კოლიე, ჰალსტუკის მოსაჭირები და ფული და სხვა ძვირფასი საიუვერლირო ნაკეთობები და კურო უბრალოდ ერთმანეთისთვის შექმნილი არიან! ხშირად ამ ნივთებს აფასებენ, როგორც ინვესტიციის ჭკვიანურ დაბანდებად. თანაც ის ლამაზებია და აძლევს კუროს საშუალებას, იგრძნოს არამხოლოდ მისი ფლობის სიხარული, არამედ ესთეტიკური სიამოვნებაც.

რისი გაკეთებაც არ არის რეკომენდირებული- მისი შესანიშნავის გრძნობის შეურაცხყოფა იაფფასიანი ბიჟუტერიით. ჯობია საერთოდ არაფერი აჩუქოთ, ვიდრე ასე დაამციროთ!

 

3. ყვავილები კუროსთვის

 

კუროსთვის თაიგული შეიძლება იყოს მხოლოდ ახალმოჭრილი სამეფო ვარდებისგან! კლასიკური თაიგული წითელი, კრემისფერი ან თეთრი ელფერის ვარდისგან მშვენივრად შემატებს კარგ საჩუქარს, რომელიც, იმედი გვაქვს, უკვე აურჩიეთ. თქვენ ხომ არ აპირებდით მხოლოდ თაიგულის ჩუქებით საჩუქრის თავიდან მოშორებას? თუ კი, მაშინ ძალიან დასანანია- თქვენი მეგობრობა კუროსთან ბზარს გააჩენს.

გაითვალისწინეთ, რომ თაიგულის შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ რესპექტაბელური და მდიდარი, ვიდრე თვითონ თაიგული. სხვათაშორის, კუროსთვის შეიძლება ქოთანში ლამაზი ყვავილის ჩუქება- მაგალითად, დრაცენა, რომელიც იზიდავს კეთილდღეობას და სიმდიდრეს, ან „ფულის ხე“.

 

4. ყოფაცხოვრების ნივთები

 

კურო- ერთ- ერთი მთავარი შინაყუდა ზოდიაქოა, და მას ამ საკითხში წინ უსწრებს მხოლოდ სახლისმოყვარული კირჩხიბი. და ნივთები ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისთვის და სახლის კომფორტისთვის ყოველთვის გაახარებს მას. არ არის მიზეზი დაიმტვრიოთ თავი- საქონლის ასეთ ფართო კატეგორიაში აუცილებლად მოიძებნება ნივთი, რომელიც კუროს სახლში ჯერ არ აქვს. სასურველია ამის წინასწარ გაგება- თანაც, კუროსთან არ არის საჭირო ცერემონიულობა და ეშმაკური ტაქტიკის მოფიქრება, რათა დასტყუოთ საჭირო ინფორმაცია.

საკმარისია ჰკითხოთ- და მიიღოთ ნათელი და ზუსტი პასუხი. თანაც, კუროს შეუძლია ნაკეთობის მარკის და ადგილის დასახელება, სადაც ამ ნაკეთობის ყიდვა შეიძლება ყველაზე ხელსაყრელ ფასად- ძალიან ხელსაყრელია! თქვენ დაგრჩათ მხოლოდ გააფორმოთ ყიდვა და შეარჩიოთ სწორი შეფუთვა.

 

5.ფული კონვერტში და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ფულთან

 

დაიღალეთ იმის ძებნით, რითი გაახაროთ კურო და თან არ გაუცრუოთ იმედი? აჩუქეთ ფული- და არ შეცდებით. ზოდიაქოს ყველა ნიშნიდან, კურო ყველაზე მეტად მიჯაჭვულია ცხოვრების მატერიალურ შემადგენელს, და ფულის ნიშნები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

კურო ყოველთვის ზუსტად აყალიბებს თავის სურვილებს და დახარჯავს ფულს მისთვის საჭირო და ფუნქციონალურ ნივთზე. ასევე კუროსთვის რეკომენდირებულია აჩუქოთ ყველაფერი, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია ფულთან და სიმდიდრესთან- მაგალითად, კუპიურების დამჭერი, ყულაბა, ტყავის საფულე ან პორტმონე.

 

„წყენის და იმედგაცრუების საგანი:- ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები კუროსთვის

 

მავნე რჩევები

წარუმატებელი საჩუქარი შეიძლება გახდეს დიდი კამათის საგანი კუროსთან. კუროსთვის საჩუქარი- ეს არა არის მხოლოდ რაღაც ნივთი, არამედ ყურადღება, პატივისცემა და სიყვარული, რომელთაც მონახეს გასასვლელი მატერიალურ ეკვივალენტში. დამიჯერეთ, საჩუქარი ერტყვის კუროს ბევრად მეტს, ვიდრე ტქვენი სიტყვები. როგორ ლამაზი ფრაზები არ უნდა შეარჩიოთ პატიებისთვის...

აქ მოყვანილი „მავნე“ რჩევები- ეს საჩუქრების მაგალითებია, რომლითაც შეიძლება იმედი გაუცრუოთ და აწყენინოთ მგრძნობიარე კურო. ეცადეთ შეხედოთ საჩუქარს მისი თვალებით და არ დაუშვათ სულელური შეცდომები არჩევისას.

 

ტოპ-4 ყველაზე წარუმატებელი საჩუქარი კუროსთვის:

 

1. ეფემერული საჩუქრები, რომელთა ხელით შეხება შეუძლებელია

 

ამ სიაშია მოგზაურობები, ბილეთები კინოსა ან თეატრში, ფეიერვერკები, სუვენირული სერთიფიკატები მთვარის ნაკვეთზე ან სახელობითი ვარსკვლავი. კუროს თეატრში პრემიერაზე დაპატიჟება ან მასთან ამაღელვებელ მოგზაურობაში გამგზავრება მარტივია- მას უყვარს ასეთი დროის ტარება და არასდროს იტყვის უარს.

და თუნდაც მისი სახელით ვარსკვლავის დარქმევა ან მთვარეზე ჰექტარი მიწის ყიდვა. ოღონდ არ გქონდეთ იმედი, რომ ის ამას საჩუქრად აღიქვამს. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრების შემადგენელია- გართობა, სასიამოვნო ემოციები და კარგი მოგონებები. რადგან კურო მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ნამდვილი საჩუქარი ვერ დამთავრდება დღესასწაულთან ერთად. და იუბილარი ყოველთვის მართალია!

 

2. წვრილმანები, რბილი სატამაშოები და სუვენირები

 

კუროს აზრით აბსოლუტურად უსარგებლო ნივთები, რომელიც შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნით- ფულის ხარჯვა და შედეგად მტვერის დაგროვება შკაფის თაროზე. ერთდადერთი გამონაკლისის გაკეთება შეიძლება სუვენირებისთვის დამატებითი ფუნქციებით, თერმომეტრიანი ან საათიანი ქანდაკების მსგავსი, ასევე სხვადასხვა ძვირფასი აქსესუარი და თილისმები, რომელიც იზიდავენ ფულს- მაგალითად, ბაყაყი ნატურალური ქვისგან მონეტებით, საფულიანი ვერცხლისფერი თილისმა, ორიგინალური ყულაბა.

 

3. იაფი წვრილმანები კუროსთვის

 

გუნდათ კუროს სამუდამოდ დაკარგვა- აჩუქეთ იაფფასიანი საჩუქარი. ამ წესის გამოყენება ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად გადაწყვიტეთ დაშორდეთ კუროს, თანაც მტრებად დაშორდეთ. რადგან კურო დარწმუნებულია, რომ დაბალი ფასის უკან დგას ბანალური სიძუნწე, დამცირების სურვილი და მისი პიროვნების სრული უპატივცემულობა. ამას კი კურო არასდროს პატიობს!

 

4. სახუმარო საჩუქრები, გათამაშებები

 

კუროსთვის გულწრფელად გაუგებარია, როგორ შეიძლება ისეთი პასუხისმგებელი მომენტის, როგორიცაა საჩუქარი, სულელობად გარდაქმნა. თვითონ კურო სერიოზულად ეკიდება ყველაფერს ცხოვრებში, მათ შორის დღესასწაულებს, და საჩუქრებს. ამიტომ ვერ იტანს სასაცილო საჩუქრებს და გათამაშებებს, აღიქვამს მათ თავის თავზე დაცინვად.

 

როგორ მივართვათ საჩუქარი კუროს

 

კუროს არ სჭირდება სიურპრიზები, და საჩუქრის მიცემას ის ეკიდება როგორც დღესასწაულის აუცილებელ და სერიოზულ ნაწილს, ყურადღების გამოხატვას მისი პიროვნების მიმართ. ამიტომ იყავით უფრო მარტივი- არ ღირს რამე არაჩვეულებრივი გამოგონება და საჩუქრის მიცემის რიტუალის განსაკუთრებულად მოწყობა. უბრალოდ მიართვით კუროს დიდი ხნის ნანატრი საჩუქარი თბილი, სასიამოვნო მოლოცვების სიტყვებით, და თუ ნივთი შეესაბამება მის მოლოდინებს (და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რომ ეს ზუსტად ასე იყოს), მაშინ დარწმუნდით, დედამიწაზე უფრო ბედნიერი ადამიანი არ იქნება!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ნეპტუნი ჰოროსკოპში
რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ზოდიაქოს ნიშნები?
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა უნდათ
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში