ბლოგი

ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის

ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

დეკემბერი, წლის ბოლო თვეა და ხშირ შემთხვევაში, ტაროს კარტით მიცემული სხვადასხვა მინიშნებებით, ის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ერთგვარი შესაძლებლობა ხდება იმისა, რომ გადახედონ განვლილ გზას და მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის. ზოდიაქოს ყველა ნიშანს ტაროს კარტი საშუალებას აძლევს მიიღოს სხვადასხვა სიგნალი, მოიზიდოს წარმატება, ჰარმონია და პოზიტიური ცვლილებები ცხოვრებაში.

 

ამ სტატიაში გთავაზობთ დეკემბრის ტარო-პროგნოზს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რა გელით 2023 წლის ბოლოს.

 

ვერძი (21 მარტი— 19 აპრილი)

წლის ბოლო გპირდებათ აქტივობას და სულიერ განვითარებას. ტარო-პროგნოზში ამოსული «მთვარე» მიგანიშნებთ, რომ მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება.  «მხედარი» იმის ნიშანია, რომ გექნებათ ლიდერობაში საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენის შესაძლებლობა. «მართლმსაჯულება» კი ამბობს, რომ ეს პერიოდი იქნება ციკლური და შეიძლება დაგჭირდეთ ძველ საკითხებთან დაბრუნება, მათი საბოლოოდ მოგვარების მიზნით.


კურო (20 აპრილი — 20 მაისი)

წლის ბოლოს მეტი მოთმინება და გამძლეობა იქნება საჭირო. ტარო-პროგნოზში კუროებს ამოსდით «მზე», რომელიც რთული პერიოდის დასრულებას და ჰარმონიის დადგომას მიუთითებს. «ბედის ბორბალი», რომელიც სასიკეთო ცვლილებების ნიშანია, თუმცა, მოითხოვს სიფრთხილეს. «მთვარე», რომელიც მიუთითებს ემოციურობაზე და გირჩევთ მიენდოთ საკუთარ ინტუიციას.


ტყუპები (22 მაისი — 21 ივნისი)

ტყუპებისთვის წლის ბოლო ემოციური ძიების პერიოდი იქნება. ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი «შეყვარებულები» მიუთითებს იმას, რომ პოზიტიური ცვლილებები გექნებათ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებთ. კარტი «მშვიდობა» გპირდებათ ჰარმონიას და ბევრ ჯილდოს, ხოლო არკანი «მართლმსაჯულება» თქვენგან მოითხოვს მთავარ საკითხებზე კონცენტრირებას.


კირჩხიბი (22 ივნისი — 22 ივლისი)

კირჩხიბებს ტაროს მიხედვით ელით ბევრი სიახლე და ცვლილებები. კარტი «ბედის ბორბალი» გამცნობთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხების სულ სხვა კუთხით შემობრუნებას. «მართლმსაჯულება» ნიშნავს პრობლემური საკითხების თქვენს სასიკეთოდ მოგვარებას. «მაგი»-ს არკანი კი  გირჩევთ იყოთ მეტად კრეატიული და თავად განკარგოთ საკუთარი ბედი.


ლომი (23 ივლისი — 22 აგვისტო)

წლის ბოლო თვე ლომებისთვის გახდება დროებითი სტაბილურობის პერიოდი. ტაროში ამოსული კარტი «ძალაუფლება» გიწინასწარმეტყველებთ, რომ წინსვლა და შესაძლებლობები გექნებათ. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება. კარტი «წონასწორობა» მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა. «იმპერატორი ქალი» გპირდებათ დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებას და ურთიერთობების დალაგებას ყველა მიმართულებით.

 

ქალწული (23 აგვისტო — 22 სექტემბერი)

ქალწულებისთვის წლის ბოლო ძალიან საპასუხისმგებლო იქნება. ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «წონასწორობა», გირჩევთ მიენდოთ ინტუიციას და არ აჩქარდეთ. ტაროს კარტი - «ეშმაკი» მიანიშნებს იმას, რომ იქნება ბევრი ცდუნება და ცხოვრება გამოცდას მოგიწყობთ. «იმპერატორი ქალი» გპირდებათ კარგ პერსპექტივებს, თუმცა, თქვენგან მოითხოვს ემოციებისა და ცივი გონების დაბალანსებას.
 

სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)

წლის ბოლოს სასწორებს მოუწევთ მომავალზე ორიენტირებბა და მზადყოფნა გზად შემხვედრი გამოწვევების მიმართ. ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «ქურუმი ქალი», შეგახსენებთ თუ რა მნიშვნელოვანია მახვილგონიერება და დაფიქრება, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. კარტი - «იმპერატორი ქალი», გპირდებათ გარკვეულ ჯილდოს თქვენს მიერ გაწეული შემოქმედებითი და ფიზიკური შრომისთვის. კარტი «ქურუმი» - გირჩევთ მეტად გონივრულად მოქცევას, ტრადიციების პატივისცემას და სულიერი ჰარმონიის ძიებას.


მორიელი (23 ოქტომბერი — 21 ნოემბერი)

მორიელებს ელით ცვლილებები და ამას მოწმობს ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «ბედის ბორბალი», რომელიც თან აფრთხილებს მათ, რომ ცვლილებები შეეხება პირად საკითხებსაც. კარტი - «ქურუმი ქალი» გირჩევთ გონებას მეტად მოუსმინოთ მართვისას, ვიდრე გულს, ხოლო «ჩამოკიდებული კაცი» მოგიწოდებთ, გადახედოთ საკუთარ მიდგომებს სხვადასხვა საკითხის მიმართ, რათა უფრო მარტივად მოიპოვოთ შინაგანი ჰარმონია.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი — 21 დეკემბერი)

წლის ბოლო თვე მშვილდოსნებს მისცემს წინსვლის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «იმპერატორი ქალი». პროგნოზის შემდეგი კარტი - «ვარსკვლავი», მიუთითებს რწმენის და იმედის ქონის აუცილებლობაზე. კარტი «ქურუმი» კი ხაზს უსვამს საკითხების სტრუქტურირების და ახალი ცოდნის მიღების აუცილებლობას.


თხის რქა (22 დეკემბერი — 19 იანვარი)

წლის ბოლო ნაწილი თხის რქებისთვის ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული, რისი სიმბოლოც არის ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «სიკვდილი». შემდეგი კარტი - «მთვარე» გირჩევთ მიენდოთ ინტუიციას, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში. არკანი «მშვიდობა» - გპირდებათ ჰარმონიას ცვლილებების პერიოდის გადალახვის შემდეგ.


მერწყული (20 იანვარი — 18 თებერვალი)

მერწყულები წლის ბოლოს დადგებიან გარკვეული თავგადასავლების წინაშე და უფრო მეტი თავისუფლებაც ექნებათ, რასაც მიუთითებს ტაროს პროგნოზში ამოსული კარტი - «სულელი». შემდეგი კარტი - «ქურუმი ქალი», მოგიწოდებთ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და თავი აარიდოთ სხვების რჩევების გათვალისწინებას. კარტი - «კოშკი» მიგანიშნებთ, რომ პიროვნულ და კარიერულ ზრდასთან ერთად, ბევრი ცვლილებებიც გელით.


თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

წლის ბოლოსთვის თევზებისთვის მნიშვნელოვანია მეტი გონიერება გამოიჩინონ და ძალები მოიკრიბონ, რათა შეძლონ ყველა პრობლემური საკითხის ჩახურვა, რასაც მიუთითებს ტარო პროგნოზში ამოსული კარტი - «ქურუმი ქალი». არკანი «ძალაუფლება» მიანიშნებს იმას, რომ წინაღობების გადალახვას შეძლებთ, ხოლო ტაროს კარტი - «მაგი» საკუთარი ენერგიის მართვის შესაძლებლობის და პოზიტიური ცვლილებების ნიშანია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
იდეალური წყვილები
ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
ნეპტუნი ჰოროსკოპში
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
რა არ უყვართ ტყუპებს?
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა